კამბალასნაირნი (ლათ.
მათი სხეული გვერდებიდან გაბრტყელებულია, ამიტომ უმრავლესობა შედარებით განიერი და მოკლეა, სხეულის სიგრძე 5-470 სმ აღწევს. ზრდასრული კამბალასნაირნი ფსკერზე ცხოვრობდნენ და გვერდზე წვანან. ორივე თვალი ცალ მხარეზე აქვთ. სუბსტრატზე დაყრდნობილი მხარე ღია ფერისაა, მოპირდაპირე — პიგმენტირებული. რიგში 2 ქვერიგია: ფსეტოდისმაგვართა (Psettodoidei) ქვერიგიდან ცხნობილია 2 სახეობა აზიური ფსეტოდი (Psettodes erumei) გვხვდება ინდოეთის ოკეანეში, მეწამულ ზღვასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებზე. კამბალასმაგვართა (Pleuronestoidei) ქვერიგში 4 ოჯახია. რომბისებრთა (Bothidae) ოჯახიდან აღსანიშნავია კესლერის არნოგლოსი (Arnoglossus kessleri), გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში. კამბალასებრთა (Pleuronectidae) ოჯახიდან საყურადღებოა ჩვეულებრივი პალტუსი (Hippoglossus hippoglossus), გვხვდება წყნარი და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილებში. ზღვის ენისებრთა (Soleidae) ოჯახიდან შავ ზღვაში ბინადრობს ჩვეულებრივი ზღვის ენა (Solea solea). ცინოგლოსებრთა (Cynoglossidae) ოჯახიდან აღსანიშნავია ორხაზიანი ცინოგლოსი (Cynoglossus billincatus).
კამბალასნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pleuronectiformes | ||||||||||||
|
კამბალასნაირნი ტიპობრივი ზღვის ფსკერის ბინადრები არიან. ზოგი სახეობა, მაგ., მდინარის, ვარსკვლავა და პოლარული კამბალები, შედის მდინარის შესართავში. კამბალასნაირთა ლარვას საცურავი ბუშტი აქვს, ცხოვრობს წყლის სიზრწეში და პლანქტონით იკვებება. ზრდასთან ერთად მისი ქალა ასიმეტრიული ხდება, საცურავი ბუშტი ქრება, სხეული ბრტყელდება და ლიფსიტა საცხოვრებლად ფსკერზე ეშვება.
კამბალასნაირთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტი რაოდენობით მზადდებაპალტუსი. შავ ზღვაში, კერძოდ, საქართველოს სანაპირო ზონაში, რეწვის ობიექტია შავი ზღვის კამბალა ანუ ლაკანი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კამბალასნაირნი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.