ბახტრიონის ციხე

ბახტრიონის ციხე – ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობს ქალაქ ახმეტის სიახლოვეს, სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ილტოს შესართავის მახლობლად. აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით.

ციხეს სამკუთხა მოხაზულობა უნდა ჰქონოდა. კოშკების ნანგრევების მიხედვით ჩანს, რომ ისინი გალავანზე ნახევარცილინდრული ფორმით ყოფილან გარედან მიდგმული. აღმოსავლეთით მდგარი კოშკიდან ნაწილობრივ ორი სართულია გადარჩენილი. პირველ სართულს ჩრდილოეთით კარი ჰქონია, აღმოსავლეთით ნიშები და შუაში - ბუხარი.

ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობის კვალიც ჩანს. აღმოსავლეთის მონაკვეთში დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, სარკმლები კი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა. დარბაზი ერთიანი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიშენებული. ზოგადი ნიშნებით ეკლესია გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.

ბახტრიონის ციხე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად და ჩამოსახლებულ მომთაბარე თურქმანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით, რომლის სახელწოდება თავის მხრივ, ბახტარაშვილების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს. კახეთის აჯანყების (1659) დროს მთავარი ბრძოლა ამ ციხესთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ. იმ გორაკს, რომელზეც ბახტრიონის ციხე იდგა, მოსახლეობა დღესაც "ბახტრიონის გორას" უწოდებს. შემორჩენილია ერთმანეთს დაშორებული, რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, ადგილ-ადგილ კი გალავნისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთებიც. კახეთის აჯანყების 300 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღიმართა ობელისკი.

ლიტერატურა

  • ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 256.
  • ენციკლოპედია საქართველო, თბ., 1997 წ.
  • პ. ზაქარაია, სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965 წ.
  • პ. ზაქარაია, საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973 წ.

Tags:

აბას IIალაზანიახმეტაახმეტის მუნიციპალიტეტიილტოკახეთის მხარემდინარეხორბალო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კილომეტრიზმნიზედასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმტკვარიცივი ომიშინაური კატაგოდერძის უღელტეხილიისლამიფილტვებიალბანეთიოპერადედამიწის ისტორიაარაბობა საქართველოშირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიფოცხვერიჰაერის დაბინძურებაპარიზინაწლავებიაბსტრაქციაალაზნის ვაკეოსმალეთის იმპერიის ისტორიაშვედეთიწმინდა ნინოვერძი (ასტროლოგია)სიტყვალიკა ქავჟარაძელაშა ტალახაძეკონსტანტინე გამსახურდიამანგლისინოქალაქევიჩუტყვავილანაციონალიზმიჰიპერბოლა (ენა)ყაზახეთიგაერთიანებული სამეფოადამიანითეიმურაზ II9 აპრილის ტრაგედიადავით სარაჯიშვილილუი XIVთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიტუბერკულოზიბაქტერიებისისხლიმონანიება (ფილმი)ქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)კახეთითავისუფლების ქანდაკებაქართული ვაზის ჯიშებისაქართველოს კონსტიტუციაპრომეთესაქართველოს პრეზიდენტისახელმწიფო საზღვარიფარნავაზ Iალპებიბათუმის ბოტანიკური ბაღიალკანიფილოსოფიაჩინეთის ისტორიაქვათახევიელინიზმიალმასიგიორგი ყიფშიძეალაზანივარლამ ლიპარტელიანიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითჩრდილოეთი ამერიკალიონელ მესითირკმელიანბანიენდომეტრიოზიკუებიბუდუ ზივზივაძეფინიკიელებიკეთილშობილი ირემიმათემატიკა🡆 More