გველგესლები (ლათ.
აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა). ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს. გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკეპბით, ზოგნი — მწერებით. უმრავლესობა კვერცხცოცხლადმშობია. საკუთრივ გველგესლას (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ოთხი სახეობა ველის გველგესლა (Vipera ursini), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes) და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია. აფრიკული გველგესლას (Bitis) გვარი აერთიანებს 8-10 სახეობას. ეფას გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ტრამალებში. მიწის გველგესლას (Atractaspis) გვარის სახეობები უმეტესად აფრიკაში ბინადრობენ. გველგესლასებრთა, მაგ. Bitis-ის (გველგესლათა აფრიკული გვარი) შხამი საზიანოა ადამიანისათვის — შლის სისხლის წითელ უჯრედებს, აზიანებს ნერვულ სისტემას. მრავალი სახეობის ნაკბენი სახიფათოა ცხოველისთვისაც. გველგესლასებრთაგან მიღებულ გველის შხამს მედიცინაში იყენებენ.
გველგესლები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ასპისებური გველგესლა (Vipera aspis) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Viperinae | |||||||||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article გველგესლები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.