ათათურქის რეფორმები

ათათურქის რეფორმები (თურქ.

რეფორმების მთავარი მიზანი და იმედი იყო ის, რომ თურქეთის საზოგადოებას მოუწევდა "ვესტერნიზაცია" (დასავლური კულტურის მიღებით განხორციელებული მოდერნიზაცია ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა , ცხოვრების წესი (სოციალური რეფორმები), სამართალი (სამართლებრივი რეფორმები), ანბანი (საგანმანათლებლო რეფორმები) თავისთავად, როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად, წინსვლისთვის.რეფორმები კონსტიტუციის მოდერნიზაციით დაიწყო, მათ შორის 1924 წლის ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით. ამას მოჰყვა ადმინისტრაციის საფუძვლიანი სეკულარიზაცია და მოდერნიზაცია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემაზე. ისტორიულად, ათათურქის რეფორმები მიჰყვება ოსმალეთის იმპერიის ტანზიმიტის ("რეორგანიზაცია") პერიოდს, რომელიც დაიწყო 1839 წელს და დასრულდა პირველ საკონსტიტუციო ხანაში 1876 წელს.

ათათურქის რეფორმები
მუსტაფა ქემალ ათათურქი 1925 წელს

ათათურქი მოქმედებდა ექვსი ძირითადი პრინციპით. ესენი იყო: რესპუბლიკანიზმი, პოპულიზმი, სეკულარიზმი, რეფორმიზმი, ნაციონალიზმი და სტატისტიკა.

თურქეთის რესპუბლიკა

ოსმანთა იმპერიის მიერ მოკავშირეთა დამარცხებას, თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან. ქემალი კი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის ამ წარმატებულ და შედეგიან ქმედებას ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო.

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დაარსებას მოჰყვა ოსმალეთის პარლამენტის ქვედა პალატის დაშლა. ახალმა სისტემამ, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ეროვნულ დამოუკიდებლობას და სახალხო სუვერენიტეტს, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ოფისები შექმნა, ხოლო საკანონმდებლო ძალაუფლება დიდ ეროვნულ ასამბლეაში მოათავსეს. ყველაზე ფუნდამენტური რეფორმები საშუალებას აძლევდა თურქ ერს, განეხორციელებინა ხალხის სუვერენიტეტი წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით. თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ თურქეთის რესპუბლიკა ("Türkiye Cumhuriyeti") გამოაცხადა 1923 წლის 29 ოქტომბერს, ეს იყო მარტივი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ 23 სტატიისგან იყო შექმნილი. გენერალი მუსტაფა ქემალი იყო რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი 1923-38 წლებში.

მართალია, თურქეთში საპარლამენტო რესპუბლიკა დაარსდა, მაგრამ დემოკრატიული მმართველობა არ დამყარებულა. ქვეყანაში შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმი: ქვეყნის მეთაურის, ანუ ქემალ ათათურქის სიტყვას ურყევი ავტორიტეტი ჰქონდა. ის ქვეყანაში ერთადერთი პარტიის თავმჯდომარეც იყო და ხშირად დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას.

თურქეთის რესპუბლიკა თავიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც უნიტარული სახელმწიფო, ანუ არც ერთ ეთნიკურ უმცირესობას (ისინი კი თურქეთში ბევრი იყო) არ მიეცა რაიმე სახის (ტერიტორიული, ადმინისტრაციული, კულტურული) ავტონომია. თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ყველა მოქალაქე თურქია.

ახალ რესპუბლიკას უამრავი პრობლემა ჰქონდა. ხალხი ჯერაც ცხოვრობდა შუა საუკუნეების დროინდელი ისლამური კანონებით. ქალს საზოგადოებაში დაქვემდებარებული როლი ჰქონდა. განათლების ერთიანი სისტემა არ არსებობდა. მოშლილი იყო ეკონომიკა.

მუსტაფა ქემალმა მიზნად დაისახა ერთიანი ანტიიმპერიული ორგანიზაციის შექმნა.

ათათურქის რეფორმები 
ქემალ ათათურქი

რეფორმები

სანამ რესპუბლიკა ოფიციალურად გამოცხადდებოდა, ოსმალეთის იმპერია კვლავ არსებობდა, თავისი მემკვიდრეობით, რელიგიური და დინასტიური ავტორიტეტით. ოსმალეთის დინასტია გააუქმა ანკარას მთავრობამ, მაგრამ მისი ტრადიციები და კულტურული სიმბოლოები კვლავ აქტიური რჩებოდა ხალხში.

ომთაშორის პერიოდში, 1920-30-იან წლებში, ათათურქის ინიციატივით გატარდა მრავალი რეფორმა, რომლებმაც თურქეთი დაუახლოვა ევროპულ ცივილიზაციას. მათ შორის აღსანიშნავია:

  • ისლამზე, როგორც სახელმწიფო რელიგიაზე უარის თქმა (ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უარს ამბობდა ისლამზე, მაგრამ თურქეთში რელიგია სახელმწიფოს გამოეყო, რაც იმ დროს არც ერთ სხვა ისლამურ ქვეყანაში არ მომხდარა);
  • ისლამური სამართლის - შარიათის წესით ქორწინების ნაცვლად სამოქალაქო რეგისტრაციის შემოღება;
  • ევროპული სასამართლო სისტემისა და სამართლის კოდექსების შემოღება;
  • მრავალცოლიანობისა და ჩადრის ტარების აკრძალვა;
  • ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭება;
  • განათლების ევროპული სისტემის დამკვიდრება და გოგონებისთვის სკოლაში სავალდებულო სწავლა;
  • თურქული ენის ფონეტიკისათვის ყოვლად მოუხერხებელი არაბული დამწერლობის შეცვლა ლათინურის ბაზაზე შექმნილი ახალი თურქული ანბანით;
  • თურქული ენის რეფორმის დაწყება, რომლის დროსაც უამრავი არაბული და სპარსული ნასესხები სიტყვა ნეოლოგიზმებით (ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით) შეცვალეს;
  • ევროპული კალენდრის დანერგვა (იქამდე გამოიყენებოდა ისლამური ჰიჯრის კალენდარი, რომელიც მთვარის ციკლს ეყრდნობა და მისი წელიწადი 355-356 დღისაგან შედგება, მაშინ როცა ასტრონომიული წელიწადი 365-366 დღეს გრძელდება);
  • ევროპული ყაიდის ტანსაცმლისა და ქუდის ტარების შემოღება (მაგალითად, აიკრძალა წითელი ფესის - ტრადიციული თურქული ქუდის, როგორც ,,აზიური ჩამორჩენილობის" სიმბოლოს, ტარება);

ათათურქის რეფორმების შედეგად დანახული პოლიტიკური სისტემის ელემენტები ჩამოყალიბდა ეტაპებად. ქვეყნის შიგნით არსებული კონსერვატიული წრეების საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა ეს და მრავალი სხვა რეფორმა ათათურქის სიცოცხლეშივე, სულ 10-15 წელიწადში ჩატარდა. ამისათვის მან თავისი ავტორიტარული ძალაუფლება გამოიყენა.

ეკონომიკურად ჩამორჩენილი თურქეთის ასაღორძინებლად ათათურქის დროს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მრეწველობის, საბანკო საქმის, ტრანსპორტის განვითარება. ქვეყანაში არსებული რკინიგზები, რომლებიც იქამდე სხვადასხვა უცხოურ კომპანიას ეკუთვნოდა, გამოისყიდა სახელმწიფომ. შეიქმნა ოთხი სახელმწიფო ბანკი. სახელმწიფო კაპიტალით აშენდა მეტალურგიული ქარხანა, საფეიქრო, თამბაქოს, ჩაის, შაქრის გადამამუშავებელი ფაბრიკები.

სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში კი სახელმწიფო თითქმის არ ერეოდა, იქ კერძო მეწარმეობა შენარჩუნდა. აგრარული რეფორმა ძირითადად გამოიხატა სახელმწიფო მიწების დარიგებაში უმიწაწყლო გლეხებისთვის, ისიც არა ყველასთვის. საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, სადაც მოხდა ეკონომიკის ყველა დარგის სრული ნაციონალიზაცია (სახელმწიფოს ხელში გადასვლა), თურქეთში კერძო მიწათმფლობელობის, ვაჭრობისა და მომსახურების შენარჩუნებამ ხელი შეუწყო ახალი ბურჟუაზიისა და, საბოლოოდ საშუალო კლასის, შექმნას.

ათათურქის პოლიტიკურმა და სოციალ-ეკონომიკურმა რეფორმებმა თურქეთის საზოგადოება არსებითად შეცვალა და თანდათან დაუახლოვა ის თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციას.

ათათურქის რეფორმები 

საგანმანათლებლო რეფორმები

ოსმალური სკოლები იყო რთული „საგანმანათლებლო სისტემა“, რომელიც დაფუძნებული იყო ძირითადად რელიგიაზე. ოსმალეთის საგანმანათლებლო სისტემას გააჩნდა ინსტიტუტების სამი ძირითადი საგანმანათლებლო ჯგუფი. ყველაზე გავრცელებული ინსტიტუტები იყო მედრესები, რომლებიც ეფუძნებოდნენ არაბულ ენას, ასწავლიდნენ ყურანს და იყენებდნენ მეხსიერების მეთოდს. მეორე ტიპის ინსტიტუტი იყო იდობა და სულთანი, რომლებიც ტანზიმატის ეპოქის რეფორმისტული სკოლები იყვნენ. ბოლო ჯგუფში შედიოდა უცხო ენების კოლეჯები და სკოლები, რომლებმაც უახლესი სწავლების მოდელები გამოიყენეს თავიანთ მოსწავლეთა აღზრდის საქმეში.

თურქული განათლება გახდა სახელმწიფო მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის ბაზის შესაქმნელად. ათათურქის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა განათლება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა: 1923 წლიდან 1938 წლამდე დაწყებითი სკოლების დამსწრე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა 224% -ით, 342,000-დან 765,000-მდე, საშუალო სკოლებში დამსწრე მოსწავლეთა რაოდენობა 12.5-ჯერ გაიზარდა, დაახლოებით 6000-დან 74000-მდე და ა.შ. საშუალო სკოლის დამსწრე სტუდენტების რაოდენობა თითქმის 17-ჯერ გაიზარდა, 1,200-დან 21,000-მდე.

თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ, თურქეთში განათლებას მართავს ეროვნული სისტემა, რომელიც დაარსდა ათათურქის რეფორმების მიხედვით. ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობითი სისტემა.

სავალდებულო განათლება გრძელდება 12 წელი. სწავლა უფასოა საჯარო სკოლებში, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 2001 წლისთვის, ბავშვების ამ ასაკობრივ დიაპაზონში ჩარიცხვის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. საშუალო სკოლის განათლება სავალდებულო არ არის, მაგრამ აუცილებელია უნივერსიტეტებში წარმატების მისაღწევად. 2011 წლისათვის თურქეთში 166 უნივერსიტეტი იყო.

2002 წელს, თურქეთში სწავლის მთლიანმა ხარჯებმა შეადგინა 13.4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის, განათლების ეროვნული სამინისტროს და კერძო და საერთაშორისო ფონდების საშუალებით გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი.

ქემალიზმი

ქემალიზმი (თურქ. Kemalizm), ასევე ცნობილია როგორც Atatürkism (თურქული: Atatürkçülük, Atatürkçü düşünce), ან ექვსი ისარი (თურქული: Altı Ok), არის თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი იდეოლოგია. ქემალიზმის რეფორმა განახორციელა მუსტაფა ქემალ ათათურქმა. იგი გულისხმობდა პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და რელიგიური რეფორმების ვესტერნიზაციას, მათ შორის, დემოკრატიის ჩამოყალიბებას, ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ თანასწორობას (აღსანიშნავია, რომ რეფორმის გათვალისწინებით ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს), სკოლის ეკლესიისგან გამოყოფისთვის შედეგიანად ბრძოლას, მეცნიერების განვითარებას, უფასო განათლების მხარდაჭერას და ა.შ.

ქემალიზმის იდეები ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის არსებობის დროს გაჩნდა, რათა თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი დაშლა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ახალგაზრდა ოსმალებმა სცადეს, რომ ჩამოეყალიბებინათ ოსმალეთის ნაციონალიზმის იდეოლოგია ან ოტომანიზმი, რათა ჩაეხშოთ ეთნიკური ნაციონალიზმის განვითარება და შეეზღუდათ ისლამის გავლენა დემოკრატიაზე. ქემალიზმი თანამედროვე, მოდერნიზებული ფილოსოფიაა, რომელმაც ყველაზე მეტად შეუწყო ხელი თურქეთის რესპუბლიკის დაარსებას და შემდგომში მის განვითარებას.

სამოქალაქო დამოუკიდებლობა

ათათურქის რეფორმები 

სამოქალაქო დამოუკიდებლობის (პოპულარული სუვერენიტეტის) დამკვიდრება გულისხმობდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაპირისპირებას. რეფორმის პროცესს ახასიათებდა ბრძოლა პროგრესისტებსა და კონსერვატორებს შორის. ცვლილებები იყო როგორც კონცეფციურად რადიკალური, ასევე კულტურულად მნიშვნელოვანი. გარდა პოლიტიკური სტრუქტურისა; როგორც სამოქალაქო დამოუკიდებლობის ნაწილი, რელიგიური განათლების სისტემა შეიცვალა ეროვნული განათლების სისტემით 1924 წლის 3 მარტს.

პოპულიზმი

პოპულიზმი (თურქულად: halkçılık) განისაზღვრება, როგორც სოციალური რევოლუცია, რომლის მიზანია პოლიტიკური ძალაუფლების მოქალაქეობაში გადაყვანა. ამასთან, ქემალისტური პოპულიზმი უარყოფს კლასობრივ კონფლიქტს და მიაჩნია, რომ ეროვნული ერთიანობა უპირველეს ყოვლისაა. პოპულიზმის თურქეთში შექმნა ნიშნავს გამაერთიანებელი ძალის შექმნას, რომელიც აერთიანებს თურქეთის სახელმწიფოსა და ხალხის ძალას.

ლიტერატურა

  • S. N. Eisenstadt, "The Kemalist Regime and Modernization: Some Comparative and Analytical Remarks," in J. Landau, ed., Atatürk and the Modernization of Turkey, Boulder, Colorado: Westview Press, 1984, 3–16.
  • Cleveland, William L & Martin Bunton, A History of the Modern Middle East: 4th Edition, Westview Press: 2009, p. 82.
  • Özelli, The Evolution of the Formal Educational System and Its Relation to Economic Growth Policies in the First Turkish Republic, 77–92
  • Kapluhan, Erol (2011), Türkiye Cumhuriyeti'nde Atatürk Dönemi Eğitim Politikaları (1923–1938) ve Coğrafya Eğitimi(PhD thesis) (in Turkish), Marmara University, pp. 203–5
  • Özelli, M. Tunç (January 1974). "The Evolution of the Formal Educational System and Its Relation to Economic Growth Policies in the First Turkish Republic". International Journal of Middle East Studies. London: Cambridge University Press. 5 (1): 77–92. doi:10.1017/s0020743800032803. ISSN 0020-7438. JSTOR 162345.
  • Kili, Suna. “Kemalism in Contemporary Turkey.” International Political Science Review / Revue Internationale De Science Politique, vol. 1, no. 3, 1980, pp. 381–404. JSTOR, JSTOR,
  • www.jstor.org/stable/1601123.

სქოლიო

Tags:

ათათურქის რეფორმები თურქეთის რესპუბლიკაათათურქის რეფორმები რეფორმებიათათურქის რეფორმები ქემალიზმიათათურქის რეფორმები სამოქალაქო დამოუკიდებლობაათათურქის რეფორმები პოპულიზმიათათურქის რეფორმები ლიტერატურაათათურქის რეფორმები სქოლიოათათურქის რეფორმებიეკონომიკათურქული ენაკონსტიტუციაკულტურაოსმალეთის იმპერიაპოლიტიკარელიგიასამართალისეკულარიზაცია (ისტორია)ქემალ ათათურქი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტათბილისის ისტორიანიკო ფიროსმანიცენტნერისაქართველო IX-X საუკუნეებშიფუტკრებიქვიშის კარიერის გენერლებიფოთითამბაქოფარნავაზ Iბიშკეკისაქართველოს გეოგრაფიაენერგიამუშთაიდის ბაღიპაბლო პიკასოლიბერალიზმიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაპითაგორას თეორემაზაქარია ფალიაშვილითეიმურაზ Iქრისტეფორე კოლუმბიანტანტაფენიქსი (მითოლოგია)სასანიანთა იმპერიაალკოჰოლიზმიდავით კაჭარავა25 აპრილიოლიმპიური თამაშებიკონსტანტინოპოლის დაცემაბაგრატიონებიალაზანიგანათლება საქართველოშირუსუდანიბაგრატის ტაძარიდედამიწააფრიკაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგურამ დოჩანაშვილიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტირუსთავიბარბიტურატებითვითმფრინავის ბიჭების საქმეშველიმუხამონღოლებიტურიზმისაქართველოს მდინარეების სიანარიყალაკავკასიაწითელი წიგნიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიაბას I (ირანი)ვარდების რევოლუციასაფრანგეთიშიზოფრენიაიური გაგარინიაბრეშუმის დიდი გზაევთანაზიაჩეხეთიგერმანიის ქალაქების სიალაშა ტალახაძეკარლეს პუჩდემონისითბოსახელმწიფოსქესობრივი აქტიწყნარი ოკეანენაკიანი წელიწადიჭიაკოკონობატაილანდიბაქტერიებიწიგნი სიბრძნე სიცრუისასინონიმებიქართველებისულხან-საბა ორბელიანი26 აპრილითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდემეტრე II თავდადებულიებრაელები🡆 More