პრეტორიანელები

პრეტორიანელები (ლათ.

პრეტორიანელები წარმოადგენდნენ არმიის საგანგებოდ შერჩეულ და დაწინაურებულ ნაწილს, ლეიბ-გვარდიას. მათი სარდლების იმპერატორების კარზე დიდებულთა შორის ითვლებოდნენ.

პრეტორიანელები
პრეტორიანელების გამოსახულება კლავდიუსის სატრიუმფო თაღზე, ახ. წ. 51/52 წწ.

თავდაპირველად იყო მხედართმთავართა, უწინარეს ყოვლისა კონსულების დაცვა. ახალი წელთაღრიცხვის 2 წელს იმპერატორმა ავგუსტუსმა შექმნა პრეტორიანელთა 9 კოჰორტა, რომელთაგან თითოეულში 1000 კაცი შედიოდა (3 კოჰორტა რომში, 6 კოჰორტა იტალიის სხვა ქალაქებში). მეთაურობდა პრეტორიის პრეფექტი. ახ. წ. 23 წელს იმპერატორ ტიბერიუსის დროს პრეფექტმა სეიანუსმა ყველა პრეტორიანელს თავი მოუყარა რომში და მათთვის ვინიმალის კარიბჭის წინ ააშენა ბანაკი (კასტრუმი) Castra praetoria. სეპტიმიუს სევერუსის მმართველობამდე პრეტორიანელებში აჰყავდათ უპირატესად აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრები (იტალიკები). პრეტორიანელთა გვარდიაში მსახურება უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან უპირატესობებს, საპატიო მდგომარეობას, მაღალ ჯამაგირსა და სამხედრო სამსახურის 16-წლიან ვადას (ნაცვლად 20 წლისა, რომელსაც უბრალო ლეგიონერები მსახურობდნენ). თავისი არსებობის პირველი ერთ-ნახევარი საუკუნის მანძილზე პრეტორიანელთა გვარდიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმპერატორთა ხელისუფლების და ზოგადად რომის სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცებაში, მ.შ. სასტიკი, სუსტი ან არაპოპულარული იმპერატორების დამხობით, პლებეების გამოსვლებისათვის წინააღმდეგობის გაწევით და რომის სენატის ინტრიგების აღკვეთით; მათმა პრეფექტებმა დიდი გავლენა მოიპოვეს რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა II საუკუნის ბოლოდან პრეტორიანელებს სულ უფრო მეტად უმკვიდრდებოდა ანგარებიანი, ულმობელი და ინტრიგანი დაქირავებული ჯარის სახელი. 312 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ გააუქმა პრეტორიანელთა გვარდია (შეცვალა სასახლის ჯარის ნაწილებით – domestici) და დაანგრია Castra praetoria როგორც „ამბოხებებისა და გარყვნილების ბუდე“.

გადატანითი მნიშვნელობით, „პრეტორიანელები“ ეწოდება დაქირავებული ჯარს, ხელისუფლების დასაყრდენ უხეშ ძალას.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ლათინური ენალეიბ-გვარდიარომის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლომი (ასტროლოგია)ბათუმის ბოტანიკური ბაღიპირველი მსოფლიო ომიოსმალეთის იმპერიაბიპოლარული აშლილობასაქართველოს ისტორიაკუნილინგუსიდიდგორის ბრძოლავარდების რევოლუციასარკაზმიუინსტონ ჩერჩილიერითროციტებიელექტრობაევროპაგაპიროვნებათავის ტვინიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემატაივანიაშშ-ის ისტორიარელიგია საქართველოშიისრაელიფიოდორ დოსტოევსკიზმნიზედამედეა (მითოლოგია)მერკური69 (სექსუალური პოზა)ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიფუტივნების კვირამზეგიორგი მამარდაშვილიბიძინა ჩოლოყაშვილიმცხეთანაღვლის ბუშტისამცხე-ჯავახეთის მხარებარსელონაპეტრე I დიდიჰემოგლობინიცხელი ძაღლიაქემენიანთა იმპერიალიზა იასკოსაქართველოს დემოგრაფიაკობისაქართველოს კონსტიტუციაბუნებრივი გადარჩევაჰოლოკოსტისეკულარიზმიმასტურბაციასაქართველოს სახელმწიფო დროშამთაებრაული დღესასწაულებიმუნიკახეთიეკოლოგიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმთვარერაბათის ციხეშინაური კატაქაშვეთის ეკლესიააბო თბილელის წამებაშინაური ძაღლიშამქორის ბრძოლა (1195)ვენერანარიყალასაქართველოს ქალაქებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ილია თოფურიასაქართველო VI საუკუნეშიYouTubeევერესტიანგარიშთა გეგმაბატონებირითმადათა თუთაშხიააღა-მაჰმად-ხანიყივანახველაზამთარი🡆 More