თეთრკუდა ფსოვი

თეთრკუდა ფსოვი, ან ჩვეულებრივი ფსოვი (ლათ.

მისი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ, ფრთების შლილი 200–245 სმ, მასა 3075–6920 გრამი. ზრდასრულს აქვს დიდი და ძლიერი ყვითელი ნისკარტი, მოკლე, სოლისებრი, თეთრი ფერის კუდი და ფართო ფრთები. თავი და კისერი მუქი ყავისფერია. ახალგაზრდას აქვს მუქი ნისკარტი და მოყავისფრო-მოშავო დაწინწკლული შეფერილობა, მკერდზე განივი ლაქები, კუდის ზედა მხარეს მარმარილოსებრი ნახატი, გრძივი ფრთის ქვედა მხარეზე იღლიის ბუმბულები ღია ფერისაა; მუქი არშიები არტყია საჭისა და მომქნევ ბუმბულებს. ხმა — ყრუ „კრა-კრა“.

თეთრკუდა ფსოვი
თეთრკუდა ფსოვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Haliaeetus albicilla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
თეთრკუდა ფსოვისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695137
გავრცელება
თეთრკუდა ფსოვი
  ბუდობის რაიონები
  გამოზამთრების რაიონები
  მთელი წლის განმვალობაში გავრცელების რაიონები

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ასევე ისლანდიასა და გრენლანდიაზე; ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ფსოვი XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურსა და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენში, თეთრიწყაროს მიდამოებში, მდინარეებისქვაბლიანის, აჭარისწყლის სათავეებში, მდინარე ხრამის ხეობაში. ამჟამად შეინიშნება შირაქ-ელდარის ველზე, ერწოსა და პალიასტომის ტბების სიახლოვეს და ჯავახეთში. აქ მისი ბუდობა არ ფიქსირდება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირებზე, ჭალებში, მეჩხერტყიან ჭაობებში. 1982 წლისთვის საქართველოში 20-მდე ფსოვი ივარაუდებოდა.

იკვებება უმთავრესად თევზით. საკვებად აგრეთვე იყენებს მსხვილი ძუძუმწოვრების ლეშს.

ცხოვრობს მარტო ან წყვილებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ორი წლის ასაკში. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე (6–25 მეტრი). ზოგჯერ რამდენიმე ბუდეც აქვს და მორიგეობით იყენებს მათ. დიდი ზომისაა, დიამეტრში 1,5 მეტრს აღწევს, სიმაღლეშე — 1–1,5 მეტრს. მარტ-აპრილში დებს 1–3 თეთრ კვერცხს მოწითურო ლაქებით. ინკუბაცია ერთი თვე გრძელდება. ტყვეობაში ვერ მრავლდება.

საბუდარი ტერიტორიების რიცხვმა მკვეთრად იკლო სწრაფი ანთროპოგენიზაციის გამო. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: წყალსატევების გაჭუჭყიანება შხამებით, სასოფლო-სამეურნეო მავნე მღრღნელების წინააღმდეგ შხამქიმიკატების გამოყენება, საბუდრების მოშლა. 1976 წლის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში ჰყავდათ ერთი ფსოვი. შეტანილია საქართველოს წითელ „ნუსხაში“.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბუმბულიგრამილათინური ენანისკარტიოჯახი (ბიოლოგია)სმფრინველებიქორისებრნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუღა თურქის შემოსევაკვადრატივენის კონგრესიდავით სარაჯიშვილიადოლფ ჰიტლერიქაშვეთის ეკლესიაატომიაბო თბილელის წამებასაქართველოს მდინარეების სიაასურეთილაშა ტალახაძებალეტიალკოჰოლიზმიწრეწირიალეგორიარუსეთის იმპერიასეკულარიზმიკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს მთებივარდების რევოლუციასასანიანთა იმპერიატოტალიტარიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის დღედეზოქსირიბონუკლეინის მჟავასაქართველოს სსრ წითელი წიგნიIOSანტანტაგოდერძი ჩოხელინარიყალადიდი ხუთშაბათიბაში-აჩუკი (ფილმი)დიმიტრი ყიფიანიგერგეტის სამების ეკლესიასისხლიაფხაზეთისაბერძნეთიმზევახტანგ I გორგასალილეიშმანიოზიფაშიზმიბარსელონაზურა ყიფშიძეტრეფიკინგინიანგებიეთიოპიაარასამთავრობო ორგანიზაციაალავერდიფსორიაზიწითელაუდაბნოერითროციტებიდიდგორის ბრძოლასოციალიზმიცხრა ძმა ხერხეულიძემონღოლებიბუნებრივი გადარჩევაყირგიზეთიგიორგი VIIIქართული სამზარეულოირლანდიასაჰარასოფლის მეურნეობასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკავკასიაეიფელის კოშკიმერაბ კოსტავანატურალური რიცხვიალექსანდრე მაკედონელიმერწყულიდედოფალასვეტიცხოველიგელათის მონასტერისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაბუნებრივი რესურსებივერძი (ასტროლოგია)ბესლანის ტერაქტიკრწანისის ბრძოლა🡆 More