გუსტავ მაირინკი (დ.
19 იანვარი, 1868 ― გ. 4 დეკემბერი, 1932; ნამდვილი სახელი და გვარია გუსტავ მაიერი) ― ავსტრიელი ავტორი, რომანისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, ბანკირი. ცნობილია რომანით „გოლემი“. მაირინკს „ზებუნებრივ ჟანრში ყველაზე პატივცემულ გერმანულენოვან მწერლადაც“ მოიხსენიებენ.
გუსტავ მაირინკი | |
---|---|
გერმ. Gustav Meyrink | |
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | ვენა, ცისლეიტანია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 4 დეკემბერი, 1932[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | შტარნბერგი, ბავარია, გერმანიის იმპერია[1] [9] |
დასაფლავებულია | შტარნბერგი |
საქმიანობა | მწერალი[12] , მთარგმნელი[12] , რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და დრამატურგი[12] |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | ავსტრია |
Magnum opus | გოლემი |
გუსტავ მაიერი 1868 წლის 19 იანვარს ვენაში, ავსტრია-უნგრეთში (დღევანდელი ავსტრია) დაიბადა. მის თანამედროვეთა განცხადების მიუხედავად მაირინკი არ ყოფილა ებრაული წარმოშობის. ჭორები იმის გამო გაჩნდა, რომ შეცდომით დედამისს მსგავსი სახელის მქონე ებრაელ ქალს უკავშირებდნენ
13 წლამდე მაირინკი მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც დაწყებითი სკოლა დაამთავრა. მცირე ხნით ჰამბურგში ცხოვრობდა. 1883 წელს დედასთან ერთად პრაღაში გადავიდა საცხოვრებლად.
პრაღაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1902 წელს მაირინკს თაღლითობაში დასდეს ბრალი. შემდეგ ციხეში ჩასვეს. ეს პერიოდი ნაშრომში „გოლემი“ აღწერა. უფულობის გამო მთარგმნელადაც მუშაობდა. გერმანულად ჩარლზ დიკენსის 15 ტომი, ასევე რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებებიც. სიკვდილამდე „მკვდართა წიგნიც“ თარგმნა.
1927 წელს მაირინკი მაჰაიანისტურ ბუდიზმზე მოექცა. მისი შვილი, ფორტუნატი, 1931 წელს თხილამურებზე სრიალის დროს დაშავდა და დაინვალიდდა. 24 წლის ასაკში მან თავი მოიკლა. 6 თვის შემდეგ, 1932 წელს მაირინკიც გარდაიცვალა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გუსტავ მაირინკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.