ოტო ფონ გერიკე

ოტო ფონ გერიკე (გერმ.

20 ნოემბერი, 1602, მაგდებურგი — გ. 11 მაისი, 1686, ჰამბურგი) — გერმანელი ფიზიკოსი.

ოტო ფონ გერიკე
გერმ. Otto von Guericke
ოტო ფონ გერიკე
დაბ. თარიღი 20 (30) ნოემბერი, 1602[1]
დაბ. ადგილი მაგდებურგი[2]
გარდ. თარიღი 11 (21) მაისი, 1686[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი ჰამბურგი[2]
დასაფლავებულია მაგდებურგი
მოქალაქეობა ოტო ფონ გერიკე გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი, პოლიტიკოსი[3] , იურისტი, ინჟინერი, instrument maker და მეცნიერი
მუშაობის ადგილი მაგდებურგი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

ოტო გერიკე დაიბადა 1602 წლის 20 ნოემბერს, მაგდებურგში (გერმანია) არისტოკრატის ოჯახში. საშუალო განათლება მან იქვე მიიღო. 15 წლის გერიკე მეცნიერების სხვადასხვა დარგში ლექციებს ისმენდა ლაიფციგის, იენას, ლეიდენის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ენებს, ფიზიკას, გამოყენებით მათემატიკას, ფორტიფიკაციასა და სხვა. დაახლოებით ერთი წელიწადი იმოგზაურა ინგლისსა და საფრანგეთში. 1626 წელს დაბრუნდა მაგდებურგში და დაიწყო ქალაქის თვითმართველობაში მუშაობა.

1618-1648 წლებში გერმანია ჩაბმული იყო ოცდაათწლიან ომში შვედეთის წინააღმდეგ. როგორც ინჟინერი, გერიკე ციხესიმაგრეებს აშენებდა, მშობლიურ ქალაქს იცავდა. ბოლოს, როდესაც 1631 წლის 20 მაისს მოწინააღმდეგე ქალაქში შემოიჭრა, გერიკე ოჯახით ქალაქს გაეცალა. შემდეგ იგი შვედებმა შემოირიგეს და ქალაქის აღდგენაზე ამუშავეს. შვედების წასვლის შემდეგ გერიკეს დიპლომატიური მისია დააკისრეს. 1663 წელს გერიკემ დაამთავრა თავისი კაპიტალური შრომა შვიდ ტომად, მაგრამ მისი გამოცემა მხოლოდ 1669 წელს მოახერხა ამსტერდამში. 1678 წლიდან ოტო გერიკე სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. ოტო გერიკეს ფიზიკისა და ტექნიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს.

ოტო გერიკეს დამსახურებები

ძველი ბერძნები არისტოტელეს მეთაურობით ამტკიცებდნენ, რომ ბუნებაში სიცარიელე არ არსებობს. ამ აზრს იზიარებდა თითქმის ყველა მეცნიერი, მაგრამ 1643 და 1644 წლებში ზედიზედ გამოქვეყნდა.ტორიჩელისა და ბ. პასკალის შრომები ატმოსფერული წნევისა დასიცარიელის შესახებ. ამ ახალმა შეხედულებამ მძაფრი კამათი გამოიწვია. ეს კამათი საფუძვლად დაედო გერიკეს ცდებს და შემდეგ ბარომეტრის შექმნას. გერიკემ მიზნად დაისახა თვალსაჩინო გაეხადა „უჰაერო სივრცის არსებობა“ და ცდების ჩატარება დაიწყო. ცდების შედეგად გერიკემ თვალსაჩინო გახადა ატმოსფერული წნევის სიდიდე და ჰაერის დრეკადობა. ცდების შედეგებით დაასკვნა გერიკემ, რომ ატმოსფერო ქვედა ფენებში უფრო მკვრივია, ვიდრე ზედაში. ამ ცდების დროს მას ახალი ხელსაწყოს შექმნის იდეა დაებადა, ხელსაწყოს შემდეგ მანომეტრი უწოდეს.

გერიკეს ელექტრული და მაგნიტურიცდები და აღმოჩენები უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რადგან ფიზიკის ეს ორი დარგი იმ დროს ის-ის იყო ფეხს იდგამდა , ამიტომ გერეკის დამსახურება ელექტროობასა და მაგნიტიზმში შეუფასებელი დარჩა XX საუკუნემდე. XVII საუკუნის მსოფლიო ფიზიკოსთა შორის გალილეო გალილეის გავლენით მკვეთრად გაიზარდა ლტოლვა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართ. ოტო ფონ გერიკე ფიზიკოსთა შორის ერთ-ერთი მოწინავეთაგანი იყო.

ოტო გერიკეს ყველა შრომა გამოქვეყნებულია ლათინურ ენაზე. ზოგიერთი ფრაგმენტი თარგმნილია რუსულ ენაზე. 1681 წელს მაგდებურგში შავი ჭირი გაჩნდა, ამის გამო 79 წლის ოტო გერიკე შვილთან გაემგზავრა ჰამბურგში, სადაც გარდაიცვალა 1686 წლის 11 მაისს, 84 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე. გადმოასვენეს თუ არა მისი ცხედარი მაგდებურგში, ცნობილი არ არის.

ლიტერატურა

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 69-77
  • Кауффельд А. Защита Отто фон Герике системы Николая Коперника // Историко-астрономические исследования, вып. XI. — М., 1972. — С. 221—236.
  • Борисов В. П. Изобретение вакуумного насоса и крушение догмы «боязни пустоты» (400 лет со дня рождения Отто фон Герике) // Вопросы естествознания и техники. — 2002. — № 4.
  • Отто фон-Герике // Вестник опытной физики и элементарной математики. — 1886. — № 6, 9. — С. 119—124,191—195.
  • Храмов Ю. А. Отто фон Герике (Guericke Otto von) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 80—81.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 2.0 2.1 Герике Отто фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • http://collection.britishmuseum.org/id/person-institution/213446
  • Tags:

    ოტო ფონ გერიკე ბიოგრაფიაოტო ფონ გერიკე ოტო გერიკეს დამსახურებებიოტო ფონ გერიკე ლიტერატურაოტო ფონ გერიკე რესურსები ინტერნეტშიოტო ფონ გერიკე სქოლიოოტო ფონ გერიკე11 მაისი1602168620 ნოემბერიგერმანული ენამაგდებურგიჰამბურგი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ქუთაისიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ბიძინა ჩოლოყაშვილი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაელეონორა რუზველტითხის რქა (ასტროლოგია)საქართველო XIII საუკუნეშიმარტივი და შედგენილი რიცხვებისაქართველორომის რესპუბლიკასპორტული ინვენტარი28 მარტიმწერებიქართული მითოლოგიაინგლისური ენაინგლისიფსორიაზიალექსანდრე იოსელიანიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)გელათის მონასტერისაქართველოს პრეზიდენტიკარტოფილიდედამიწის დღეტყეიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიერითროციტებიჯაბა იოსელიანიაია-სოფიას ტაძარიძალადობამდინარეგეოგრაფიული გარსიიაერთა ლიგაეგზისტენციალიზმისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ალბერტ აინშტაინისულხან-საბა ორბელიანიევროპადუბაის საამიროსაქართველოს წითელი ნუსხარუსული დამწერლობააპრილის სოკოტურიზმიძალარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებითევდორე კველთელიძვ. წ. 329ბათუმიუნგრეთიინტელექტის კოეფიციენტიეპითეტიბაში-აჩუკიგუბაზ სანიკიძემცხეთის ჯვრის მონასტერიზვიად გამსახურდიაგოგოთურ და აფშინასპორტიგიორგი IV ლაშაკანე კორსოფილების ტექტონიკარუსეთის ისტორიაფელაციაამორძალებიმაგნოლიაბასიანის ბრძოლამითიალკოჰოლიზმიატომიილონ მასკიამაზონის ჯუნგლებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიჯინსების თაობაბენჯამინ ფრანკლინიქართლის გაქრისტიანებათერგდალეულებიმზის სისტემარელიგია საქართველოშიწმინდა ნინო🡆 More