დოროთი მელოუნი

დოროთი მელოუნი (ინგლ.

29 მაისი, 1924 — გ. 19 იანვარი, 2018) — ამერიკელი მსახიობი ქალი. მისი კინოკარიერა 1943 წელს დაიწყო, ადრეულ წლებში მან ითამაშა მცირე როლები სხვადასხვა ფილმებში, 1946 წელს ითამაშა ფილმში, „ღრმა ძილი“ (1946). 1956 წელს მონაწილეობა მიიღო „ქარზე დაწერილი“-ში (1956), რომლისთვისაც მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვანი როლისთვის. ამ როლის შემდეგ მისი სამსხიობო იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.

დოროთი მელოუნი
დოროთი მელოუნი
მელოუნი 1963 წელს
დაბადების სახელი მერი დოროთი მელოუნი
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1924
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი, 2018 (93 წლის)
დალასი, ტეხასი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1943-1992
შვილ(ებ)ი 2

მისმა კარიერამ პიკს 1960-იანი წლების დასაწყისში მიაღწია, ხოლო მოგვიანებით დიდი წარმატება მიაღწია კონსტანს მაკკენზის სატელევიზიო როლით, სერიალში ''Peyton Place'' (1964–1968). ამის შემეგ, ნაკლებად აქტიური იყო, დოროთი მელოუნი ბოლოს ეკრანზე 1992 წელს, ფილმში, ''Basic Instinct''-ში გამოჩნდა.

მელოუნი გარდაიცვალა 2018 წლის 19 იანვარს. იგი იყო ჰოლივუდის ოქროს ხანიდან ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი ვარსკვლავი .

ადრეული ცხოვრება

ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი დოროთი მელოუნი დაიბადა 1924 წლის 29 იანვარს ჩიკაგოში, ილინოისში, აშშ-ში. იყო ესთერ ემა სმიტის (1902-1983) და იგნატიუს მელოუნის (1895-1985) შვილი. მისი ორი და გარდაიცვალა პოლიომიელიტის გართულების შედეგად..

როდესაც ის ექვსი თვის იყო, მისი ოჯახი დალასში გადავიდა საცხოვრებლად. იქ იგი მაღაზია, „ნეიმან მარკუსის“-თვის მოდელობდა. დადიოდა „დალასის ურსულინის აკადემიაში“, ჰაილენდის პარკის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი, სწავლა „სამხრეთ მეთოდისტის უნივერსიტეტში“ გააგრძელა. მას თავიდან ექთნობა სურდა.

კარიერა

18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა კომპანია RKO-თან, მისი ნამდვილი სახელით, როგორც დოროთი მელოუნი. პირველად მაყურებელმა დიდ ეკრანზე იგი 1943 წელს ფილმში, Gildersleeve on Broadway-ში (1943) იხილა.

1943 წელს ასევე გადაიღეს ფილმში Falcon and Co-eds (1943). მოგვიანებით მან გაიხსენა: ”მე ქორწილში პატარძალი ვიყავი. სხვა ფილმში ვიყავი გოგოების ორკესტრის ხელმძღვანელი. ერთადერთი, რაც RKO-ს სურდა, ეს იყო ჩემი ტეხასური აქცენტის შეცვლა.” მელოუნი გამოჩნდა RKO-ს წარმოებულ მრავალ ფილმში, მათ შორისაა: „უმაღლესი და უმაღლესი“ (1943) რომელშიც ითამაშა მსახიობ ფრენკ სინატრასთან ერთად, კომედია ''შვიდი დღე ნაპირზე'' (1944), მიუზიკლი შოუბიზნესი (1944), ასევე მიუზიკლი Step Lively (1944) კვლავ სინატრასთან ერთად და Youth Runs Wild (1944), რომლის პროდიუსერიც ვალ ლიუტონი იყო.

RKO-მ კონტრაქტის განახლებაზე მელოუნს უარი უთხრა. მოგვიანებით, პატარა როლი მიიღო Columbia Pictures-ის წარმოებულ ფილმში, „ერთი იდუმალი ღამე“ (1944)

ამის შემდეგ მან ხელშეკრულება გააფორმა კომპანია Warner Bros-თან. „მათ ჩემი სურათი გაზეთში მოათავსეს და სიმაღლეზე ამიყვანეს.“ - ამბობს მელოუნი.

დოროთი მელოუნი 
დოროთი მელოუნი

მელონის როლები ჰქონდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: რომანტიკული კომედია „ჰოლივუდის სასადილო“ (1944), დრამა „ძალიან ახალგაზრდა რომ იცოდე“ (1945) და „სასაზღვრო დღეები“ (1945). მან დიდი ყურადღება მაშინ მოიპოვა, როდესაც წიგნების მაღაზიის კლერკის როლი მოირგო ფილმში, „ღრმა ძილი“. ამ ფილმში მასთან ერთად თამაშობდა ამერიკელი მსახიობი ჰამფრი ბოგარტი. ამის შემდეგ დენი მორგანთან ერთად გადაიღეს ფილმში „ჯეინი ქორწინდება“ (1945). ამ პერიოდში გადაიღეს 1946 წლის ამერიკულ ფილმში, „ღამე და დღე“, ამავე წელს დენიზ მორგანთან ერთად ითამაშა ფილმში, გამარჯვებულს.

დოროთიმ პირველი მთავარი როლი ითამაშა ფილმში, „ტეხასელი ორი ბიჭი“ (1948). ამ ფილმში ასევე მონაწილეობდნენ დენის მორგანი და ჯეკ კარსონი.

მელოუნი მორგანთან და ჯანის პეიჯთან ერთად გადაიღეს ფილმში, „ერთ კვირას ნაშუადღევს“ (1948). ''ერთ კვირას ნაშუადღევს'' იყო 1941 წლის ფილმის, „მარწყვის ქერა“-ს რიმეიქი. Flaxy Martin-ში (1949) დოროთიმ ვირჯინია მაიოსა და ზაქარი სკოტთან ერთად მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი კარგი გოგონას როლი ითამაშა ფილმში, სენტ-ლუისის სამხრეთით (1949), სადაც მასთან ერთად გადაიღეს ჯოულ მაკკრეა. მაკკრეა და ის კვლავ თანამშრომლობდნენ, ისინი ამ პერიოდში გადაიღეს ფილმებში: „კოლორადოს ტერიტორია“ (1949), და High Sierra (1941).

პირადი ცხოვრება

დოროთი მელოუნი დემოკრატი იყო.

იყო კათოლიკე. 1959 წლის 28 ივნისს მელოუნი დაქორწინდა ფრანგ მსახიობზე და ბიზნესმენზე, ჯაქუეს ბერგერასზე. წყვილს ეყოლა ორი ქალიშვილი, მიმი (დ. 1960) და დაიანა (დ. 1962). ისინი 1964 წლის 8 დეკემბერს განქორწინდნენ.

ლას-ვეგასში, ნევადაში, 1969 წლის 3 აპრილს დოროთი დაქორწინდა ნიუ-იორკის ბიზნესმენზე, რობერტ ტომარკინზე. მისი მესამე ქორწინება დაკავშირებულია ჩარლზ ჰიუსტონთან, რომელზეც 1971 წლის 2 ოქტომბერს იქორწინა. ისინი 3 წლის შემდეგ განქორწინდნენ.

გარდაიცვალა დალასში, 2018 წლის 10 იანვარს, მის 94 წლის დაბადების დღემდე 10 დღით ადრე.

რესურსები ინტერნეტში

დოროთი მელოუნი 
არის გვერდი თემაზე:
  • დოროთი მელოუნი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
  • დოროთი მელოუნი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
  • Campbell, Alexander (September 7, 1959). „The Farcical Finish of a Famous Old Ship“. Life. pp. 86–99. (on shooting The Last Voyage)
  • Dorothy Malone photo gallery
  • Dorothy Malone at AllMovie.com
  • Dorothy Malone დაარქივებული 2021-06-23 საიტზე Wayback Machine. (Aveleyman)

სქოლიო

Tags:

დოროთი მელოუნი ადრეული ცხოვრებადოროთი მელოუნი კარიერადოროთი მელოუნი პირადი ცხოვრებადოროთი მელოუნი რესურსები ინტერნეტშიდოროთი მელოუნი სქოლიოდოროთი მელოუნი19 იანვარი1924194319461956201829 მაისიამერიკელიინგლისური ენაოსკარიოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლშიღრმა ძილი (1946 წლის ფილმი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზოროასტრიზმიბრუნებალაშა დვალიბახტრიონი (პოემა)The Beatlesხორვატიაადოლფ ჰიტლერი69 (სექსუალური პოზა)თურქეთის ისტორიათრომბოციტებიქართული ჭიდაობაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს სამხედრო წოდებებიდემეტრე II თავდადებულითავისუფლების მოედანი (თბილისი)პი (რიცხვი)გერმანიასერხიო რამოსიუილიამ შექსპირინიუეანტონიმიცოტნე დადიანიდისკრიმინაციალარიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიჟან შარდენიბერძენ-სპარსელთა ომებიკუჭიჰონგ-კონგივარძიაექვთიმე თაყაიშვილიმდგრადი განვითარებასომხეთიალბანეთიმერაბ დვალიშვილიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემახევისბერი გოჩაავღანეთისინონიმებინიკა არაბიძეირაკლი ღარიბაშვილიკულტურათევდორე კველთელირობერტ ლუის სტივენსონიორალური სექსიბიპოლარული აშლილობაქუთაისიიოჰან სებასტიან ბახიანჯელა კარტერინიდერლანდებითხის რქა (ასტროლოგია)დავით IIIკანონიერი ქურდიპრეისტორიალეხი (საფეხბურთო კლუბი)ვეფხვისლავებიფოტოსინთეზიეპითეტისაჰარადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაუფლისციხემარო მაყაშვილიმუსიკაჰიპერბოლა (ენა)ტერენტი გრანელიმინერალებიდავით სარაჯიშვილიმონაკობიბლიაეგზისტენციალიზმითემურლენგიმარკ ტვენიმერწყულიკონსტანტინოპოლის დაცემაემპათიაბგერა🡆 More