გიურზა

გიურზა (ლათ.

Macrovipera lebetinus) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

გიურზა
გიურზა
Macrovipera lebetina obtusa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  გველგესლასებრნი
ქვეოჯახი:  გველგესლები
გვარი:  Macrovipera
სახეობა:  გიურზა
ლათინური სახელი
Macrovipera lebetinus
დაცვის სტატუსი
გიურზასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157295

გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები.

სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები — 1,6 მეტრს აღწევენ.

გიურზას გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა. გვხვდება: აფრიკის ზემო ნაწილში, ტუნისში, ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, თურქეთში, ერაყში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით. ნომინალური ქვესახეობა გიურზისა სახლობს ხმელთაშუა ზღვის ბევრ კუნძულზეც. შედარებით პატარა ქვესახეობა — Macrovipera lebetina obtusa გვხვდება აგრეთვე ამიერკავკასიაში, აღმოსავლეთ კავკასიაში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთის დასავლეთ ნაწილსა და ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთით. ლაკონიური და ჟღერადი სახელი „გიურზა“ ამ გველმა მიიღო კავკასიაში, ამავე სახელით იცნობენ შუა აზიაშიც. სხვა ქვეყნებში კი ცნობილია აღმოსავლური გველგესლას სახელწოდებით.

ქვესახეობები

ქვესახეობა ტაქსონის ავტორი სახელწოდება გავრცელების არეალი
Macrovipera lebetina cernovi (Chikin & Szczerbak, 1992) ჩრდილო-აღმოსავლეთი ირანი, სამხრეთ თურქმენეთი, ჩრდილოავღანეთი და პაკისტანი (ქაშმირი).
M. l. lebetina (ლინეი, 1758) კვიპროსი
Macrovipera lebetina obtusa (Dwigubsky, 1832) თურქეთი, სირია, ლებანონი, ერაყი, სამხრეთ იორდანია, კავკასია (სომხეთის ჩათვლით), აზერბაიჯანი, დაღესტანი, ირანი, სამხრეთ ავღანეთი, პაკისტანი, ჩრდილო ინდოეთი (ქაშმირი)
Macrovipera lebetina transmediterranea (ნილსონი & ანდრენი, 1988) ალჟირი, ტუნისი
Macrovipera lebetina turanica (Cernov, 1940) აღმოსავლეთ თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთ-დასავლეთი ყაზახეთი, ჩრდილო ავღანეთი და დასავლეთ პაკისტანი

ცხოვრების წესი

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის შემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი თავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე.

საკვები

ახალგაზრდა გიურზები ნადირობენ პატარა ხვლიკებზე, ზრდასრულები — ვირთხებზე, კურდღლებზე, პატარა ხერხემლიანებზე, ხვლიკებზე, კუებზე და მათ კვერცხებზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგჯერ ჩიტებზეც. ამ დროს ისინი ადიან ხეებზე და იმალებიან ფოთლებს შორის. ზოგჯერ ჩიტებს წყალსატევებთან ელოდებიან და წყლის დალევის დროს ადვილად იჭერენ მათ. მათ საკვებს, ძირითადად, ბეღურას ზომის ჩიტები წარმოადგენენ.

გამრავლება

შეწყვილება ხდება აპრილ-მაისში, შემოდგომაზე კი იბადებიან წიწილები. ჩრდილო აზიაში გავრცელებული გიურზა კვერცხისმდებია. გამოჩეკვა ხდება 40 დღეში. იბადება 15-20 წიწილა. ახალდაბადებულები სიგრძეში — 24 სმ. აღწევენ და იწონიან — 24 გრამს.

შხამი

საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეჰყავს 50 მგ. შხამი.

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა). შხამს იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. გიურზას შხამი მეტად წააგავს დაბოიას ანუ ჯაჭვისებური გველგესლას შხამს. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი „ანტიგიურზა“. გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ამ გველის შხამისგანაა დამზადებული პრეპარატი „ლებეტოქსი“, რაც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გიურზა ქვესახეობებიგიურზა ცხოვრების წესიგიურზა შხამიგიურზა ლიტერატურაგიურზა სქოლიოგიურზაადამიანიამიერკავკასიაგველგესლასებრნიდაღესტანიზღვის დონელათინური ენამღრღნელებისაქართველოფრინველებიჩრდილოეთი აფრიკაცხოველებიხვლიკები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოიდიპოს მეფემონღოლეთისკოლასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიბალკანეთის ნახევარკუნძულილუდვიგ ვან ბეთჰოვენიმერაბ დვალიშვილინინო მუმლაძესაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატიძველი საბერძნეთიჯუზეპე ვერდისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათბილისური ეზორომის რესპუბლიკაერეკლე II-ის ოჯახიანტონიმიკარტოფილიმიუზიკლიზვიად გამსახურდიაწრეწირიიპოლიტე ხვიჩიალარიმიხეილ ხერგიანივეფხვითანდებულიინტერნეტიტიციან ტაბიძელევან კობიაშვილირაფაელიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიგასტრიტიოსმალეთის იმპერიააღმოსავლეთი საქართველომიქელანჯელო ბუონაროტიბორჯომიათენიინგლისის რევოლუციაელისაბედ Iინგლისისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფშავიაქლემიშენგენის ზონაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაქუნთრუშათამარ მეფეფრანც შუბერტიბრუნებახევისბერი გოჩაკათოლიციზმიეგვიპტელუი XIVგიორგი ქვილითაიაალექსანდრე I დიდიალმასიმუსონებიევროკავშირირენესანსიდიაპაზონიათეროსკლეროზინიკოლოზ ბარათაშვილიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისისხლიბანგლადეშიდათა თუთაშხიაალკოჰოლური სასმელინავთობიწინადადებასტამბოლიასურელი მამებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიემპათიამდგრადი განვითარების მიზნებიოთარ გაბელიაზმნიზედადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა🡆 More