ლუნდის უნივერსიტეტი (შვედ.
Lunds universitet, Universitas Lundensis ან Universitas Gothorum Carolina ლათინურად) — უნივერსიტეტი ქალაქ ლუნდში, შვედეთის სამხრეთ ნაწილში. დაარსებულია 1666 წელს და ქვეყანაში სიძველით მეორე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. ლუნდის უნივერსიტეტში შვიდი ფაკულტეტია (დამატებითი კამპუსები განთავსებულია მალმესა და ჰელსინგბორგში), სადაც 34 ათასზე მეტი სტუდენტი 50 განსხვავებული პროგრამის ფარგლებში (სპეციალობით) ეუფლება უმაღლეს განათლებას. უნივერსიტეტში 800-ზე მეტი სასწავლო კურსია. ლუნდის უნივერსიტეტი Universitas 21-ის მსოფლიო ქსელში შედის, რომელიც იმ უნივერსიტეტებს აერთიანებს, სადაც ფართომასშტაბიანი სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს.
ლუნდის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Ad utrumque paratus და Beredd till bådadera |
დაფუძნდა | 1666 |
დამფუძნებელი (-ები) | კარლ XI |
ტიპი | საჯარო |
კანცლერი | პროფ. პერ ერიქსონი |
სტუდენტი | 40 000[1] |
მისამართი | Paradisgatan 2, 223 50 Lund[2] |
მდებარეობა | ლუნდი[2] |
ქალაქი | ლუნდი |
ქვეყანა | შვედეთი |
ტელეფონი | +46-46-222-00-00[2] |
კავშირები | ORCID[3] [4] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა, Coalition for Advancing Research Assessment[6] და European Open Science Cloud Association[7] |
აფილაცია | Universitas 21 |
http://www.lu.se |
ქალაქ ლუნდს ხანგრძლივი საგანმანათლებლო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც დანიის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. 1085 წელს დაარსებული საკათედრო სკოლა კი მომავალ სასულიერი პირებს ამზადებდა. ეს სკოლა დღეისათვის სკანდინავიაში უძველესია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლუნდის უნივერსიტეტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.