მანანა მენაბდე

მანანა მენაბდე (დ.

1948, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი.

მანანა მენაბდე
მანანა მენაბდე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მანანა მენაბდე
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი 1948
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ფოლკი, ჯაზი, ბარდი, ელექტრონიკა
საქმიანობა მუსიკოსი, მწერალი, მხატვარი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა

ბიოგრაფია

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების — დები იშხნელების ოჯახში, რომლებიც ქართული ქალაქური რომანსის დამაარსებლებად ითვლებიან. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად. შემდეგ, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა მომღერალი სოლო კონცერტებით გამოდიოდა მოსკოვში, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა. მისი მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა (ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა), სადაც მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების მთავარი კონცეფცია — ქართული ხალხური მუსიკალური საწყისების თანამედროვე მუსიკალური ენის საშუალებით გადმოცემა.

1991 წლიდან მანანა მენაბდე ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან საკუთარი თავი შემოქმედების არაერთ სფეროში გამოსცადა. მუსიკის გარდა, ის წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს და კერამიკულ ნაკეთობებს ამზადებს. ის თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ კოლექტივთან „შინ“, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ მუსიკალურ ტრადიციებთან. ამას გარდა, მანანა მენაბდემ ნიკა მაჩაიძესა და გოგი ძოძუაშვილთან ერთად ჩაწერა ალბომი „Sami“, რომელშიც მომღერლის რეპერტუარი თრიფ ჰოპის სტილის არანჟირებითაა წარმოდგენილი.

1983 წელს ბი-ბი-სის რადიო და რადიო „თავისუფლება“ რეგულარულად გადასცემდა პროგრამებს მანანა მენაბდის შესახებ. 1986 წელს მან მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცი ისევ იღებს მომღერალს მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც რეჟისორმა სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით გადაიღო.

2004 წელს პეტერბურგულმა გამომცემლობა „აზია+“-მა მანანა მენაბდის იგავების წიგნი „და დრო გადიოდა...“ გამოსცა რუსულ ენაზე.

დისკოგრაფია

მანანა მენაბდეს გამოცემული აქვს ალბომები:

  • 2004CD და MC „ბულატ ოკუჯავას სიმღერებს ასრულებს მანანა მენაბდე“, სტუდია „АЗиЯ-плюс“
  • 2002 — „Сны о Грузии“, სტუდია „АЗиЯ-плюс“
  • 2002CD და MC „SAMI“, სტუდია „АЗиЯ-плюс“
  • 2000 — MC „იმედის გვირილაო“

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1948თბილისიმომღერალიმსახიობიმუსიკოსიმწერალიმხატვარისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავსტრალიაYouTubeლევან აბაშიძე (მსახიობი)ქართული ვაზის ჯიშებივოლფგანგ ამადეუს მოცარტიკანადასულხან-საბა ორბელიანიკილოგრამიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკუბური მეტრიFacebookდავით IV აღმაშენებელიქართული ღვინოხაშურიზოდიაქოინტერნეტისამართალიფარსმან II ქველიმგელიქართული მითოლოგიაყივანახველაწყალბადისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონირადიაციაეკონომიკამარტივი რიცხვირუსეთის იმპერიამონანიება (ფილმი)მარო მაყაშვილიდუბაის საამიროსაქართველოს დიდი სოფლებიფესახიმერაბ მამარდაშვილიფარნავაზ Iგიორგი ყიფშიძეIOSბირთვული იარაღიმუშთაიდის ბაღისვეტიცხოველიC ჰეპატიტითირკმელიბახტრიონის ბრძოლამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)არისტოტელენიკოლოზ ბარათაშვილივიკიპედიაცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიფეოდალიზმიქუთაისობაარგონავტები25 აპრილინაღვლის ბუშტიმშვილდოსანი (ასტროლოგია)სერბეთისესილია თაყაიშვილიდუნაიდიალიზიმონაკოსაქართველო XVII საუკუნეშიაშშ-ის ამჟამინდელი სენატორების სიაჰიდროცეფალიაჰიურემ სულთანიჰემანგიომაჰარი პოტერიპროტესტანტიზმიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკავაჟა-ფშაველასაქართველოს ქალაქებიკრწანისის ბრძოლათუშეთიტრაპიზონიფეხბურთისაბერძნეთიეგვიპტის პირამიდებიკორუფციაყირიმის ომი🡆 More