ახალფარფლიანები

ახალფარფლიანები (ლათ.

მოიცავს ორ ინფრაკლასს: მთელძვლოვნებსა (ძვლიან განოიდებს) და ძვლოვან თევზებს, რომელთაგან ეს უკანასკნელი აერთიანებს თანამედროვე თევზების აბსოლუტურ უმრავლესობას და ყველა ცოცხალი ხერხემლიანი სახეობის ნახევარზე მეტს. თანამედროვე მთელძვლოვანნი წარმოდგენილი არიან მხოლოდ მტკნარი წყლის ტაქსონებით, ხოლო ძვლოვანი თევზები — როგორც მტკნარი წყლის, ისე ზღვის სახეობებს. ყოველწლიურად მეცნიერულად აღიწერება ამ უკანასკნელთა მრავალი ახალი სახეობა.

ახალფარფლიანები
ახალფარფლიანები
Siganus corallinus, ძვლოვანი თევზების წარმომადგენელი
ახალფარფლიანები
Lepisosteus oculatus, მთელძვლოვანთა წარმომადგენელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
(რანგის გარეშე):  Actinopteri
ქვეკლასი:  ახალფარფლიანები
ლათინური სახელი
Neopterygii (Regan, 1923)
ინფრაკლასები

ევოლუცია და მრავალფეროვნება

თანამედროვე ახალფრაფლიანები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად (ინფრაკლასები): ძვლოვანი თევზები და მთელძვლოვანნი. ეს უკანასკნელი მოიცავს ორ კლადას: Ginglymodi და Halecomorphi. ყველა ამ ჯგუფს აქვს ხანგრძლივი და ვრცელი ნამარხი ისტორია. ახალფარფლიანების წარმომადგენელთა ევოლუციური ურთიერთობები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ კლადოგრამაში.

ახალფარფლიანები 360 მლნ.
მთელძვლოვანნი 275 მლნ.

Ginglymodi ახალფარფლიანები  (კაიმანისებრი თევზების 7 სახეობა)

Halecomorphi ახალფარფლიანები  (1 ცოცხალი სახეობა: ამია)

310 მლნ.

ძვლოვანი თევზები ახალფარფლიანები  (>32 000 სახეობა)

ახალფარფლიენები ძალიან სპეციფიკური ჯგუფია. იგიდღეს არსებულ ხერხემლიანთა მთლიანი მრავალფეროვნების 50%-ზე მეტს მოიცავს და მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება მეზოზოური ერის შემდეგ. თუმცა, თვითონ ახალფარფლიანების (ან ზოგადად თევზების) სხვადასხვა ჯგუფების მრავალფეროვნება არათანაბრად არის განაწილებული, თანამედროვე სახეობათა აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) ძვლოვანი თევზები შეადგენენ.

ახალფარფლიანები 
ტრიასული პერიოდის Watsonulus არის ადრეული ახალფარფლიანი

საკუთარი ევოლუციის დასაწყისში ახალფარფლიანები იყვნენ თევზების ძალიან წარმატებული ჯგუფი, რადგან შეეძლოთ იმაზე სწრაფად გადაადგილება, ვიდრე მათ წინაპრებს. ქერცლი და ჩონჩხი ევოლუციის დროს გაღიავდა, ყბები კი უფრო ძლიერი და ეფექტური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრორეცეპცია და ლორენცინის ამპულები წარმოდგენილია თევზების ყველა სხვა ჯგუფში გარდა მიქსინებისა (თუმცა მიქსინები არ არიან სხივფარფლიენები, ისინი უყბოებს ეკუთვნიან), ახალფარფლიანებმა დაკარგეს ეს გრძნობა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის მოგვიანებით ხელახლა განუვითარდა გიმნოტისნაირებსა და ლოქოსნაირებს.

ახალფარფლიანების ევოლუციის მიმდინარეობისას მხოლოდ რამდენიმე ცვლილება მოხდა ადრინდელი სხივფარფლიანებისაგან. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო როგორც ზურგის, ისე ანალური ფარფლების მოძრაობაზე უკეთესი კონტროლის შეძენა, რამაც გამოიწვია მათი ცურვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ცვლილებები განიცადა თავის ქალამაც, რამაც საშუალება მისცა კვების სხვადასხვა მექანიზმების და, შესაბამისად, ახალი ეკოლოგიური ნიშების აეთვისებინათ. ყველა ეს მახასიათებელი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენდა, რის შედეგადაც ახალფარფლიანები თევზების (და, ამრიგად, ტაქსონომიურად, ზოგადად ხერხემლიანების) დომინანტური ჯგუფი გახდა.


ახალფარფლიანების არსებობა დედამიწაზე
ახალფარფლიანები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

სქოლიო

Tags:

ბერძნული ენათევზებიკლასი (ბიოლოგია)ლათინური ენამთელძვლოვანნიმტკნარი წყალიოკეანესახეობასხივფარფლიანი თევზებიძვლოვანი თევზებიხერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აქლემიილია თოფურიარიცხვითი სახელიფშავიფუტკრებიჯაბა იოსელიანისაქართველოს კონსტიტუციაბაზალეთის ტბარომიავსტრალიააკონკაგუაუკრაინაეროზიაილია ჭავჭავაძესაქართველოს სოფლებიშოთა რუსთაველიამერიკაჩერნობილის კატასტროფაორალური სექსისკოლაანანურის ციხეწინადადებაასტრიდ ლინდგრენიმართლმადიდებლობალუი XIVკონცეფციაიალბუზისანტიმეტრიაბო თბილელის წამებარელიგიათავის ტვინიაშშ-ის სამოქალაქო ომიბეჰემოთიშვედეთიჩემი ცოლის დაქალებიყვავილოვანი მცენარეებისამებარაჭაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიჩინგიზ-ყაენისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიფერნანდო მაგელანიმასონობაზმნიზედატურიზმისხალთის ტაძარიიგიბიძინა ივანიშვილითხის რქა (ასტროლოგია)ნიუტონის კანონებიკილოგრამიავტორიტარიზმიკილომეტრიშავი ზღვაარაბთა სახალიფოლებომბოს მთებიქართლის გაქრისტიანებაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო69 (სექსუალური პოზა)ჰიპერბოლა (ენა)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024თინათინ ჭულუხაძენიანგებიშამქორის ბრძოლა (1195)რუსეთიტაო-კლარჯეთიტყესოლომონ Iტოტალიტარიზმილიხტენშტაინიამიერკავკასიური ზაზუნაზაფხულიქაქუცა ჩოლოყაშვილიფრანც შუბერტი🡆 More