ამსტერდამი

ამსტერდამი (ნიდერლ.

Amsterdam) — ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანის შეადგენდა. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

ქალაქი
ამსტერდამი
ნიდერლ. Amsterdam
ამსტერდამი
დროშა გერბი
ამსტერდამი ამსტერდამი


Heldhaftig, Vastberaden, Barmhartig
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
დაქვემდებარება დედაქალაქი
რეგიონი ჩრდილოეთი ჰოლანდია
კოორდინატები 52°22′23″ ჩ. გ. 4°53′32″ ა. გ. / 52.37306° ჩ. გ. 4.89222° ა. გ. / 52.37306; 4.89222
ქალაქის მერი Femke Halsema
დაარსდა 1300
პირველი ხსენება 1275
ფართობი 219 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 859 732 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 3412 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 020
საფოსტო ინდექსი 1011 – 1109
ოფიციალური საიტი amsterdam.nl
ამსტერდამი — ნიდერლანდები
ამსტერდამი

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips-სა და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები „Rijksmuseum-ის“ მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად საშუალოდ 4,2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

ისტორია

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა. XV საუკუნეში ამსტერდამი ნიდერლანდების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. 80-წლიანი ომის შემდეგ, 1585 წელს ამსტერდამის უმთავრესი კონკურენტი პორტი ანტვერპენი ესპანელების ხელში გადავიდა, რამაც ანტვერპენელი ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი ნაწილის იმიგრაცია გამოიწვია, ასევე ებრაელებისაც, რომელთაც ესპანურ ინკვიზიციას ამსტერდამში გაასწრეს.

1975 წლის 5 თებერვალს შეიქმნა ამსტერდამის თანამედროვე დროშა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გეოგრაფია

ამსტერდამი მდებარეობს ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში, რომლის დედაქალაქი არა ამსტერდამი, არამედ ქალაქი ჰაარლემია. მდინარე ამსტელი მთავრდება ქალაქის ცენტრში და მისი საშუალებით ერთმანეთს უკავშირდება მრავალი არხი, რომლებიც საბოლოოდ მთავრდება „IJ-ში“ (ტერტორია ამსტერდამში). ამსტერდამი ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრზე მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიები ძირითადად ვაკეა. ქალაქი ჩრდილოეთის ზღვას უკავშირდება არხის საშუალებით.

ამსტერდამი საკმაოდ ურბანიზირებული ქალაქია, ისევე როგორც ამსტერდამის მეტროპოლია (ანუ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით). ქალაქში, ყოველ კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 4 457 ადამიანი და მდებარეობს 2 275 საცხოვრებელი სახლი. პარკები და ნაკრძალები ამსტერდამის მიწის მთლიანი ფართობის 12%-ს შეადგენს.

წყალი

ამსტერდამში საერთო ჯამში არის 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის არხი. ქალაქის სამ ძირითად არხს შორისაა: პრინსენგრახტი, ჰერენგრახტი და კაიზერგრახტი. შუა საუკუნეებში ამსტერდამი გარშემორტყმული იყო ჭაობებით. იგი შედარებულია ვენეციასთან, მისი ამგვარი დაყოფის გამო, აქ არის დაახლოებით 90 კუნძული, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება 1 200-ზე მეტი ხიდით.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ამსტერდამში არის ოკეანეური კლიმატი, ჩრდოლოეთის ზღვიდან წამოსული ქარის ნაკადები გავლენას ახდენს ქალაქის კლიმატზე. ძირითადად ზამთარი ცივია და ზაფხული თბილი. ამსტერდამი, ისევე როგორც ჩრდილოეთ ამსტერდამის პროვინციების უმეტესი ნაწილი, მდებარეობს „USDA Hardiness-ის“ ზონაში. ყინვები ძირითადად გვხვდება აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთიდან წამოსული ძლიერი ქარის ნაკადების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი თითქმის სულ წყლითაა შემოსაზღვრული, აქ მაინც არის თბილი დღეები და ტემპერატურაც მაღლა იწევს, რაც გასაკვირია მისი მდებარეობიდან გამომდინარე. ღამის ტემპერატურა იშვიათად ეცემა −5 ° C-ზე დაბლა, მაშინ როცა ჰილვერსუმში ტემპერატურა −12 ° C-ზე დაბლა ჩამოდის (მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში).

ზაფხული ზომიერად თბილია და ამ პერიოდში, ყოველთვიურად ფიქსირდება უამრავი ცხელი დღე. აგვისტოში საშუალო დღიური ტემპერატურა 22,1 ° C-ია, ხოლო 30 °C ან უფრო მაღალი ფიქსირდება საშუალოდ 2,5 დღეში ერთხელ. არსებული მონაცემების მიხედვით, დაფიქსირებული მინიმალური ტემპერატურა - 19,7 ° C-ს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური 36.3 °C-მდე იყო.

ამსტერდამის საშუალო წლიური ნალექი 838 მმ-ია. მოღრუბლული და ნესტიანი დღეები ხშირია ოქტომბერსა და სხვა ცივ თვეებში.

დემოგრაფია

1300 წელს ამსტერდამის მოსახლეობა დაახლოებით 1000 ადამიანს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ბევრ ქალაქში მე-15 და მე-16 საუკუნეებში მოსახლეობა იკლებდა, ამ პერიოდში ამსტერდამის მოსახლეობა იზრდებოდა, ძირითადად, ნიდერლან-ჰანზას ომის შემდეგ საზღვაო სავაჭრო გზები უფრო მეტად გაიხსნა ბალტიის ზღვაში და სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი მოსახლეობის ზრდას.

შემდგომ პერიოდებში ებრაელები ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან დასახლდნენ ამსტერდამში, ისევე როგორც გერმანელები და სკანდინავიელები. 1585-1610 წლებში, ანუ 35 წელიწადში ამსტერდამის მოსახლეობა გაორმაგდა. 1600 წლისთვის, ქალაქში დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1660-იანი წლებში ამსტერდამის მოსახლეობა უკვე 200 000-ს აღწევდა. ქალაქში მოსახლეობის ზრდა შეწყდა და მე-18 საუკუნის განმავლობაში დაახლოებით 240 000-მდე სტაბილურად იყო.

1750 წლისთვის ამსტერდამი დასავლეთ ევროპის მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქი იყო მოსახლეობის მხრივ, პირველ ადგილზე იყო ლონდონი (676 000 მოსახლე), მეორეზე პარიზი (560 000) და მესამეზე ნეაპოლი (324 000), რომელთაც მოსდევდა ამსტერდამი. ეს აღსანიშნავი იყო, რადგანაც ამსტერდამი იმ პერიოდში არც ქვეყნის დედაქალაქი იყო და არც ნიდერლანდების მთავრობის ადგილი. ამსტერდამი გარშემორტყმული იყო ისეთი ქალაქებით, როგორებიცაა ლეიდენი (მაშინდელი მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 67 000 ადამიანს), როტერდამი (45 000 ადამიანი), ჰაარლემი (38 000) და უტრეხტი (30 000).

მე-19 საუკუნის დასაწყისში შემცირდა ქალაქის მოსახლეობა, 1820 წელს კი შემცირდა 200 000-მდე. XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის მოსახლეობამ კვლავ დაიწყო ზრდა.

1959 წელს ამსტერდამის მოსახლეობამ 872 000-ს მიაღწია და 1970–დან 1980 წლამდე განიცდიდა მოსახლეობის მკვეთრ ზრდას. 1985 წლისთვის ქალაქში მხოლოდ 675 570 ადამიანი ცხოვრობდა. ამას მალევე მოჰყვა მთავრობის მხრიდან ჩართულობა, რამაც მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. ასევე 2010-იან წლებში ამსტერდამის მოსახლეობის ზრდა სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გამოიწვიეს. ამსტერდამის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 2019 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს და ეს იქნება 873 000.

იმიგრაცია

XX საუკუნეში პირველი მასობრივი ემიგრაცია დაიწყო ინდონეზიელების მიერ, რომლებიც ამსტერდამში ჩამოვიდნენ ჰოლანდიის ოსტინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ 1940–50-იან წლებში. 1975 წელს სურინამის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სურინამელთა დიდი ტალღა დასახლდა ამსტერდამიში, ძირითადად ბიჯლმერმეერის მხარეში. დანარჩენები კი ჩამოდიოდნენ ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან და აფრიკიდან. დღეს არადასავლური წარმოშობის ხალხი ამსტერდამის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენს, ხოლო ქალაქის ბავშვების 50% -ზე მეტს.

რელიგია

ამსტერდამი 
ეკლესია ამსტერდამში

1578 წელს, ძირითადად, კათოლიკური ქალაქი ამსტერდამი შეუერთდა აჯანყებას ესპანეთის მმართველობის წინააღმდეგ, ჰოლანდიის ხელში ჩაგდების შემდეგ, ყველა ეკლესია გადააკეთეს პროტესტანტულ ეკლესიად. კალვინიზმი გამოცხადდა მთავარ რელიგიად. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმი იკრძალებოდა, მღვდელმსახურებს არ ეკრძალებოდათ მსახურება, თუმცა კათოლიკური იერარქია აკრძალული იყო. კათოლიკე მორწმუნეები იკრიბებოდნენ სხვადასხვა შენობებში სალოცავად. მე-17 საუკუნეში ბევრი სხვადასხვა მრწამსის ადამიანის შემოდინება დაიწყო ქალაქში სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, სეფარდები შემოვიდნენ ესპანეთიდან და პორტუგალიიდან, ჰუგენოტები საფრანგეთიდან. 1603 წელს ებრაელებს თავიანთი მრწამსის შენარჩუნების უფლება მიეცათ. 1639 წელს მათვე აკურთხეს პირველი სინაგოგა.

ამსტერდამის კათოლიკური ეკლესიები აშენდა 1853 წელს, საეპისკოპოსო იერარქიის აღდგენის შემდეგ. ქალაქის კათოლიკური ეკლესიების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, პიერ კუპერსი, ასევე პასუხისმგებელი იყო ამსტერდამის ცენტრალური სადგურისა და ეროვნული უზეუმის მშენებლობაზე.

1924 წელს ნიდერლანდების რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ამსტერდამის საერთაშორისო ევქარისტიული კონგრესი ჩაატარა და კათოლიკური ეკლესიის უამრავი წარმომადგენელი ეწვია ქალაქს. იმართებოდა დღესასწაულები ეკლესიებსა და მოედნებზე. ამასთან ერთად, კათოლიკური მსვლელობები ქალაქში ჯერ კიდევ კანონით აკრძალული იყო.

ბოლო დროს ამსტერდამის რელიგიური დემოგრაფია შეიცვალა მიგრანტების ჩამოსვლის გამო. ინდუიზმი გავრცელებული რელიგიაა ინდუისტური დიასპორებში, რომელთა წარმომადგენლები ძირითადად სურინამიდან არიან, გავრცელებულია ისლამიც, რომლის წარმომადგენლებიც ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან. ისლამი ამსტერდამში არის ყველაზე გავრცელებული არაქრისტიანული რელიგია.

პეიზაჟი და არქიტექტურა

ამსტერდამი 
ქალაქის ცენტრის ხედი

ამსტერდამის არხების სისტემა არის ქალაქის კარგი დაგეგმარების შედეგი. მე -17 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ემიგრაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, შემუშავდა ყოვლისმომცველი გეგმა, რომლის მიხედვითაც არხებს ნახევარწრის ფორმა უნდა ჰქონოდათ, რომელთა ბოლოები ყურეში გაიშლებოდა. არხები ემსახურებოდა თავდაცვის, წყლის მართვისა და სატრანსპორტო საკითხებს. დღესდღეობით არხების მშენებლობის ორიგინალი გეგმები დაკარგულად ითვლება, ამიტომ ისტორიკოსებს, როგორიცაა მაგალითად ედ ტავერნი, მიაჩნიათ, რომ არხები უფრო მეტად თავდაცვითი დანიშნულების იყო ვიდრე გარეგნული სილამაზისთვის.

მშენებლობა დაიწყო 1613 წელს და შენდებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთ მიმართულებით. არხის მშენებლობა სამხრეთ სექტორში დასრულდა 1656 წელს. შემდგომში დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, თუმცა ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა. წლების განმავლობაში, რამდენიმე არხი გაუქმდა, რომლებიც დღეს უკვე ქუჩებსა და მოედნებს წარმოადგენენ.

არქიტექტურა

ამსტერდამის აქვს მდიდარი არქიტექტურული ისტორია. ამსტერდამის უძველესი ნაგებობაა ოუდე კერკი (ითარგმნება, როგორც ძველი ეკლესია), მდებარეობს ვალენის ცენტრში, ხოლო აკურთხეს 1306 წელს. ყველაზე ძველი ხის ნაგებობაა „Het Houten Huys“ , მდებარეობს ბეგიჯნოფში. იგი აშენდა დაახლოებით 1425 წელს და ორი უძველესი ხის ნაგებობიდან ერთ-ერთია, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა. ის ასევე არის ამსტერდამის გოთური არქიტექტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი მცირე ნიმუშებიდან.

მე-16 საუკუნეში ხის შენობები დაზიანდა, ამიტომაც ხე აგურით ჩაანაცვლეს. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი შენობა აშენდა რენესანსის არქიტექტურულ სტილში. ამ პერიოდის შენობები ძალიან ცნობადია მათი საფეხურიანი ფასადებით, რაც ჰოლანდიური რენესანსის სტილია. ამსტერდამმა სწრაფად შეიმუშავა საკუთარი რენესანსული არქიტექტურა. მე-17 საუკუნეში აქ ბაროკოს სტილის არქიტექტურა ძალიან პოპულარული გახდა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქალაქებში. ეს პერიოდი კი დაემთხვა ამსტერდამის ოქროს ხანას.

გალერეა

ლიტერატურა

  • Berns, Jan; Daan, Jo (1993) Hij zeit wat: de Amsterdamse volkstaal. The Hague: BZZTôH. ISBN 978-9062917563. 
  • Frijhoff, Willem; Prak, Maarten (2005), Geschiedenis van Amsterdam. Zelfbewuste stadsstaat 1650–1813, Amsterdam: SUN, ISBN 978-9058751386
  • Mak, Geert (1994), Een kleine geschiedenis van Amsterdam, Amsterdam & Antwerp: Atlas, ISBN 978-9045019536
  • Charles Caspers & Peter Jan Margry (2017), Het Mirakel van Amsterdam. Biografie van een betwiste devotie (Amsterdam, Prometheus).
  • Nusteling, Hubert (1985), Welvaart en werkgelegenheid in Amsterdam 1540–1860. Een relaas over demografie, economie en sociale politiek van een wereldstad, Amsterdam: De Bataafsche Leeuw, ISBN 978-9067070829
  • Ramaer, J.C. (1921), "Middelpunten der bewoning in Nederland, voorheen en thans", TAG 2e Serie 38
  • Van Dillen, J.G. (1929), Bronnen tot de geschiedenis van het bedrijfsleven en het gildewezen van Amsterdam, The Hague
  • Van Leeuwen, M.; Oeppen, J.E. (1993), "Reconstructing the Demographic Regime of Amsterdam 1681–1920", Economic and Social History in the Netherlands 5: 61–102
  • Marijke Carasso-Kok, Geschiedenis van Amsterdam. Deel 1: Een stad uit het niets : tot 1578, SUN, 2004, 540 p. ISBN 9058751813
  • Willem Frijhoff et Maarten Praak, Geschiedenis van Amsterdam: Deel 2. Zelfbewuste Stadstaat 1650-1813, SUN, 2005, 581 p. ISBN 9058751384
  • Remieg Aerts et Piet De Rooy, Geschiedenis van Amsterdam. Deel 3: Hoofdstad in aanbouw, 1813-1900, 2006, SUN, 636 p. ISBN 9058751392
  • Johannes Bernardus Berns et Jo Daan, Hij zeit wat: de Amsterdamse volkstaal, Bzztôh te Den Haag, 1993, 96 p. ISBN 9062917569
  • Erika Kuijpers, Migrantenstad: immigratie en sociale verhoudingen in 17e-eeuws Amsterdam, Verloren, 2005, 448 p. ISBN 906550852X
  • Willem Sallet et Sako Musterd, Amsterdam Human Capital, Amsterdam University Press, 2003, 384 p. ISBN 9053565957
  • Simon Schama, Patriots and Liberators : Revolution in the Netherlands 1780 - 1830, New York, Collins, 1977, 745 p. ISBN 978-0002167017
  • Ian Buruma, Murder in Amsterdam: Liberal Europe, Islam and the Limits of Tolerance, Penguin Books, 2007, 37 p. ISBN 0143112368

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ამსტერდამი ისტორიაამსტერდამი გეოგრაფიაამსტერდამი დემოგრაფიაამსტერდამი პეიზაჟი და არქიტექტურაამსტერდამი გალერეაამსტერდამი ლიტერატურაამსტერდამი რესურსები ინტერნეტშიამსტერდამი სქოლიოამსტერდამიმდინარენიდერლანდებინიდერლანდური ენაჯებირი (ნაგებობა)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლოზ ბარათაშვილირელიგია საქართველოშისიზმარივეტოეკვატორული კლიმატური სარტყელიგაერთიანებული სამეფოვიქტორ დოლიძეაზიაჰიმალაიჭინჭარიბალისტიკური რაკეტაბელგიაკრწანისის ბრძოლაძაღლიკონცეფციაშინაური კატამოქალაქეებიბოლნისის სიონითეატრი69 (სექსუალური პოზა)საქართველოს გეოგრაფიაბუდუ ზივზივაძექართველები რუსეთშინარკომანიაჰეკლაირემიოპერაციული სისტემაპლებისციტიოგანესონიმერაბ მამარდაშვილიგველებიშავი ზღვის თევზების სიამგელიევროკავშირისლოვაკეთიწნევაიასამანიკავკასიონიმსოფლიოს შვიდი საოცრებარითმასაქართველო IV საუკუნეშირუსეთის იმპერიადონ კიხოტიარწივიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთბილისიირაკლი კობახიძეთვითმმართველობაგურამ პეტრიაშვილი (მწერალი)ორგაზმიპითაგორას თეორემაგანათლება საქართველოშიგარემოს დაბინძურებაიუდაიზმიპოლიტიკური გეოგრაფიაინფორმაციაქუნთრუშაალტრუიზმითავისუფლების ქანდაკებაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბაყაყიკონსტიტუციაშამქორის ბრძოლა (1195)სიმკვრივეაღმოსავლეთი საქართველოიაკობ გოგებაშვილიენერგიანიუ-იორკისიმონ Iსანტიმეტრიალავერდიწყალდიდობაარსებითი სახელინოდარ დუმბაძეგიორგი გახარიასალომე სამადაშვილიერთეულთა საერთაშორისო სისტემა🡆 More