გველგესლასებრნი

გველგესლასებრნი (ლათ.

აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა). ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს. გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკეპბით, ზოგნი — მწერებით. უმრავლესობა კვერცხცოცხლადმშობია. საკუთრივ გველგესლას (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ხუთი სახეობა: ველის გველგესლა (Vipera ursini), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes), ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera transcaucasiana) და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია. აფრიკული გველგესლას (Bitis) გვარი აერთიანებს 8-10 სახეობას. ეფას გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ტრამალებში. მიწის გველგესლას (Atractaspis) გვარის სახეობები უმეტესად აფრიკაში ბინადრობენ. გველგესლასებრთა, მაგ. Bitis-ის შხამი საზიანოა ადამიანისათვის — შლის სისხლის წითელ უჯრედებს, აზიანებს ნერვულ სისტემას. მრავალი სახეობის ნაკბენი სახიფათოა ცხოველისთვისაც. გველგესლასებრთაგან მიღებულ გველის შხამს მედიცინაში იყენებენ.

გველგესლასებრნი
გველგესლასებრნი
მექსიკური ჩხრიალა გველი (Crotalus basiliscus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  გველგესლასებრნი
ლათინური სახელი
Viperidae

სქოლიო

Tags:

გველის შხამიგიურზაველის გველგესლაკავკასიური გველგესლაკვერცხცოცხლადშობალათინური ენაცხვირრქოსანი გველგესლა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა ნინოიუსტინიანე Iმარი ანტუანეტიჰიმალაილიმფოციტებიმადაგასკარიხელოვნებამსოფლიოს შვიდი საოცრებაკურდღელიემპათიადავითიანი (ნაწარმოები)საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიქართლილადო გუდიაშვილიმარტივი რიცხვიქართლის ცხოვრებასასანიანთა იმპერიასხალთის ტაძარისაქართველოს სამეფობარსელონა (საფეხბურთო კლუბი)1832 წლის შეთქმულებამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაპენდიციტიიბერიაევროპის საბჭოპარაზიტიზმიჯაბა იოსელიანიდედა ენასუნთქვაარგონავტებისვანური ენადიდი პანდაკურო (ასტროლოგია)ადაპტაციავეშაპისნაირნიყინწვისის მონასტერიმილიმეტრითევზები (ასტროლოგია)ოლიმპიური თამაშებიცილებივეფხისტყაოსანირელიგიადავით კაკაბაძესომხების გენოციდისერვიტუტი (უფლება)კულტურასაქართველოს მთებისაქართველოიალბუზიაფხაზეთიეიფელის კოშკიჩერნობილის კატასტროფადიდი სამამულო ომიხელისუფლების დანაწილებაბრესტ-ლიტოვსკის ზავიალექსანდრე მაკედონელიმწვერვალისაქართველოს სამოქალაქო ომიჰარი პოტერიპრომეთეიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიოცდაათწლიანი ომისლოვაკეთიბენიტო მუსოლინიძველი თბილისიმონოგამიალურჯი ვეშაპიმასონობაკაპიტალიზმიბიზანტიის იმპერიაგამოფიტვაბიპოლარული აშლილობაჭიანჭველასებრნითორნიკე ერისთავიკანადაFacebookგიორგი ანწუხელიძე🡆 More