ამერიკული ოჯახი

ამერიკული ოჯახი (ინგლ.

მისი ავტორები იყვნენ კრისტოფერ ლოიდი და სტივენ ლევიტანი. სერიალი შედგება 11 სეზონისაგან, რომლის სიუჟეტიც უმეტესწილად მიმდინარეობს ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის ოჯახებში. სერიალს მოგებული აქვს ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოები.

ამერიკული ოჯახი
ამერიკული ოჯახი
ჟანრი
მონაწილეობენ
  • ედ ო’ნელი
  • სოფია ვერგარა
  • ჯული ბოუენი
  • ტაი ბარელი
  • ჯესი ტაილერ ფერგიუსონი
  • ერიკ სტოუნსტრიტი
  • სარა ჰილანდი
  • არიელ უინტერი
  • ნოლან გაუდი
  • რიკო როდრიგესი
  • ობრი ანდერსონ-ემონსი
  • ჯერემი მაგუარი
  • რედ ევინგი
კომპოზიტორ(ებ)ი გაბრიელ მანი
დანიელ ლიჩტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 11
სერია 250
წარმოება
ხანგრძლივობა 20-24 წუთი
კომპანია ლოიდ-ლევიტანის პროდუქცია (2009-2012)
პიკადორის პროდუქცია
სტივენ ლევიტანის პროდუქცია
20th Century Fox Television
ეთერში 23 სექტემბერი, 2009 (2009-09-23) — 8 აპრილი, 2020 (2020-04-08)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

იდეა და სცენარი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„ამერიკული ოჯახის“ მთავარი იდეაა, რომ წარმოაჩინოს ოჯახის სამი სახე (მრავალშვილიანი, შერეული და ერთსქესიანი). ამისათვის გამოყენებულია ლოს-ანჯელესის გარეუბანში მცოხვრები ჯეი პრიჩეტისა და მისი ორი შვილის, კლერისა და მიჩელის ოჯახები. ჯეი დაქორწინებულია თავისი შვილების ტოლ კოლუმბიელ ქალზე, გლორიაზე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი ვაჟი, მენი დელგადო. მოგვიანებით თავად ჯეისა და გლორიასაც შეეძინათ ერთი საერთო ვაჟი, სახელად ფულხენსიო ჯოზეფ „ჯოი“ პრიჩეტი.

ჯეის ქალიშვილი, კლერი დიასახლისი და მეოჯახე ქალია, რომელიც მრავალი წლის შემდეგ კვლავ უბრუნდება სამსახურსა და ბიზნესის სამყაროს. მოგვიანებით იგი მამის კომპანიის, პრიჩეტის კარადებისა და ჟალუზების ხელმძღვანელიც ხდება. იგი დაქორწინებულია ფილ დანფიზე, რომელიც არის მაკლერი და თვითწოდებული „მაგარი მამიკო“. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ: ჰეილი (სტერეოტიპული ზარმაცი თინეიჯერი გოგონა), ალექსი (ინტელიგენტი და განათლებაზე გადართული შუათანა შვილი) და ლუკი (ნაბოლარა ვაჟი).

ჯეის ვაჟი, მიჩელი პროფესიით იურისტია და თავის ქმართან, კემერონ ტაკერთან ერთად ჰყავს ნაშვილები ვიეტნამელი ქალიშვილი, ლილი ტაკერ-პრიჩეტი. მეთერთმეტე სეზონის ბოლოს ისინი მეორე ბავშვსაც იყვანენ, სახელად რექსფორდს.

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს ოჯახი წარმოადგენს თანამედროვე ოჯახის მაგალითს და ეპიზოდებიც მთლიანად ემყარება ისეთ სიტუაციებს, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან ადამიანები.

მსახიობები და პერსონაჟები

მთავარი პერსონაჟები

  • ჯეი პრიჩეტი (მსახ. ედ ო'ნელი);
  • გლორია დელგადო-პრიჩეტი (მსახ. სოფია ვერგარა), ჯეის მეორე ცოლი;
  • კლერ დანფი (მსახ. ჯული ბოუენი), ჯეის უფროსი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან;
  • ფილ დანფი (მსახ. ტაი ბარელი), კლერის ქმარი;
  • მიჩელ პრიჩეტი (მსახ. ჯესი ტაილერ ფერგიუსონი), ჯეის ვაჟი პირველი ქორწინებიდან;
  • კემერონ ტაკერი (მსახ. ერიკ სტოუნსტრიტი), მიჩელის ქმარი;
  • ჰეილი დანფი (მსახ. სარა ჰილანდი), კლერისა და ფილის უფროსი ქალიშვილი;
  • ალექს დანფი (მსახ. არიელ უინტერი), კლერისა და ფილის შუათანა ქალიშვილი;
  • ლუკ დანფი (მსახ. ნოლან გაუდი), კლერისა და ფილის ნაბოლარა ვაჟი;
  • მენი დელგადო (მსახ. რიკო როდრიგესი), გლორიას ვაჟი პირველი ქორწინებიდან, ჯეის გერი;
  • ლილი ტაკერ-პრიჩეტი (მსახ. ობრი ანდერსონ-ემონსი), მიჩელისა და კემერონის ნაშვილები ქალიშვილი;
  • ფულხენსიო ჯოი პრიჩეტი (მსახ. ჯერემი მაგუარი), ჯეისა და გლორიას ერთადერთი საერთო ვაჟი;
  • დილან მარშალი (მსახ. რედ ევინგი), ჰეილის შეყვარებული, შემდეგ კი ქმარი და მისი შვილების მამა;

ოჯახური ხე

სერიალის მთავარი გმირები წარმოდგენილია მწვანედ, მათთან დაახლოვებული პირები კი თეთრად. უწყვეტი ხაზი გამოხატავს ქორწინებასა და ბავშვის შეძენას, წყვეტილი ხაზი განქორწინებას, წერტილები შვილად აყვანას, ხოლო ჯვარი გარდაცვალებას.

ხავიერ დელგადოგლორია პრიჩეტიჯეი პრიჩეტიდიდი პრიჩეტი † გრეის დანფი † ფრენკ დანფი†
ჯოი პრიჩეტი
მენი დელგადომერლი ტაკერიბარბ ტაკერი
პემერონ ტაკერიკემერონ ტაკერიმიჩელ პრიჩეტიკლერ დანფიფილ დანფი
კელოუნ ჯონსონილილი ტაკერ-პრიჩეტირექსფორდ ტაკერ-პრიჩეტიდილან მარშალიჰეილი დანფიალექს დანფილუკ დანფი
ჯორჯიპოპი

ეპიზოდები

სეზონი ეპიზოდების

რაოდენობა

პირველი სერიის

გამოსვლის თარიღი

ბოლო სერიის

გამოსვლის თარიღი

რანკი რეიტინგი

(მილიონებში)

1 24 23 სექტემბერი, 2009 19 მაისი, 2010 36 9.49
2 24 22 სექტემბერი, 2010 25 მაისი, 2011 24 11.89
3 24 21 სექტემბერი, 2011 23 მაისი, 2012 15 12.93
4 24 26 სექტემბერი, 2012 22 მაისი, 2013 18 12.31
5 24 25 სექტემბერი, 2013 21 მაისი, 2014 19 11.79
6 24 24 სექტემბერი, 2014 20 მაისი, 2015 24 11.91
7 22 23 სექტემბერი, 2015 18 მაისი, 2016 36 9.83
8 22 21 სექტემბერი, 2016 17 მაისი, 2017 34 8.79
9 22 27 სექტემბერი, 2017 16 მაისი, 2018 58 7.09
10 22 26 სექტემბერი, 2018 8 მაისი, 2019 65 6.40
11 18 25 სექტემბერი, 2019 8 აპრილი, 2020 49 7.10

შეფასება

რეიტინგი

სერიალი პოპულარული გახდა მისი პრემიერის დღიდანვე. პირველივე სეზონით იგი მთელი აშშ-ს მასშტაბით მესამე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ გახდა. მას შემდეგ, რაც სერიალმა ემის ჯილდო მოიპოვა, მისი რეიტინგი მეორე სეზონში პირველთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. ასევე მეორე სეზონში, იგი ოთხშაბათობით გასულ შოუებში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. სერიალი „ამერიკული ოჯახი“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში.

სერიალის წარმატება დადებითად შეაფასა კოსბის შოუმ. 2010-2011 წლებში გასული სეზონის დროს იგი იყო ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ 18-დან 49-წლამდე ასაკის მაყურებლებში და რიგით მესამე რეიტინგული შოუ აშშ-ში. რეიტინგულად მას მხოლოდ „დიდი აფეთქების თეორია“ და „ორი და ნახევარი კაცი“ უსწრებდნენ. იგი ასევე პირველ ადგილს იკავებდა DVR-ის მაყურებლებში.

მესამე სეზონის პრემიერა ABC-ის არხზე ყველაზე რეიტინგული სეზონის პრემიერა გახდა. სერიის წარმატებამ გამოიწვია ის, რომ იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტკომად დასახელდა.

2016 წელს გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზში გამოქვეყნებულ სტატიაში „Facebook-ის 50 ყველაზე პოპულარული სერიალი“ დაიწერა, რომ „ამერიკული ოჯახი“ ყველაზე პოპულარული სერიალი იყო ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, კალიფსა და სანტა-ბარბარაში. შედარებით ნაკლები რეიტინგით იგი კენტუკის, მისისიპისა და არკანზასის პროვინციულ დასახლებებში სარგებლობდა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად „ამერიკული ოჯახის“ ყველა სეზონი იწყება სექტემბრის მეოთხე კვირაში და სრულდება მაისში. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო, მე-11 სეზონი, რომელიც აპრილში დასრულდა.

ჯილდოები

ამერიკული ოჯახი 
ამერიკული ოჯახის მსახიობები 2012 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე

„ამერიკულმა ოჯახმა“ მოიპოვა ემის 22 და მწერალთა გილდიის 6 ჯილდო. მოგვიანებით ასევე მოიგო GLSEN-ის ჯილდოც მაყურებელთა პოზიტიური დამოკიდებულების გამო, ჯილდოს გადაცემისას კი სერიალზე ითქვა: „პოზიტიური წარმოდგენები და ძლიერი სცენები, რომლებიც ასახავენ ამერიკას, მათ შორის ყველაზე მთავარს: ოჯახის სახეებს, რომელთაგან უმთავრესია გეი წყვილი“. 2010 წელს სერიალი ნომინირებული იყო კინოკრიტიკოსთა გილდიის ჯილდოზე. მსგავსად სერიალ „მეგობრებისა“, ამ სერიალის ყველა მთავარი მსახიობი ემის რიგით 62-ე დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული. 2009 წელს იგი კრიტიკოსთა მიერ შედგენილ „2009 წლის საუკეთესო სერიალების ათეულში“ მოხვდა. იმავე წელს მიიღო ჯორჯ პოსტერ პეარბოდის სახელობის ჯილდო. 2012 წელს სერიალმა ოქროს გლობუსიც მოიპოვა „წლის საუკეთესო სატელევიზიო სერიალის“ ნომინაციაში. იგი ასევე ნომინირებული იყო დიდი ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო პრემიაზე.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ და ასევე მსახიობმა კელ პენმა „ამერიკული ოჯახი“ თავიანთ საყვარელ სერიალად დაასახელეს ინტერვიუში.

2013 წლის ივნისში ამერიკის მწერალთა გილდიამ „ამერიკული ოჯახი“ „101 ერთი ყველაზე კარგად დაწერილი სატელევიზიო სერიალში, რომელიც ოდესმე გადაღებულა“-ში 34-ე ადგილზე გაიყვანა. იმავე წლის დეკემბერში სატელევიზიო გილდიამ იგი „60 საუკეთესო სერიალის“ სიაში 43-ე ადგილზე დაასახელა.

ადაპტაციები

  • ჩილე: ჩილეური სატელევიზიო კომპანია MEGA გახდა პირველი უცხოური არხი მსოფლიოში, რომელმაც იყიდა „ამერიკული ოჯახის“ უფლებები, რომ გადაეღოთ თავიანთი ვარიაცია, სახელად „თანამედროვე ოჯახი“ (ესპ. Familia moderna), რომლის პირველი ეპიზოდიც 2015 წლის 3 დეკემბერს გავიდა ეთერში. მთავარი განსხვავება ამერიკულ და ჩილეურ ვარიანტებს შორის არის ის, რომ ჩილეურ ვარიანტში მიჩელისა და კემერონის წყვილს ბავშვი არ აჰყავთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთი მათგანი სიმთვრალის შედეგად ქალისაგან ბიოლოგიურ ბავშვს აჩენს. ამის შემდეგ ისინი ბავშვის მეურვეობას იღებენ, სანამ მისი დედა საზღვარგარეთ მიდის სამოგზაუროდ;
  • საბერძნეთი: ბერძნულმა კომპანიამ Mega Channel-მა ასევე იყიდა უფლება, რომ გადაეღოთ „ამერიკული ოჯახის“ ბერძნული ვარიანტი (ბერძნ. Μοντέρνα Οικογένεια), რომელიც 2014 წლის 20 მარტიდან გადის კვიპროსსა და საბერძნეთში;
  • ირანი: ისლამურმა რესპუბლიკის მაუწყებელმა გამოუშვა „ამერიკული ოჯახის“ რიმეიქი, სახელწოდებით „ნახევარი სისხლი“, რომლის პრემიერაც 2014 წლის 30 ივნისს შედგა. ირანულ ვერსიაში ფილ დანფის თინეიჯერი ბიჭი ცვლის, ამ ცვლილების გამო ჰეილის შეყვარებული დილანიც ჩანაცვლებულია ახლო მეგობრით. ამასთან, ქვეყნის კანონების გამო მიჩელისა და კემერონის ქორწინება მთლიანად ამოღებულია, ირანულ ვერსიაში მათ არც ბავშვები ჰყავთ და აქვთ უბრალო ჰომოსექსუალური ურთიერთობა.

სქოლიო

Tags:

ამერიკული ოჯახი იდეა და სცენარიამერიკული ოჯახი მსახიობები და პერსონაჟებიამერიკული ოჯახი ეპიზოდებიამერიკული ოჯახი შეფასებაამერიკული ოჯახი ადაპტაციებიამერიკული ოჯახი სქოლიოამერიკული ოჯახიემის ჯილდოინგლისური ენალოს-ანჯელესიოქროს გლობუსი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხეთიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაძუძუმწოვრებიზომიერი სარტყლებიზურიკო დავითაშვილილარიოკეანესოციოლოგიათურქეთივენერამონღოლებიევოლუციამერაბ სეფაშვილიქართული ენათბილისის ძეგლებიქალწული (ასტროლოგია)მართლმადიდებლობამილანის ედიქტირენესანსიეგვიპტებიპოლარული აშლილობაბარსელონამიქელანჯელო ბუონაროტიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თბილისის ზღვაჯილიზახევისბერი გოჩამონღოლთა იმპერიანიუტონის კანონებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაასურელი მამებიგია ყანჩელიმინერალების სიაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ვლადიმერ გუცაევიჩარლი ჩაპლინიგამზრდელი (პოემა)კახეთიიუდაიზმიენგურისამასი არაგველიფრედი მერკურიშოთა რუსთაველიბერძენ-სპარსელთა ომებიპორტრეტისაქართველოს პარლამენტიადამიანის ჩონჩხიფარნავაზ Iარჩვიგასტრიტითავის ტვინიდელფინებიგოჯი ბერინაცვალსახელივერძი (ასტროლოგია)უშგულის თემიაღდგომაჰიპერბოლა (ენა)ათონის ივერთა მონასტერიდავით VII ულუსაქართველო IV საუკუნეშიორგანული ნივთიერებებინივთიერებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციამოსწავლეარაბობა საქართველოშიჰეკლაAbbey Roadკუთხეგიორგი ქოჩორაშვილიაჭარამორალიმთავარი გვერდინონა გაფრინდაშვილიიუსტინიანე Iწყარო (გეოგრაფია)🡆 More