ჟუან ლორენსუ

ჟუან მანუელ გონსალვეშ ლორენსუ (პორტ.

5 მარტი 1954, ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა) — ანგოლელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მპლა-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანგოლის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. 1998-2003 წლებში მპლა-ს გენერალური მდივანი. 2014 წლიდან 2017 წლამდე ანგოლის თავდაცვის მინისტრი. 2016 წელს გამოაცხადეს ჟოზე ედუარდო სანტუშის მემკვიდრედ. ანგოლის პრეზიდენტად აირჩიეს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ჟუან ლორენსუ
ჟუან ლორენსუ
ანგოლის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 სექტემბერი, 2017
წინამორბედიჟოზე ედუარდო სანტუში

დაბადებული5 მარტი, 1954
ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა
პოლიტიკური პარტიამპლა
განათლებალუანდის სამრეწველო ინსტიტუტი

ბიოგრაფია

დაიბადა მედიკოსისა და მკერავის ოჯახში. ჟუანის მამა მონაწილეობდა ანტიკოლონიურ ბრძოლაში და სამი წელი გაატარა პორტუგალიის ციხეში.

ჟუან ლორენსუ სწავლობდა ლუანდის სამრეწველო ინსტიტუტში. პორტუგალიის 1974 წლის რევოლუციის შემდეგ, ანგოლის დეკოლონიზაციის დასაწყისში, შევიდა მარქსისტული პარტია მპლა-ს რიგებში.

1978-1982 წლებში სასწავლებლად იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც დაასრულა ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1982 წელს დაბრუნდა ანგოლაში და ბრძოლა დაიწყო ანტიკომუნისტური უნიტას წინააღმდეგ.

1998-2003 წლებში ჟუან ლორენსუ მპლა-ს გენერალური მდივანია. 2002 წელს ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა განცხადება უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბის მკვლელობასთან კავშირის შესახებ.

2003 წლიდან 2014 წლამდე იყო ანგოლის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი. 2014 წელს კი დანიშნეს ანგოლის თავდაცვის მინისტრად. 2017 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

აქვს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

პირადი ცხოვრება

ჟუან ლორენსუ დაოჯახებულია და ჰყავს 6 შვილი. პორტუგალიურის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჟუან ლორენსუ ბიოგრაფიაჟუან ლორენსუ პირადი ცხოვრებაჟუან ლორენსუ რესურსები ინტერნეტშიჟუან ლორენსუ სქოლიოჟუან ლორენსუ1954199820032014201620175 მარტიანგოლაანგოლის სამოქალაქო ომილობიტუმპლაპორტუგალიური ენაჟოზე ედუარდო სანტუში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლურჯი ვეშაპიკონტინენტიკაბო-ვერდებიოლოგიური სისტემატიკამონღოლებიფეხბურთიკოლოსეუმიმორალისაჭმლის მომნელებელი სისტემასაქართველოს ისტორიაპითაგორას თეორემაჭიანჭველასებრნიშენგენის ზონალაზეთილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმუშთაიდის ბაღივიკისაწყობიშინაური ცხენიშალვა ნუცუბიძეალმასიმთაწმინდადეზოქსირიბონუკლეინის მჟავადანაშაული და სასჯელიპორტუგალიაქრისტიანობამამაო ჩვენორუსეთიტოლერანტობავლადიმერ ლენინითავისუფლება (ფილოსოფია)აჭარაკონსტანტინოპოლივენერაკვიპროსიდემეტრე II თავდადებულირაგბიმთვარის მოტაცებაარაბობა საქართველოშიიულიუს კეისარივიკიპედიახალხთა დიდი გადასახლებასარკაზმიმეტაფორაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაინდოეთივეფხვიBMW M5საქართველოს დამოუკიდებლობის დღემონღოლთა ბატონობა საქართველოშინათურაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიიგლუწმინდა ნინოდედამიწის ისტორიაქანი (გეოლოგია)მშვილდოსანი (ასტროლოგია)საქართველოს სახელმწიფო გერბილევანის ტბაგიორგი მაზნიაშვილიცხელი ძაღლიადამიანის ჩონჩხინეიმარირაბათის ციხესაქართველო XVIII საუკუნეშიმენსტრუაციაელინიზმიОдноклассники.ruსვანეთიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ფეხბურთის წესებიგოგონა გარეუბნიდანრეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)პარალელოგრამისაქართველოს სამხედრო წოდებებიხელოვნებასამეგრელო🡆 More