ნახშირწყალბადი

ნახშირწყალბადები (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან შედგებიან.

ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.

ნახშირწყალბადი
ოქტანი — ნახშირწყალბადი, რომელიც გვხვდება ნავთობში; სურათზე შავი სფეროები გამოსახავენ ნახშირბადის ატომებს, ხოლო თეთრები — წყალბადისას.

კლასიფიკაცია

ნახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :

  • ნაჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი მხოლოდ მარტივი ბმებისაგან შედგება. ნაჯერი ნახშირწყალბადების წარმომადგენლებია ალკანები;
  • უჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი შეიცავს ერთ ან მეტ ჯერად (ორმაგ ან სამმაგ) ბმას. უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან ალკენები, ალკინები, არომატული ნაერთები და ა.შ.

აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:

  • წრფივი ნახშირყალბადები — წრფივ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის არც ერთი ატომი არაა დაკავშირებული ნახშირბადის ორზე მეტ სხვა ატომთან (მაგ.: ალენები);
  • განტოტვილი ნახშირწყალბადები —  განტოტვილ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის თუნდაც ერთ ატომს დამყარებული აქვს ბმა ორზე მეტ ნახშირბადის სხვა ატომთან (მაგ.: იზოოქტანი);
  • ციკლური ნახშირწყალბადები — ციკლურ ნახშირწყალბადებში ნახშირბადოვანი ჯაჭვი იხშვება საკუთარ თავთან და წარმოქმნის რგოლს (მაგ.: ციკლოჰექსანი).

ემპირიული ფორმულები

ნაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.

ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).

შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.

უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.

უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.

მოკლე დახასიათება

ნახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.

ბუნებაში გავრცელება და გამოყენება

ნახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, ასფალტი და ა.შ.

ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.

მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.

ლიტერატურა

  • Silberberg, Martin. Chemistry: The Molecular Nature Of Matter and Change. New York: McGraw-Hill Companies, 2004. ISBN 0-07-310169-9

Tags:

ნახშირწყალბადი კლასიფიკაციანახშირწყალბადი ემპირიული ფორმულებინახშირწყალბადი მოკლე დახასიათებანახშირწყალბადი ბუნებაში გავრცელება და გამოყენებანახშირწყალბადი ლიტერატურანახშირწყალბადიატომინატურალური რიცხვინახშირბადიწყალბადი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლექსი ვეფხისა და მოყმისატონააფრიკასაფრანგეთის რევოლუციაოქროს საწმისიკონსტიტუციაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაათენისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისამკუთხედისოციალიზმინაციონალიზმიიაკობ გოგებაშვილიბეჰემოთინიკო ნიკოლაძერუსუდანილებომბოს მთებიმცხეთაYouTubeარგონავტებიარაბობა საქართველოშითევდორე კველთელიმდგრადი განვითარებარკინამცენარეებიაფხაზეთის ომი (1992-1993)ირემიწითელამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმთაწმინდაგეორგიევსკის ტრაქტატიალჟირიილია თოფურიაფეხბურთისაქართველოს სოფლებიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიირაკლი კობახიძენეიტროფილებივეფხისტყაოსანილიბერალიზმი საქართველოშიშინაური ძაღლითავისუფლება (ფილოსოფია)თვალიტოლერანტობაოლიმპიური თამაშებიჩარლი ჩაპლინიავსტრიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)პრომეთებრუნებატოტალიტარიზმისოლომონ Iორალური სექსინიუტონის კანონებიავტომობილითბილისის პანსიონებიკუებისაქართველო XV საუკუნეშიცხენისწყალისაქართველოს ოქროს ხანათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმილანიანანურის ციხერაბათის ციხევენის კონგრესიქალწული (ასტროლოგია)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიპოლიტიკური გეოგრაფიაქართული დამწერლობასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაეგრისის სამეფოშოთა რუსთაველიბათუმის ბოტანიკური ბაღითბილისის მეტროპოლიტენიუდაბნომდინარე🡆 More