ბეირა

ბეირა (პორტ.

ბეირა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეირა (მრავალმნიშვნელოვანი).

სოფალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 436 240 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები). ბეირის პორტი მოზამბიკში მესამეა ტვირთბრუნვის სიდიდით, მაპუტუსა და ნაკალას პორტების შემდეგ. არსებობს აეროპორტი. ბეირიდან აფრიკის კონტინენტის სიღრმეში გადის სარკინიგზო ხაზი ჰარარემდე.

ქალაქი
ბეირა
პორტ. Beira
ბეირა
ბეირას ცენტრალური ნაწილი
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია სოფალის პროვინცია
კოორდინატები 19°50′00″ ს. გ. 34°51′00″ ა. გ. / 19.83333° ს. გ. 34.85000° ა. გ. / -19.83333; 34.85000
დაარსდა 1887
ფართობი 633 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14
მოსახლეობა 436 240 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 689,16 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 2100
ოფიციალური საიტი http://municipiobeira.gov.mz/
ბეირა — მოზამბიკი
ბეირა

გეოგრაფია და კლიმატი

ბეირა მდებარეობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქალაქი ააგეს მდინარე პუნგვეს დელტის დამშრალი ჭაობების ადგილას. კლიმატი აქ არის ცხელი და მშრალი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ოქრომბრიდან თებერვლის ჩათვლით. არსებობს მალარიის საშიშროება.

ისტორია და ეკონომიკა

1887 წელს ბეირას ადგილას ააგეს პორტუგალიური ფორტი, რომლის გარშემოც წარმოიქმნა დასახლება. 1891 წელს აქ მდებარეობდა პორტუგალიური მოზამბიკური კომპანიის შტაბ-ბინა. მხოლოდ 1942 წელს გადაეცა ბეირა პორტუგალიურ კოლონიალურ ადმინისტრაციას მმართველობის ქვეშ. 1975 წელს მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქალაქის მიდამოებში მიმდინარეობდა სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლები სამთავრობო ძალებსა და რენამოს ოპოზიციურ მოძრაობას შორის, რომელსაც ბეირასა და ოფალის პროვინციაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. ამ წლებში — მოზამბიკში საბჭოური გავლენის წლებში — ბეირაში, როგორც ქალაქში, ასევე პორტში, საბჭოთა სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მშენებლობები.

ქალაქის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა პორტის მომსახურება და ვაჭრობა. ბეირის საპორტე ნაგებობები აკმაყოფილებდა არა მხოლოდ სოფალისა და მოზამბიკის ახლო უბნების მოთხოვნილებების, არამედ მათი გავლით ხდებოდა ძირითადი შიგასავაჭრო ბრუნვა ზამბიაში, ზიმბაბვესა და მალავიში. ქალაქში ასევე არის ნავთობგადამამუშავებელი და კვების მრეწველობის წარმოებები.

ბეირის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კათოლიკური ეკლესია, რომელიც პორტუგალიელებმა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში. ეს არის ევროპელების მიერ აფრიკის კონტინენტზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შენობა. ტაძარი აგებულია ყოფილი პორტუგალიური სიმაგრის, სან-გაეტანოს ქვებისგან, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული.

ბეირაში ასევე მუშაობს კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც დააარსეს 1996 წელს.

მოსახლეობა

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 436 240 ადამიანს.

წელი მოსახლეობა
1970 113 770
1980 230 744
1997 412 588
2007 436 240

ცნობილი მაცხოვრებლები

  • მია კოუტუ — მოზამბიკელი მწერალი
  • ტაშა დი ვაშკონსელუში — მოზამბიკელ-კანადელი ფოტომოდელი და მსახიობი
  • ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში — პორტუგალიელი მწერალი.

დაძმობილებული ქალაქები

ბეირა 
არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

ბეირა გეოგრაფია და კლიმატიბეირა ისტორია და ეკონომიკაბეირა მოსახლეობაბეირა ცნობილი მაცხოვრებლებიბეირა დაძმობილებული ქალაქებიბეირა იხილეთ აგრეთვებეირა სქოლიობეირა2007აეროპორტიაფრიკაკონტინენტიმაპუტუმოზამბიკინაკალაპორტუგალიური ენარკინიგზასოფალის პროვინციაჰარარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რაჭაქეთევან დედოფალიკვადრატული მეტრისაფრანგეთის რევოლუციაზიმონ მარიუსიდემნა უფლისწულიოქსიდიპორტრეტისვანეთიბიპოლარული აშლილობაჯაზიმუსიკაერითროციტებიდედამიწასულხან-საბა ორბელიანილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი მამარდაშვილიწმინდა გიორგიქალწული (ასტროლოგია)ქეთო და კოტე (ოპერა)იაპონიამონღოლთა იმპერიაჯილიზამიწისძვრაკოლხეთის სამეფომინერალების სიამორალისტუმარ-მასპინძელითბილისის კურორტების ჯგუფიკილიან მბაპეიუჯინ ვიგნერიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიპაკისტანივახტანგ I გორგასალიმარიხუანანაპოლეონ ბონაპარტიტოტალიტარიზმიქართული ფილმების სიამსოფლიო მიზიდულობის კანონიჩერნობილის კატასტროფაჟან შარდენიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიტრეფიკინგიკრწანისის ბრძოლაალექსანდრე მაკედონელიევროპასაქართველოს სახელმწიფო დროშაFacebookთემურლენგიუოლისი და ფუტუნაჯრუჭის I ოთხთავიფინეთიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციავილი სანიოლიგამზრდელი (პოემა)სომხეთიაფხაზებიძალარომის დაარსებარომიალჟირისეფსისიქიზიყიმთვარის დაბნელებასაქართველოს პრეზიდენტიმიგრაციაკოლოსეუმიკრიშტიანუ რონალდუდათა თუთაშხიაევროკავშირიმასტურბაციაწიგნი სიბრძნე სიცრუისააუტიზმიჰარი პოტერიწითელი წიგნიიგიადოლფ ჰიტლერიზღვაპომპეი🡆 More