ლარიქსი (ლათ.
30-35 მ სიმაღლის სწორტანიანი ხეებია. სხვა მარადმწვანე წიწვოვანებისაგან განსხვავებით, ლარიქსს წიწვები უყვითლდება, სცვივა და ზამთრობით ხე მთლიანად შიშვლდება.
ლარიქსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Larix decidua | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Larix | ||||||||||||||
|
20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იგი ბუნებრივად არ იზრდება, ინტროდუცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ლარიქსის ყველაზე ხნიერი ეგზემპლარები (22-30 მ სიმაღლისა და 55-70 წლისა) გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკში და ბაკურიანში. კულტივირებულია აგრეთვე თბილისში, ბორჯომში, ზემო სვანეთში (მესტია) და სხვა. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში, სადაც შერეულია ტყის ნარგავში.
ლარიქსი ძალიან ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ ნიადაგებზე (კერძოდ, კირიანზე). ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა და სამხრეთ ქვეყნებში მისი კულტივირება მხოლოდ გრილ ადგილებშია შესაძლებელი.
ძლიერ სწრაფმზარდია. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რომელიც გამოიყენება გემთმშენებლობაში. წყალქვეშა ნაგებობისათვის და სხვა. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით ლარიქსს უთხოვართან ერთად ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რომლისგანაც მზადდება სკიპიდარი და კანიფოლი. ქერქიდან იღებენ მთრიმლავ ნივთიერებებს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლარიქსი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.