კონჩიტა ვურსტი

თომას „ტომ“ ნოივირთი (გერმ.

6 ნოემბერი, 1988) — ავსტრიელი მომღერალი. ვურსტი წარადგენდა ავსტრიას 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კოპენჰაგენში და გაიმარჯვა სიმღერით „Rise Like a Phoenix“. ვურსტის როლში მომღერალი ქალის ხმით საუბრობს და მღერის.

თომას ნოივირთი
კონჩიტა ვურსტი
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც კონჩიტა ვურსტი
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1988 (1988-11-06) (35 წლის)
დაბ. ადგილი გმუნდენი, ავსტრია
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2006–დღემდე
საიტი conchitawurst.com
კონჩიტა ვურსტი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

კონჩიტა ვურსტი (თომას ნოივირტი) ავსტრიელი მომღერალი და დრაგ ქუინია, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო პერსონით. ნოივირტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სიმღერით "Rise Like a Phoenix". გმუნდენში დაბადებული, ნოივირტი საცხოვრებლად გადავიდა გრაცში, რათა მოდის სპეციალობით ესწავლა. 2011 წლიდან ნოივირტი საზოგადოებაში უკვე კონჩიტა ვურსტის იმიჯით ჩნდება.

ორი წლის შემდეგ, კონჩიტა ვურსტი აირჩიეს ავსტრიის წარმომადგენლად 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. კონჩიტას შესრულებამ ყველაზე მეტი, 290 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მომღერალმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და სხვადასხვა აღლუმებზე, ევროპარლამენტსა და გაეროს ოფისში ვენაში მიიწვიეს.

კარიერა

2006 წელს კონჩიტამ მიიღო მონაწილეობა ავსტრიული სატელევიზიო შოუს Starmania-ს მესამე სეზონში და ნადინ ბეილერის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, მან დააარსა ბოიბენდი Jetzt Anders!, მაგრამ ჯგუფი იმავე წელს დაიშალა.

კონჩიტა პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ORF-ის შოუში Die große Chance-ში 2011 წელს გამოჩნდა, სადაც მან მე-6 ადგილი დაიკავა. 2012 წელს მან იასპარეზა ავსტრიის ეროვნულ ფინალში 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის და მეორე ადგილი დაიკავა. კონჩიტა შემდეგ გამოჩნდა ORF-ის შოუში The Hardest Jobs of Austria, მუშაობდა თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში და Wild Girls-ში, რომელშიც კანდიდატთა ჯგუფს უნდა გადარჩენილიყო ნამიბიის უდაბნოებში ადგილობრივ ტომებთან ერთად.

ევროვიზია 2014

2013 წლის 10 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულმა მაუწყებელმა ORF-მა გამოაცხადა, რომ მან აირჩია კონჩიტა ავსტრიის წარმომადგენლად ევროვიზიის 2014-ზე, რომელიც კოპენჰაგენში, მაისში გაიმართებოდა. ამავე წლის მაისში ცნობილი გახდა მისი სიმღერაც "Rise like a phoenix", რომელმაც მალე დაიპყრო მოწინავე ადგილები ლიდერბორდებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აქამდეც მონაწილეობდნენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები, როგორიცაა დანა ინტერნეიშენალი, მაგრამ კონჩიტა იყო განსაკუთრებული.

გამარჯვება

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალში, 8 მაისს კონჩიტა, 10 მაისს დაგეგმილ ფინალში გავიდა. 2014 წლის 10 მაისს კოპენჰაგენში გამართულ ფინალში მან 290 ქულით გაიმარჯვა. სწორედ 2014 წელს ავსტრიამ 1966 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, პირველად მოიპოვა გამარჯვება.

2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, ის არაერთხელ გამოჩენილა კონკურსის სცენაზე. 2015 წელს მან კონკურსის წამყვანებთან ერთად გახსნით ცერემონიაზე იმღერა. ის ასევე წარსდგა 2019 წლის სიმღერის კონკურსზე, ვერკა სერდუჩკასთან, ელენი ფურეირასთან მონს ზერმერლოუსთან ერთად.

პირადი ცხოვრება

2018 წელს კონჩიტამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის აივ-დადებითია მან ინსტაგრამის პოსტის საშუალებით საჯაროდ დაწერა აივ-სტატუსის შესახებ. ის იძულებული იყო საჯაროდ ეთქვა ამ ფაქტის შესახებ, რადგან მას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა, რომელიც კონჩიტას აივ სტატუს გასაჯაროვებით ემუქრებოდა.

რესურსები ინტერნეტში

კონჩიტა ვურსტი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

წინამორბედი:
ემილი დე ფორესტი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები
2014
შემდეგი:
-

Tags:

კონჩიტა ვურსტი ბიოგრაფიაკონჩიტა ვურსტი კარიერაკონჩიტა ვურსტი ევროვიზია 2014კონჩიტა ვურსტი პირადი ცხოვრებაკონჩიტა ვურსტი რესურსები ინტერნეტშიკონჩიტა ვურსტი სქოლიოკონჩიტა ვურსტი19886 ნოემბერიRise Like a Phoenixავსტრიაავსტრიელებიგერმანული ენადრაგ-კუინიევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2014კოპენჰაგენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აკაკი წერეთელიალკანილომივიკისაწყობისაქართველოს პარლამენტივერცხლიმერაბ კოსტავაზოდიაქონოდარ დუმბაძეერთა ლიგათევზები (ასტროლოგია)შველიქანი (გეოლოგია)ჰაერის დაბინძურებაშარკა ბლუფესახიეთიოპიადიდი სამამულო ომისაქართველო IV საუკუნეშიასომთავრულიორალური სექსიუფლისციხეთბილისის ბოტანიკური ბაღითორნიკე ერისთავიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეიოზიგორიბიპოლარული აშლილობაფერნანდო მაგელანილეიკოციტებითვალიკვადრატული მეტრიბერძნული მითოლოგიაპლურალიზმიჯიხვიქართული მითოლოგიასაჭმლის მომნელებელი სისტემათინათინ ჭულუხაძეოქტავიანე ავგუსტუსიფობიების სიაცხოველებიქაქუცა ჩოლოყაშვილიჰიმალაინიდერლანდებიორნელა მუტიშუშანიკის წამებატაო-კლარჯეთიმოსკოვიკახეთის აჯანყება (1812)ინსულტიეიფელის კოშკიგიორგი I (საქართველოს მეფე)ლიხტენშტაინიაღდგომარელიგია საქართველოშიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმარილებიღორის სოლიტერიაია-სოფიას ტაძარითევზებირაჭაჰიპერბოლა (ენა)გიორგი მამარდაშვილიევროპის პარლამენტიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კორდილიერებიავტომობილიდემეტრე II თავდადებულიკილიმანჯაროაბსცისადემოკრატიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიფოთიკომპიუტერილევან საგინაშვილიკავკასიონიამაზონის დაბლობიფელაცია🡆 More