ჰელსინგბორგი

ჰელსინგბორგი (შვედ.

Helsingborg) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, მდებარეობს სკონეს ლენში. ფართობი 39,7 კმ², მოსახლეობა 126,754 კაცი (2009). ნავსადგური ერესუნის სრუტეში. სარკინიგზო და საავტომობილო ბორნით უკავშირდება დანიას (ჰელსინგერი).

ქალაქი
ჰელსინგბორგი
შვედ. Helsingborg
ჰელსინგბორგი
გერბი
ჰელსინგბორგი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 56°03′00″ ჩ. გ. 12°43′00″ ა. გ. / 56.05000° ჩ. გ. 12.71667° ა. გ. / 56.05000; 12.71667
დაარსდა 1085
ფართობი 38,41 კმ²
მოსახლეობა 97 122 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 529 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 042
საფოსტო ინდექსი 25X XX
ოფიციალური საიტი helsingborg.se
ჰელსინგბორგი — შვედეთი
ჰელსინგბორგი

მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია გემთმშენებლობაში, რეზინ-ქიმიურ, საფეიქრო, კერამიკულ და კვების მრეწველობაში, განვითარებულია ფერადი მეტალურგია.

გეოგრაფია

ჰელსინგბორგი ორესუნის სრუტეში მდებარე პორტია და დანიის საპორტო ქალაქ ჰელსინგერის პირდაპირ მდებარეობს. ჰელსინგბორგი დანიის სანაპიროებიდანაც ჩანს. ჰელსინგერს ორესუნის ხიდით უკავშირდება. ქალაქზე გადის ევროპული ავტოტრასა E4.

ჰელსინგბორგი ამავე სახლწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.

ჰავა

ჰელსინგბორგში ჰავა ზომიერია. წელიწადში საშუალოდ 500-600 მმ ნალექი მოდის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,1 °C, ივლისისა - 16.8 °C.

ქრონოლოგია

  • 1085 — ქალაქის პირველი ხსენება (21 მაისი)
  • 1300 — ჩერნანის კოშკი აიგო
  • 1400 — წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია აშენდა
  • 1641 — იაკობ ჰანსენის სახლი ააშენეს, დღეისათვის უძველესი საცხოვრებელი სახლია.
  • 1707 — რამლესის მინერალური წყაროები აღმოაჩინეს
  • 1710 — ჰელსინგბორგის ბრძოლაში შვედებმა დანიელები დაამარცხეს
  • 1810 — ქალაქში ჟან-ბატისტ ბერნადოტმა გადმოსხა ჯარი — მომავალში შვედეთის მეფე კარლ XIV-ემ
  • 1891 — ჰენრი დუნკერმა დააარსა რეზინის ფაბრიკა
  • 1892 — ჰელსინგბორგსა და ჰელსინგერს შორის პირველი ორთქლმავალი ბორანი წყებს კურსირებას
  • 1897 — გაიხსნა რატუშა
  • 1903 — ქალაქში ტრაიმავიმ დაიწყო სიარული (1967 ელამდე)
  • 1921 — გაიხსნა ქვეყანაში პირველი ჰელსინგბორგის საქალაქო თეატრი
  • 2002 — გაიხსნა ჰენრი დუნკერის კულტურული ცენტრი

მოსახლეობა

XIX საუკუნემდე ჰელსინგბორგი პატარა დაბა იყო 1000 კაციანი მოსახლეობით. მაგრამ XIX მეორე ნახევარში ინდუსტრიალიზაციის წყალობით მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. უკვე 1900 წლისთვის აქ 25 000 კაცი ცხოვრობდა. თუმცა მომდევნო ათწლეულებში ასეთი სწრაფი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. დღეს ჰელსინგბორგი შვედეთის მერვე ქალაქია მოსახლეობის ნელი მატებით.

ეროვნული შემადგენლობა

ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური შვედია. უცხოელები (ანუ ისინი, ვინც შვედეთის ფარგლებს გარეთ დაიბადა, ან ვისი მშობლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან დაბადებულნი) საერთო რაოდენობის 23,2% შეადგენენ. უცხოელთა შორის ბევრია დანიელი, სერბი, არაბი და ბოსნიელი ემიგრანტი. ქალაქში აგრეთვე ცხოვრობენ პოლონელები, ირანელები, ვიეტნამელები და სხვ. ჰელსინგბორგში სულ 160 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.

ღირსშესანიშნაობანი

ჰელსინგბორგის ისტორიული ნაწილი უამრავი ძველი სახლისგან შედგება სრუტის ნაპირებზე. განსაკუთრებულ ინტერესს რატუშა, ჩერნანის კოშკი (შვედ. Kärnan), წმინდა მარიამის სახელობის აგურიანი გოთიკის სტილის ეკლესია, ფრედრიქსდალის ღია მუზეუმი და ჰენრი დუნკერის კულტურილი ცენტრი იწვევს.

ცნობილი ადამიანები

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ჰელსინგბორგი გეოგრაფიაჰელსინგბორგი ჰავაჰელსინგბორგი ქრონოლოგიაჰელსინგბორგი მოსახლეობაჰელსინგბორგი ღირსშესანიშნაობანიჰელსინგბორგი ცნობილი ადამიანებიჰელსინგბორგი გალერეაჰელსინგბორგი იხილეთ აგრეთვეჰელსინგბორგი ლიტერატურაჰელსინგბორგი რესურსები ინტერნეტშიჰელსინგბორგიდანიაორესუნის ხიდისკონე (ლენი)შვედეთიშვედური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სვანეთიზვიგენები69 (სექსუალური პოზა)მარტივი და შედგენილი რიცხვებისაქართველოს კონსტიტუციადავით კაკაბაძემინერალების სიანატურალური რიცხვიდავით IIIსვანური კოშკიაჭარააკაკი წერეთელიგიორგი სააკაძესხალთის ტაძარიქეთევან დედოფალისქესობრივი აქტიზოდიაქოსაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ირანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიატერენტი გრანელისაქართველოს ოქროს ხანადედამიწის დღეექსპრესიონიზმიმტკვარიიაკობ გოგებაშვილიმასშტაბიხმოვანინიკო ნიკოლაძებოშებიოსმალეთის იმპერიაჰიმალაიტოტალიტარიზმიკვადრატიეთერ ლიპარტელიანიჩრდილოეთი კორეანაციონალ-სოციალიზმიიასამანივოლფგანგ ამადეუს მოცარტიგულისავანაკალციუმიდისკრიმინაციაიუსტინიანე Iკუნილინგუსიზევსიკილოგრამიილია თოფურიარელიგიაალპებიტიციან ტაბიძეგიორგი I (საქართველოს მეფე)თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიქუნთრუშამუსიკადიდი სამამულო ომიროდოსის კოლოსიჩერნობილის კატასტროფავეფხისტყაოსანიჭიაკოკონობარელიგია საქართველოშიჰორმონებისამასი არაგველიინგლისიგერგეტის სამების ეკლესიარითმაზაქარია ფალიაშვილიშალვა პაპუაშვილიპლურალიზმიალკოჰოლიზმივიტამინებიკახეთიდანიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაპორტუგალიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგიორგი IV ლაშაჩონგურისაქართველოს თავდაცვის ძალები🡆 More