ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა — ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა.

მდებარეობდა ალექსანდრიაში. დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში, პტოლემეების სამეფოს მეფის პტოლემე II-ის დროს. ბიბლიოთეკის დაარსებაში მონაწილეობდნენ პერიპატეტიკოსები დემეტრიუს ფალერელი და სავარაუდოდ სტრატონ ლამპსაკელიც. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიბლიოთეკაში 400-დან 700 ათასამდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი კი შედარებით მცირე ციფრს ასახელებს — 10-დან 50 ათასამდე გრაგნილი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა აკადემია უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნსაცავი; აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ, როგორც კვლევითი სამუშაოებით, ისე მასწავლებლობით. ბიბლიოთეკაში ასევე არსებობდა წიგნის გადამწერთა შტატი.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, XIX საუკუნის სტილიზებული გრავიურა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პირველი მცველები იყვნენ ზენოდოტ ეფესელი (ძვ.წ 234 წლამდე), მის შემდეგ ერატოსთენე (ძვ.წ 236-დან 195-მდე), არისტოფანე ბიზანტიონელი (მიახლოებით ძვ.წ 185—180 წლები). ასევე მუშაობდნენ ელინიზმის ეპოქის სხვა გამოჩენილი მეცნიერებიც, მათ შორის ევკლიდე.

ძვ.წ 48-47 წლებში იულიუს კეისარი იბრძოდა ეგვიპტეში, კლეოპატრასა და მისი ძმის, პტოლემე XIII–ის შორის არსებულ დინასტიურ ომში. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კერძოდ ქალაქის აღების დროს, ხანძარი გაჩნდა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით ბიბლიოთეკის შენობა აღადგინეს და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მისი წიგნების საცავი მარკუს ანტონიუსმა შეავსო პერგამონის ბიბლიოთეკიდან გადატანილი წიგნებით.

თანამედროვე მდგომარეობა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა 
ბიბლიოთეკა ალექსანდრინა

2002 წელს ალექსანდრიაში, ძველი ბიბლიოთეკის ადგილას, აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა ალექსანდრინა (ახალი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა). ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია. ბიბლიოთეკის მშენებლობის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო სისტემა, მთავრობისგან დამოუკიდებელი საჯარო საგანმანათლებლო ორგანიზაცია.

2011 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროს, ალექსანდრიის მცხოვრებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს ბიბლიოთეკას, რათა იგი მაროდიორთა შეტევისგან დაეცვათ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ალექსანდრიაპტოლემე IIპტოლემეების სამეფოძვ. წ. III საუკუნეძველი მსოფლიოჭილი (პაპირუსი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რკინაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაირემიზაქარია ფალიაშვილიმზის სისტემაინდოეთიიგიყვარყვარეძაღლიეპითეტიანტარქტიდასტამბოლისარკაზმისკოლასაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონიწვიმაფემინიზმიკომუნიზმირუსული დამწერლობაისტორიადინოზავრებიბაქტერიებიიასამანიიმპრესიონიზმი69 (სექსუალური პოზა)ჰიპერბოლა (ენა)გუბაზ IIვატიკანისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაადამიანის უფლებებიდედამიწის ატმოსფეროსაქართველო IX-X საუკუნეებშიბენიტო მუსოლინიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)იუდაიზმილომი (ასტროლოგია)სლოვაკეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკარტოფილიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიცოტნე დადიანიწმინდა გიორგისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგულიალცჰაიმერის დაავადებასვასტიკალუქსემბურგიწითელადონ კიხოტინიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდემეტრე II თავდადებულიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიორგაზმიგრიგოლ რობაქიძეიმერეთინიდერლანდებიხევისბერი გოჩაქრისტიანობაქართული ენავეფხისტყაოსანიკახეთის აჯანყება (1659)ნათურააშშ-ის პრეზიდენტების სიასვანეთისოციოლოგიათბილისის ისტორიაბაზალეთის ტბაჩინეთიმარტყოფის ღვთაების მონასტერიქართლ-კახეთის სამეფოელისაბედ Iთესევსის გემიჰომოფობიააბრაამ ლინკოლნიქართვლის დედაქართლის გაქრისტიანებაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვადიდი ხუთშაბათი🡆 More