დენის გაბორი

დენის გაბორი (უნგრ.

5 ივნისი, 1900, ბუდაპეშტი9 თებერვალი, 1979, ლონდონი) — უნგრელი და ბრიტანელი ფიზიკოსი, ასევე ელექტრული-ინჟინერი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, ბუდაპეშტის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

დენის გაბორი
უნგრ. Gábor Dénes
დენის გაბორი
დაბ. თარიღი 5 ივნისი, 1900(1900-06-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [5]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1979(1979-02-08)[9] [5] (78 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[5]
დასაფლავებულია Putney Vale Cemetery[10]
მოქალაქეობა დენის გაბორი უნგრეთი
დენის გაბორი დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
დენის გაბორი გაერთიანებული სამეფო[11]
საქმიანობა ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და holographer[12]
მუშაობის ადგილი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი და ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის ტენლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Eric Ash
მეუღლე Marjorie Louise Butler
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიკაში[13] , ალბერტ მაიკელსონის მედალი, IEEE-ის ღირსების მედალი[15] , Holweck Prize[16] , რუმფორდის მედალი[17] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[18] და იუნგის მედალი და პრემია[19]

ბიოგრაფია

დენის გაბორი დაიბადა 1900 წლის 5 ივნისს ბუდაპეშტში, ბურჟუაზიული არისტოკრატების ოჯახში. მისი მამა იყო მადნის მომპოვებელი დიდი საწარმოს დირექტორი. გაბორი ფიზიკით 15 წლის ასაკში დაინტერესდა და ძალიან სწრავაფ დაიწყო ფიზიკისა და მეთემატიკის ანალიზის შესწავლა. 17 წლის ასაკში მასზე დიდი გავლენა იქონია ფერადმა ფოტოქრაფიამ და აბეს მიკროსკოპის თეორიამ. აღნიშნულ საკითხს გაბორი 30 წლის შემდეგ მიუბრუნდა. 1918 წელს მან უარი თქვა ფიზიკოსობაზე და ინჟინერია აირჩია. ეს გარემოება აიხსნება იმდროინდელი ფიზიკოსების მდგომარეობით (უმეტესი ფიზიკოსი უმუშევრად დაიარებოდა). ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ბუდაპეშტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ სწავლა ბერლინში, უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში განაგრძო. ამავედროილად იგი ლექციებს ბერლინის უნივერსიტეტში ისმენდა. 1921-1922 წლებში ამ უნივერსიტეტში ალფრედ აინშტაინმა შექმნა მეცნიერული სემინარი სტატისტიკურ მექანიკაში. სწორედ აქ მოისმინა გაბორმა გამოსხივების კვანტური თეორია მაქს პლანკისაგან. 1927-1933 წლებში გაბორი ინჟინერ-მკვლევარად ბერლინში მუშაობდა. 1933-1948 წლებში ცხოვრობდა ინგლისში.

მოღვაწეობა

გაბორის ბერლინში მუშაობის პერიოდში მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ნაშრომი „ჰერმეტიზაცია მოლიბდენის ლენტის საშუალებით“. ამ ნაშრომით მან სათავე დაუდო პირად გამოკვლევებს პლაზმის საკითხებზე, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.

1950-1954 წლებში გაბორმა თავის სტუდენტებთან ერთად შეძლო ჯერ კიდევ ლენგმიურის მიერ აღმოჩენილი პარადოქსის დადგენა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ელექტრონულ აირებში მაქსველის განაწილება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლის გათვალისწინებით იყო მოსალოდნელი. დადგინდა, რომ ელექტრონებს შორის ენერგიების გაცვლა წარმოებს სწრაფად მოძრავ თხელ ფენებში.

ინგლისში ცხოვრების პერიოდში გაბორი დაუბრინდა ოპტიკური ელექტრონიკის საკითხებს, რომელსაც ბერლინის უნივერსიტეტში გაეცნო. მისმა სამუშაოებმა 1935 წელს გამოიწვიეს მაფოკუსირებელი კოჭის შექმნა, რომელსაც დღეს „მაგნიტური ლინზა“ ეწოდება.

1949 წელს გაბორი გადავიდა ლონოდის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის განყოფილებაში პროფესორის თანამდებობაზე, სადაც 1967 წლამდე მუშაობდა.

1958 წლიდან გაბორი გადადის სოციალური პრობლემების შესწავლაზე, და ამ დარგში გამოაქვეყნა რიგი მონოგრაფიები. მისი ნაშრომები სოვიალურ საკითხებზე მრავალ ენაზე ითარგმა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი საზოგადოების წინაშე, თანამედროვე საზოგადოება მოვალეა შეიტანოს თავისი წვლილი კაცობრიობის გადარჩენისათვის ყველა იმ საშიშროებისაგან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება. მისივე აზრით უნდა შიექმნას ისეთი მსოფლიო, რომელშიც ადამიანის ცხოვრებას აზრი ექნება.

დენის გაბორი გარდაიცვალა 1979 წლის 9 თებერვალს ლონდონში.

ლიტერატურა

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 248-250, თბ., 1980.
  • Scienziti e tecnologii.
  • Contemporanei. V. 1, Milano, 1974.

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #122903137 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • SNAC — 2010.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • Munzinger Personen
  • nobelprize.orgNobel Foundation.
  • Find a Grave — 1996.
  • https://www.nndb.com/people/340/000099043/
  • https://www.holographyforum.org/wiki/Biographies_of_Holographers
  • The Nobel Prize in Physics 1971The Nobel Foundation.
  • _—_[[:d:Q70067447|The_Nobel_Foundation]].
  • -14"> PRIZE AMOUNT AND MARKET VALUE OF INVESTED CAPITALCONVERTED INTO 2019 YEAR'S MONETARY VALUEThe Nobel Foundation.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q70067447">
  • https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
  • https://www.iop.org/about/awards/international-bilateral-awards/fernand-holweck-medal-and-prize-recipients
  • https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  • https://www.invent.org/inductees/dennis-gabor
  • https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/thomas-young-medal-and-prize-recipients
  • Ash, Eric A. (1979). "Dennis Gabor, 1900–1979". Nature. 280 (5721): 431–433. Bibcode :1979Natur.280..431A doi :10.1038/280431a0 PMID 379651
  • Gabor, Dennis (1944). The electron microscope : Its development, present performance and future possibilities. London.
  • Gabor, Dennis (1963). Inventing the Future. London : Secker & Warburg.
  • Gabor, Dennis (1970). Innovations: Scientific, Technological, and Social. London : Oxford University Press.
  • Gabor, Dennis (1972). The Mature Society. A View of the Future. London : Secker & Warburg.
  • Gabor, Dennis; and Colombo, Umberto (1978). Beyond the Age of Waste: A Report to the Club of Rome. Oxford : Pergamon Press.
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article დენის გაბორი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    დენის გაბორი ბიოგრაფიადენის გაბორი მოღვაწეობადენის გაბორი ლიტერატურადენის გაბორი სქოლიოდენის გაბორი190019795 ივნისი9 თებერვალიბრიტანელიბუდაპეშტილონდონინობელის პრემიაუნგრელიუნგრული ენაფიზიკოსი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ქრისტეფორე კოლუმბიჯაყოს ხიზნებისანტიმეტრი26 მარტილევან შენგელიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიფეხბურთის წესებიკახეთის აჯანყება (1659)სიმკვრივევულკანიძველი საბერძნეთილაშა შავდათუაშვილილუარსაბ IIფაშიზმიმერაბ სეფაშვილიგიორგი წიტაიშვილინიკო ნიკოლაძექართული ღვინოორალური სექსიმასკულიზმიმზის სისტემატუბერკულოზიყვავილოვანი მცენარეებიწმინდა ნინოსაბა საზონოვითემურ ქეცბაიაეკონომიკასპილოსებრნიაია-სოფიას ტაძარიფსორიაზიირაკლი აზაროვიკასპიის ზღვასამცხე-ჯავახეთის მხარეხემარწყვა69 (სექსუალური პოზა)მოსკოვიკავკასიაფეხბურთი საქართველოშიინგლისიდემოკრატიაჯიხვირელიგიასაქართველოს კონსტიტუციაირაკლი კობახიძენიკოლა ტესლასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეეოზონოფილებიალკოჰოლიზმილიბერალიზმიკავკასიონიგერმანიის ქალაქების სიაძირითადი საშუალების ცვეთაკარტოფილიაიდა (ოპერა)კაპიტალიზმილომი (ასტროლოგია)ერთა ლიგალამპრობაფარავანიიბერიაბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)კომუნიზმისასანიანთა იმპერიაზურიკო დავითაშვილიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასამასი არაგველისოლომონ Iანემიაპარიზიალაზანისიგნალ იდუნა პარკივიტალი დარასელიაგამზრდელი (პოემა)ნოე ჟორდანიაგარემოს დაბინძურება🡆 More