იური იარვეტი

იური ევგენის ძე იარვეტი (ესტ.

18 ივნისი 1919, ტალინი — გ. 5 ივლისი 1995, იქვე) — ესტონელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ესტონეთის დამსახურებული არტისტი (1964), სსრკ სახალხო არტისტი (1975). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

იური იარვეტი
იური იარვეტი
იური იარვეტი გრაფი სეგედის როლში ფილმში „დათა თუთაშხია“
დაბადების სახელი იური იარვეტი
დაბადების თარიღი 18 ივნისი 1919
ტალინი, ესტონეთი
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 1995 (76 წლის)
ტალინი, ესტონეთი
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
აქტიური 1955–1994

ბიოგრაფია

1949 წელს დაამთავრა ტალინის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო ტალინის კინგისეპის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი (1965-1967 წლებში მოსკოვის ახალგაზდულ თეატრში მოღვაწეობდა). იარვეტის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: მასხარა, ვოიტინსკი (აანტონ ტამსაარეს „მეფეს სცივა“, „ადამიანი და ღმერთი“), კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „მკვდარი სეზონი“ (1968), „მეფე ლირი“ (1971), „სოლარისი“ (1972) და სხვა. ითამაშა ქართულ სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში „დათა თუთაშხია“ (1979), სადაც შეასრულა გრაფი სეგედის როლი. იური იარვეტის შვილი აგრეთვე მსახიობია, რომელიც გადაღებულია რამდენიმე ფილმში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

18 ივნისი191919641975198119955 ივლისიესტონელებიესტონური ენათეატრიკინოტალინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მოსკოვიგელათის მონასტერისატურნიუნგრეთიკრიშტიანუ რონალდუკილომეტრითეიმურაზ Iეიფელის კოშკიადოლფ ჰიტლერიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველონიკო ნიკოლაძებუნებრივი რესურსებიქართული დამწერლობაფუტკრებილებომბოს მთებიანა კალანდაძეჩემი ცოლის დაქალებიასტიგმატიზმიარგონავტებისალამურისაჭმლის მომნელებელი სისტემაზოდიაქოვენის კონგრესისერგო ორჯონიკიძემონანიება (ფილმი)იუნესკოფშავიჰიმალაიდედამიწის ისტორიაუდაბნოგრიგოლ ორბელიანიიგავ-არაკიგასტრიტიინდოეთითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)აზოტიგულიცილებისამებაგურამ დოჩანაშვილიამფიბიებიგოგირდიქართული ენაჩონგურიქალწული (ასტროლოგია)საქართველო VI საუკუნეშიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიგერმანიაექსპრესიონიზმიყივანახველათამარ მეფენარკოტიკიმონღოლთა ბატონობა საქართველოშილოგისტიკაიულიუს კეისარიღორის სოლიტერიგნეუს პომპეუს მაგნუსიჰექტარიებრაელებიაფხაზეთის ომი (1992-1993)პრომეთეაბრეშუმის ჭიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგიორგი მამარდაშვილისუვერენიტეტიEuropebetვნების კვირაალპებიაუტიზმილეიკოციტოზიაზორომისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაამაზონირითმაჰოლოკოსტიკვადრატი🡆 More