კონფუციანელობა — ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს, როგორც: „მასწავლებელი კუნი“, დ.551-გ.478) მიერ ჩამოყალიბებული ეთიკურ ფილოსოფიული სისტემა.
ის არის მორალის, სოციალური წყობის, პოლიტიკის, ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის კომპლექსური სისტემა. მას რამდენიმე აღმოსავლურ ქვეყანაში აქვს მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რატომაც შეიძლება სახელმწიფო რელიგიადაც მივიჩნიოთ.
კონფუციანელობის გავრცელების ძირითადი ქვეყნებია: ჩინეთი, ტაივანი, კორეა, იაპონია, ვიეტნამი და ქვეყნები, სადაც დიდია ჩინური მოსახლეობა, მაგალითად სინგაპური. კონფუციანელობას დაახლოებით 1.5 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.
კონფუციანელობის მიხედვით ადამიანს შეუძლია განვითარება საკუთარი ძალების მობილიზებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარ თავზე მუშაობას, თვით-განვითარებასა და თვით-შექმნას. მისი მთავარი იდეაა სათნოებისა და მორალის სრულყოფილებაში მოყვანა. ის მოუწოდებს თუნდაც სიცოცხლეზე თქვან უარი თუ კი ამას მორალური ღირებულებები მოითხოვს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კონფუციანელობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.