გოდერძის ნამარხი ტყე

გოდერძის ნამარხი ტყე, გოდერძის ფლორა — მესამეული პერიოდის განამარხებული ფლორა საქართველოში, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

მდებარეობს გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების ქვაბლიანისა და აჭარისწყლის ზემო შემდინარეთა აუზებში, ზღვის დონიდან 1600–2100 მ სიმაღლეზე. საერთო ფართობი 365 ჰა.

გოდერძის ნამარხი ტყე
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
გოდერძის ნამარხი ტყე
გოდერძის ნამარხი ტყე
მდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ზარზმა
კოორდინატები 41°38′39″ ჩ. გ. 42°30′22″ ა. გ. / 41.64417° ჩ. გ. 42.50611° ა. გ. / 41.64417; 42.50611
ფართობი 3,65 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

მესამეულ პერიოდში მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ფერფლში ჩამარხა ტროპიკული ტყე. წარსულში აქ ტროპიკული ტყე ყოფილა გავრცელებული, წარმოდგენილი როგორც მარადმწვანე (პალმები, ქაფურის ხე, დაფნისებრი, მაგნოლიები, არაუკარია) ისე ფოთოლმცვენი (ლეღვი, ნეკერჩხალი, მუხა, ხეჭრელი, რცხილა, არყის ხე, ტირიფისებრნი, წიფლისებრნი) სახეობებით, ასევე ბუჩქნარებით, ლიანებით და გვიმრისნაირებით. რამდენიმე მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე, ვულკანურმა ღვარმა და ფერფლმა გადაფარა აქ არსებული მძლავრი და სახეობრივად მრავალფეროვანი გაუვალი ტროპიკული ტყე.

მესამეული ფლორის ნაშთები წარმოდგენილია ხის გაქვავებული ღეროებით, ტოტებით, ფოთლების ანაბეჭდებით. ზოგიერთ ხეს შენარჩუნებული აქვს ვერტიკალური მდებარეობა, წრიული ზრდის რგოლები. ამჟამად აქ დადგენილია 90-მდე სახეობის მცენარე. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კარგად შესწავლილი ნამარხი ფლორა; სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან. საქართველოს დაცული ტერიტორიების სიაში აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ადიგენის მუნიციპალიტეტიაჭარისწყალიგოდერძის უღელტეხილიზღვის დონემესამეული პერიოდიფლორაქვაბლიანი (მდინარე)ხულოს მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მთავრობალარიზარზმის მონასტერიკირჩხიბი (ასტროლოგია)გიორგობაჰემანგიომადინოზავრებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიალიტურგიააფხაზეთირენესანსიქართული ვაზის ჯიშებიანონიმუსიმეგრული ენასამაჩაბლოტაო-კლარჯეთიმენსტრუაციამილი (ერთეული)ვეტოფეხბურთის წესებიზენონი (იარაჯული)ფსიქოლოგიაცოტნე დადიანისაუდის არაბეთიერითროციტებირესპუბლიკატიბეტიკვადრატული მეტრიდეჟავიუალუდა ქეთელაურიკარლეს პუჩდემონიმონაკობოლშევიკებიირაკლი ღარიბაშვილითბილისის ზღვათაობა Zხარებაჰიპოფიზინანუკა ჟორჟოლიანისომხური სამოციქულო ეკლესიაბერძნული მითოლოგიასაქართველოს სამხედრო წოდებებილეგიტიმაციაბიბლიაბაში-აჩუკი (ფილმი)სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეთრომბოციტებიფობიების სიაEuropebetხრესილის ბრძოლავენის კონგრესიამასიის ზავიმსოფლიოს მოსახლეობათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიფემინიზმივახტანგ Vვახტანგ VIპოლონეთიმონღოლებიფილოსოფიასუვერენიტეტილეჩხუმიამირანი (მითოლოგია)მსოფლიოს ვალუტებიგაერთიანებული სამეფოაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბიზანტიის იმპერიამეფე ლომიკახა ოქრიაშვილილელო საქართველოსთვისწითელი წიგნიპირველი მსოფლიო ომიფეხბურთიპაოლო იაშვილისოზარ სუბარიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი🡆 More