გიორგი III (გ.
1639) — იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის ძე.
გიორგი III | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1604 |
მმართ. დასასრული: | 1639 |
წინამორბედი: | როსტომი |
მემკვიდრე: | ალექსანდრე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1639 |
მეუღლე: | თამარი |
შვილები: | ალექსანდრე III როსტომი ბერი მამუკა ხვარამზე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | კონსტანტინე ბატონიშვილი |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
წინამორბედი: როსტომი | იმერეთის მეფე 1604 - 1639 | შემდეგი: ალექსანდრე III |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი III (იმერეთის მეფე), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.