ბრეთი: სოფელი საქართველოში

ბრეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში.

თემის ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.

სოფელი
ბრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′08″ ა. გ. / 42.08250° ჩ. გ. 43.90222° ა. გ. / 42.08250; 43.90222
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 899 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,7 %)
ოსები (0,7 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრეთი — საქართველო
ბრეთი
ბრეთი — შიდა ქართლი
ბრეთი
ბრეთი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ბრეთი

ისტორია

ცნობილია, რომ ცამეტი ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა აქ დააარსა მონასტერი. მის მიერ აქ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი, წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა. ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთვრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურულ დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელ ბრეთის ფეოდალურ საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII საუკუნეები) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI საუკუნეებში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII საუკუნეებში ზემო ქართლში ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი ავალიშვილთა საკუთრება იყო. მათ ეკუთვნოდათ ბორჯობის ხეობა და მეფისაგან დაკისრებული ჰქონდათ დვანის ფრონეს მეთხალყურეობა. ბორჯობის ხეობის მოუსავლიანობის გამო მეფეს ბრეთი მიუცია დირბამდე. აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII საუკუნეების ადმმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით ბრეთის ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1804 წლისათვის ბრეთის ყმა-მამულები ეკუთვნოდათ ავალიშვილებს, წერეთლებსა და დედოფალ დარიას.

მოსახლეობა

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 899 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911 444
2002 ბრეთი: ისტორია, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები  1146 585 561
2014 ბრეთი: ისტორია, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები  899 455 444

სოფელ ბრეთში დაიბადა გამოჩენილი ქართველი საბავშვო მწერალი შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი, 1866–1933).

ღირსშესანიშნაობები

სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია პიროს ბრეთელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული ეკლესია, ასევე VI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია და XVI-XVII საუკუნეების დარბაზული ეკლესია.

სქოლიო

Tags:

ბრეთი ისტორიაბრეთი მოსახლეობაბრეთი ღირსშესანიშნაობებიბრეთი სქოლიობრეთიარადეთიაღმოსავლეთის ფრონედოღლაურიზღვის დონეთემიკილომეტრიმდინარემეტრისაქართველოსაღოლაშენისოფელიქარელიქარელის მუნიციპალიტეტიშიდა ქართლის ვაკეშიდა ქართლის მხარეწვერი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იუდაიზმიბრუნებალეიკოციტოზიეთერ ლიპარტელიანიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ატომივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალირევაზ ინანიშვილიაკაკი წერეთელივიტამინებიბუღა თურქის შემოსევაბარსელონამალტაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიქართული დამწერლობადედამიწის დღეზვიად გამსახურდიაოშკიეკონომიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკანიკიტა ხრუშჩოვიმიქელანჯელო ბუონაროტირელიგია საქართველოშიკვადრატისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიამურა დათვისანქტ-პეტერბურგიარაბობა საქართველოშიდანიააღდგომამღრღნელებისაქართველოს სამხედრო წოდებებილომიდედამიწაიმერეთის მხარესაქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაუდაბნოთითაობასუვერენიტეტიქრომოსომადათა თუთაშხიაზურა ყიფშიძენიჰილიზმიქაქუცა ჩოლოყაშვილისვანური ენაჯემალ ქარჩხაძეაშშ-ის ისტორიალოგისტიკაგარემოს დაბინძურებაკონსერვატიზმიკახა კალაძეპრელუდია (სექსი)მეტაფორა69 (სექსუალური პოზა)რუსუდანიავტორიტარიზმიტაო-კლარჯეთიქვეყნების სიაშხარასაქართველოს კონსტიტუციანიდერლანდებიალპებიქრისტეფორე კოლუმბიკოლხეთის სამეფოანტარქტიდაუფლისციხენატრიუმისანტიმეტრიიაპონიაპოლიტიკური გეოგრაფიასოკოებისაქართველო XV საუკუნეშივეფხისტყაოსანიმუსიკასინონიმებიგიორგი III (საქართველოს მეფე)ღორის სოლიტერი🡆 More