მუსიკოსი დრეიკი

ობრი დრეიკ გრემი (ინგლ.

24 ოქტომბერი, 1986, ქ. ტორონტო, ონტარიო, კანადა), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით დრეიკი (ინგლ. Drake) — კანადელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. პირველად 2000-იანებში, ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“ მონაწილეობით გაითქვა სახელი. სურდა რა რეპერის კარიერით დაკავებულიყო, სერიალი 2007 წელს დატოვა და გამოსცა პირველი მიქსტეიპი - Room for Improvement. მოგვიანებით გამოუშვა ორი პროექტი, Comeback Season და So Far Gone, მოგვიანებით კი, 2009 წლის ივნისში, კონტრაქტი ლილ უეინის Young Money Entertainment-თან გააფორმა.

დრეიკი
მუსიკოსი დრეიკი
გამოსვლა OVO Fest-ზე, 2016
დაბადების სახელი ობრი დრეიკ გრემი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1986 (1986-10-24) (37 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
საქმიანობა
  • რეპერი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • მსახიობი
აქტიური 2001–დღემდე
ქონება 92 მილიონი აშშ დოლარი (2017)
ინსტრუმენტი ვოკალი
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
  • OVO Sound
  • Young Money
  • Cash Money
  • Republic
  • Aspire
  • Universal Motown
ასოციაციები
საიტი drakeofficial.com

დრეიკის სადებიუტო ალბომი Thank Me Later 2010 წელს გამოვიდა და უმალვე მოხვდა აშშ-ის Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, მოგვიანებით კი Recording Industry Association of America-ს მიერ პლატინის სტატუსით აღინიშნა. შემდეგი ორი ალბომი იყო Take Care და Nothing Was the Same. პირველმა ოთხმაგი, ხოლო მეორემ - სამმაგი პლატინის სტატუსი მიეღო. ამასთან, Take Care-მა მას გრემის ჯილდო მოუპოვა - წლის რეპ-ალბომისთვის. ამას მოჰყვა კიდვე ორი მიქსტეიპი - ტრეპით შთაგონებული If You're Reading This It's Too Late და Future-თან ერთად შექმნილი What a Time to Be Alive. ორივემ მას აშშ-ში პლატინის სტატუსი მოუპოვა.

დრეიკის მეოთხე ალბომი, Views 2016 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება იქონია. დენსჰოლით შთაგონებული დისკი Billboard 200-ში პირველ ადგილს 20 კვირის განმავლობაში იკავებდა და იქცა პირველ ალბომად ასეთი წარმატებით ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. სინგლი „One Dance“ ჩარტების პირველ ადგილს რამდენიმე ქვეყანაში იკავებდა (მათ შორის - აშშ-ში, ბრიტანეთში და კანადაში). ამის გარდა, დრეიკი Billboard Hot 100-ში და Billboard 200-ში ერთდროულად ლიდერობდა რვა კვირის განმავლობაში - ეს იყო ახლოს რეკორდთან, რომელიც მანამდე უიტნი ჰიუსტონის მიერ დამყარდა. ალბომმა აშშ-ში ოთხმაგი პლატინა მოიპოვა და გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა მილიონი ასლის ოდენობით. სინგლმა „Hotline Bling“ მას მოუპოვა გრემის მეორე და მესამე ჯილდო, როგორც საუკეთესო რეპ-შესრულების, ასევე რეპ-სიმღერის კატეგორიაში.

დრეიკი Billboard-ის ერთ-ერთი რეკორდსმენია. საუკეთესო ასეულის ისტორიაში წარმატება იქონია მისმა 154-მა სხვადასხვა სიმღერამ. ამასთან, ერთდროულად ჩარტში იმყოფებოდა მუსიკოსის 24 სიმღერა, ხოლო ზოგადად ასეულში ერთი კვირის განმავლობაში დებიუტების მხრივ მის კარიერაში 21 სინგლი აღირიცხება. იგი აგრეთვე გამოირჩევა სხვა შემსრულებლებს შორის Hot Rap Songs-ში, Hot R&B/Hip-Hop Airplay-ში და Rhythmic Charts-ში ერთდროულად სინგლების ყველაზე დიდი რაოდენობით. გრემის გარდა დრეიკი ფლობს სამ ჯუნოს და ამერიკული მუსიკის ექვს ჯილდოს.

დრეიკის სხვა საქმიანობებს შორის არის ლეიბლი OVO Sound, დაარსებული პროდიუსერ 40-სთან ერთად. მუსიკოსი თავად ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის სახით მუშაობს, ფსევდონიმით Champagne Papi. ფსევდონიმით „OVO“ იგი აგრეთვე უშვებს ტანსამცლის კოლექციებს და მიჰყავს გადაცემა Beats 1 Radio-ზე. დრეიკი ამჟამად აგრეთვე არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსოფლიო ელჩი, კერძოდ - ტორონტო რაპტორსის წარმომადგენელი.

დისკოგრაფია

    სტუდიური ალბომები
  • Thank Me Later (2010)
  • Take Care (2011)
  • Nothing Was the Same (2013)
  • Views (2016)
  • Scorpion (2018)
  • Certified Lover Boy (2021)
  • Honestly, Nevermind (2022)
  • For All the Dogs (2023)
    EP-ები
  • So Far Gone (2009)
    მიქსტეიპები
  • If You're Reading This It's Too Late (2015)
  • What a Time to Be Alive (Future-თან) (2015)
    პლეილისტები
  • More Life (2017)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

19862000-იანები200724 ოქტომბერიინგლისური ენაკანადაკანადელებილილ უეინიმომღერალიმსახიობიმუსიკალური პროდიუსერიონტარიორეპერისიმღერების ავტორიტორონტო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კურდღელისპილოსებრნიბუნებრივი გადარჩევალაშა ბექაურიხაჭაპურიმარსიმონანიება (ფილმი)ალეგორიაზაფხულიჯუზეპე ვერდისოფლის მეურნეობასაჭმლის მომნელებელი სისტემატერენტი გრანელიბიშკეკიბელგიაკილოგრამილუი XIVქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდიდგორის ბრძოლამუსიკაფობიების სიაბორჯომიგოგირდიპრიზმაგიორგი მამარდაშვილიქართული გვარიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიარაგვიმართკუთხედიმარი ანტუანეტიკატაპრელუდია (სექსი)საქართველოს ფრინველთა სიაპოლიმერებიამერიკის შეერთებული შტატებირომბიწითელი წიგნირუსეთ-საქართველოს ომი (2008)განმანათლებლობაალაზანიფოთიიმპრესიონიზმიჰეკლაესპანეთიოშკიაჭარარენესანსიქანი (გეოლოგია)გოდერძის უღელტეხილიმხედრიონიიაკობ გოგებაშვილიაქლემითბილისის ბოტანიკური ბაღიFacebookერეკლე II-ის ოჯახილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიკანონიერი ქურდიექსპრესიონიზმი25 აპრილიგიორგი III (საქართველოს მეფე)ჯორჯ გერშვინიალბერტ აინშტაინიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისასანიანთა იმპერიაკულტურაჯაყოს ხიზნებინიუტონის კანონებიზოდიაქოავსტრალია (კონტინენტი)კომპიუტერიმსოფლიოს შვიდი საოცრებაყინწვისის მონასტერიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაგამზრდელი (პოემა)კონსტანტინე გამსახურდიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაათი მცნებამერწყულიებრაელები🡆 More