ბახტრიონის ბრძოლა

ბახტრიონის ბრძოლა — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი.

ბახტრიონის ბრძოლაირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი. გაიმართა 1659 წელს. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ.

კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.

ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.

ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა „ბახტრიონი“ და ასევე მის შესახებაა ლიტერატურული ნაწარმოები „ბაში-აჩუკი“. ასევე გადაღებულია ფილმი „ბაში-აჩუკი“. ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები იკორთის მონასტერში არიან დაკრძალულები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

This article uses material from the Wikipedia ქართული article ბახტრიონის ბრძოლა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდისაქართველომონღოლეთითბილისივეფხისტყაოსანიილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელისულხან-საბა ორბელიანიჩერნობილის კატასტროფათამარ მეფევახტანგ I გორგასალიკარტოფილიხვიჩა კვარაცხელიაშოთა რუსთაველიპირველი მსოფლიო ომივაჟა-ფშაველაქვეყნების სიათემურლენგიალექსანდრე მაკედონელიაფრიკაერეკლე IIქართული დამწერლობარეზო ჩხიკვიშვილიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისინონიმებიქაშვეთის ეკლესიაგიორგი V ბრწყინვალე9 აპრილის ტრაგედიააფხაზეთისაქართველოს გეოგრაფიადედამიწააკაკი წერეთელიდიდგორის ბრძოლაქუნთრუშაფარნავაზ Iაღდგომასვანეთიღამურაგურამ დოჩანაშვილითურქეთისვეტიცხოველინიკო ფიროსმანითორნიკე ერისთავიზმნაზედსართავი სახელიმონღოლებირამადანიგალაკტიონ ტაბიძეალუდა ქეთელაურიჩუტყვავილასაქართველოს ისტორიააფხაზეთის ომი (1992-1993)დემეტრე II თავდადებულიმეორე მსოფლიო ომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდავით სარაჯიშვილიანგკორ-ვატილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს სახელმწიფო გერბიევროკავშირიტოლერანტობაბიპოლარული აშლილობასაფრანგეთისაქართველოს სახელმწიფო დროშალაშა ბექაურისოკოებიილია IIწითელი წიგნირუსეთიევროპაავსტრალიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა🡆 More
/** SHOW / HIDE SECTION**/function mfTempOpenSection(getID) {var x = document.getElementById("mf-section-"+getID); if (x.style.display === "none") { x.style.display = ""; } else { x.style.display = "none"; }}