ნეპალის ეკონომიკა

ნეპალის ეკონომიკა განვითარებადი ეკონომიკაა და დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობასა და ფულად გზავნილებზე.

XX საუკუნის შუა ხანებამდე იზოლირებული, აგრარული საზოგადოება, 1951 წლიდან თანამედროვე ხანაში სკოლების, საავადმყოფოების, გზების, ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგიის, მრეწველობისა და სამოქალაქო სამსახურის გარეშე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ნეპალმა მდგრად ეკონომიკურ ზრდას 1950-იანი წლებიდან მიაღწია. ეკონომიკური ლიბერალიზაციისთვის ღიაობამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საცხოვრებელი სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. უფრო მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების მიღწევას ხელს უშლის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სწრაფი ცვლილებები და კორუფცია.

ნეპალის ეკონომიკა
კატმანდუნეპალის ეკონომიკური ცენტრი

ეკონომიკური განვითარებისთვის ნეპალმა ხუთწლიანი გეგმების სერია გამოიყენა. ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების მეცხრე გეგმა 2002 წელს დაასრულა. ნეპალის ვალუტა კონვერტირებადი გახდა და 17 სახელმწიფო საწარმო კერძო მფლობელობაში გადავიდა. განვითარების ბიუჯეტის ნახევარზე მეტს ნეპალისათვის გადაცემული უცხოური დახმარება შეადგენს. წლების მანძილზე მთავრობის პრიორიტეტებს შორის ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო დაწესებულებათა, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება იყო. 1975 წლიდან სამთავრობო ადმინისტრაცია გაუმჯობესდა და სოფლის განვითარების პროგრამები წახალისდა.

ნეპალის მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უცხოეთში მყოფი ნეპალელების ფულად გზავნილებზე. ამასთან, სოციალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ნეპალში დრამატული პროგრესისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემა განვითარების პროცესშია და ტრიბჰუვანის უნივერსიტეტს რამდენიმე კამპუსი აქვს. კატმანდუ ინდოეთთან და მახლობელ მთიან რეგიონებთან გზითა და სარკინიგზო ქსელითაა დაკავშირებული.

უცხოური ინვესტიციები და გადასახადები

ნეპალის ეკონომიკა 
ნეპალის ექსპორტის სქემა

ნეპალში დიდი რაოდენობით მცირე მოცულობის უცხოური ინვესტიციები მიედინება არარეზიდენტი ნეპალელებისგან, რომლებიც თანხებს სხვადასხვა სექტორში აბანდებენ. ნეპალს ჰიდროელექტროობის დიდი პოტენციალი აქვს. ბევრ უცხოურ ფირმას სურს ნეპალში ინვესტიციების ჩადება, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო თავს იკავებენ. ნეპალს ორმაგი დაბეგვრისგან თავის აცილების სესახებ შეთანხმებები 10 სახელმწიფოსთანა ქვს დადებული. მსგავსად, ინვესტიციების დაცვის შეთანხმებები აქვს დადებული 5 სახელმწიფოსთან. 2014 წელს ნეპალმა უცხოურ გრანტებსა და კომერციულ სესხებზე ზღვარი დააწესა.

ნეპალი დიდი რაოდენობით საგარეო მხარდაჭერას იღებს გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, იაპონიიდან, გერმანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან.

ნეპალს საგარეო მხარდაჭერა აქვს მრავალეროვნული ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვ.

სტატისტიკა

ნეპალის ეკონომიკა 
ტურისტები ანაპურნას რეგიონში

2017 წლის მონაცემებით ნეპალის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) 2 700 $ იყო. 2018 წელს ნეპალის მოსახლეობის 25.6% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო.

2017 მონაცემებით ეკონომიკის 17% სოფლის მეურნეობაზე მოდის, 13.5% ― მრეწველობაზე, 60.5% ― მომსახურების სექტორზე, ხოლო 9% ― ტურიზმზე.

კონკურენტუნარიანობა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ნეპალს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 109-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 108-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 972.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.06%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 4%-ს უტოლდება. უმუშევრობის დონე 1.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 85.3%-ია. ნეპალის ჯინის კოეფიციენტი 32.8-ის ტოლია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ნეპალი 103-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 88-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 64-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 75-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 68-ე, გამჭვირვალობით ― 107-ე, საკუთრების უფლებებით ― 125-ე, კორპორატიული მმართველობით ― 90-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 125-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ნეპალს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 112-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 91-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 116-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ნეპალი 109-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 90-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 4.3%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 48.7-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ნეპალი 132-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 1118-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 135-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 128-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 116-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 125-ს.

ნეპალში საკმაოდ კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (51-ე ადგილი): სიღრმით 44-ე, ხოლო სტაბილურობით 92-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 85-ე ადგილს იკავებს. ნეპალში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (98-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 83-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 103-ეს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნეპალის ეკონომიკა უცხოური ინვესტიციები და გადასახადებინეპალის ეკონომიკა სტატისტიკანეპალის ეკონომიკა რესურსები ინტერნეტშინეპალის ეკონომიკა სქოლიონეპალის ეკონომიკა1951

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხევისბერი გოჩარკინის კაცისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაახალციხემართლმადიდებლობალაშა ტალახაძებუღა თურქის შემოსევაკონგოანდერს ბერინგ ბრეივიკინიკოლა ტესლალიბერალიზმიიაპონიის კონსტიტუციატუტსიჰოლოკოსტიობობებიტროპიკული სარტყლებიბიპოლარული აშლილობაპითაგორამშვილდოსანი (ასტროლოგია)გაერთიანებული სამეფოგანათლება საქართველოშიივანე მაჩაბელიიულიუს კეისარიისლანდიანივთიერებანილოსიუდაბნოაქემენიანთა იმპერიაპირველი მსოფლიო ომიქუთაისიღამურარიცხვითი სახელიქართული მუხაარაგვიიუდაიზმინეაპოლირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარემთავარი გვერდიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაყაყაჩოინგლისური ენათემურლენგიცენტნერიჯინსების თაობაქართლის სამეფოკლავიკორდითავისუფლების დიდი ქარტიამეთანიიაპონიაკვადრატიერეკლე II-ის ოჯახინახშირორჟანგისაქართველოს ეროვნული პარკების სიატერენტი გრანელიპითაგორას თეორემაღეროვანი უჯრედიალკანიკონსტანტინე I დიდივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიღვარცოფიეგვიპტის მუზეუმი (კაირო)თხის რქა (ასტროლოგია)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიიუნგფრაუიოხის უღელტეხილირკინარეზო ჩხიკვიშვილიHatful of Hollowფსიქოლოგიათამბაქოზუგდიდისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიაკაკი წერეთელიუჯრედილოცვა ეფრემ ასურისადუნაიისააკ ნიუტონიდონ კიხოტი🡆 More