პელოპონესის ნახევარკუნძული

პელოპონესი (ბერძ.

პელოპონესის ნახევარკუნძული არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: პელოპონესის პერიფერია.

1893 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიყვანეს კორინთოს არხი, იგი ტექნიკურ კუნძულად იქცა. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოტომანთა ბატონობის დროს, ნახევარკუნძული ცნობილი იყო როგორც მორეა (ბერძ. Μωρέας). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.

პელოპონესის ნახევარკუნძული

ნახევარკუნძული 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის პელოპონესის პერიფერიას, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიებს.

გეოგრაფია

პელოპონესის ნახევარკუნძულის ფართობი შეადგენს 21 549.6 კმ²-ს და წარმოადგენს საბერძნეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაწილს. ნახევარკუნძული დანარჩენ საბერძნეთს ორი სახმელეთო გზით უკავშირდება, ერთი — კორინთოს ყელით და მეორე — რიო-ანტირიოს ხიდით (აგებულია 2004 წელს).

პელოპონესის ნახევარკუნძული 
არკადიის ხედი

ნახევარკუნძულის შიდა ნაწილი მთებითაა დაფარული, ხოლო სანაპირო საკმაოდ ღრმაა და დაკბილული. უმაღლესი მწვერვალია ტაიგეტუსი (2 409 მეტრი). ნახევარკუნძული თავისმხრივ მოიცავს ოთხ სამხრეთისკენ მიმათულ ნახევარკუნძულს: მესენიას ნახევარკუნძული, მანის ნახევარკუნძული, მალეას კონცხი და არგოლიდის ნახევარკუნძული.

პელოპონესის ნახევარკუნძულთან მდებარეობს კუნძულების ორი ჯგუფი: სარონიკის კუნძულები აღმოსავლეთით და იონას კუნძულები დასავლეთით. მისგან სამხრეთით მდებარეობს კუნძული კიტირა.

ისტორია

ნახევარკუნძულის ტერიტორია, ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდანაა დასახლებული. მისი თანამედროვე სახელი მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, კონკრეტულად მითიდან გმირ პელოპის შესახებ, რომელმაც მთლიანი ნახევარკუნძული დაიპყრო. სახელი Peloponnesos ნიშნავს „პელოპის კუნძულს“.

პირველი ბერძნული ცივილიზაცია, აქ ბრინჯაოს ხანაში, ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა. სავარაუდოდ, ეს იყო ეგეის ან მიკენის კულტურა. ანტიკურ ხანაში, პელოპონესი ძველი საბერძნეთის გულს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა ისეთი ქალაქ-სახელმწიფოები, როგორებიცაა სპარტა, კორინთო, არგოსი და მეგალოპოლისი. ნახევარკუნძული ჩართული იყო ბერძენ-სპარსელთა ომებში. სწორედ აქ მიმდინარეობდა ძვ.წ. 431-404 წლებში პელოპონესის ომები. ძვ.წ. 146 წელს, პელოპონესმა ვერ გაუძლო რომის იმპერიას და მისი გაფართოების მსხვერპლი გახდა, გადაიქცა რა მის ერთ-ერთ, აქაიას პროვინციად.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1893ბერძნული ენათურქული ენაკუნძულინახევარკუნძულიოტომანთა იმპერიასაბერძნეთისაბერძნეთის რეგიონებიშუა საუკუნეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კირჩხიბი (ასტროლოგია)გოდერძის უღელტეხილიაბსცისატოლერანტობაკალათბურთიგურამ დოჩანაშვილიწითელამტაცებელი ფრინველებიძუძუმწოვრებიდემეტრე II თავდადებულიამერიკაალბერტ აინშტაინიდათვიკარლეს პუჩდემონითბილისის ზღვასაქართველო XVI საუკუნეშიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაილია ჭავჭავაძესაქართველოს კონსტიტუციაზამთარითინათინ ჭულუხაძეროდოსის კოლოსისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიქართველები რუსეთშიკვადრატული მეტრიგანმანათლებლობაძველი ეგვიპტედუნაივახტანგ I გორგასალიქვეწარმავლებისიყვარულიასტიგმატიზმიმარჯნის რიფიაფრიკაჰიპოთეზაშამქორის ბრძოლა (1195)ბარსელონაცოტნე დადიანიალცჰაიმერის დაავადებაკურდღელიედუარდ შევარდნაძეგარემოს დაცვაევროკომისიაევროპის საბჭოეკვატორული კლიმატური სარტყელინიკო ნიკოლაძეძველი საბერძნეთიამეთვისტონიკო ფიროსმანისამცხე-ჯავახეთის მხარესლოვაკეთიბაში-აჩუკისაქართველოს ბრძოლების სიადიდგორის ბრძოლაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიმონანიება (ფილმი)ვატიკანისვეტიცხოველიზედსართავი სახელიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობავენასოფლის მეურნეობაუფლისციხეისლანდიანაპოლეონის ომებიპრელუდია (სექსი)გერმანიაკილიმანჯაროზმნიზედამონოგამიაორნელა მუტისტუმარ-მასპინძელინიჰილიზმიგრიგოლ ხანძთელიცხრა ძმა ხერხეულიძეშვედეთივახტანგ VIპოლონეთიმინერალების სია🡆 More