ქემალ ათათურქი

მუსტაფა ქემალ ათათურქი (თურქ.

Mustafa Kemal Atatürk), ან მუსტაფა ქემალ ფაშა (თურქ. Mustafa Kemal Paşa) 1921 წლამდე და ღაზი მუსტაფა ფაშა (თურქ. Gazi Mustafa Paşa) 1921—1934 წლებში (დ. 1881, სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია – გ. 10 ნოემბერი, 1938, დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფელდმარშალი, რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა, რომელიც რესპუბლიკის დაფუძნებიდან, 1923 წლიდან, სიკვდილამდე, 1938 წლამდე იყო თურქეთის პრეზიდენტი. მან გაატარა ყოვლისმომცველი პროგრესული რეფორმები, რამაც თურქეთი გარდაქმნა სეკულარულ და ინდუსტრიალიზებულ ქვეყანად. იდეოლოგიურად, მისი სეკულარისტული და ნაციონალისტური პოლიტიკა და სოციალისტურ-პოლიტიკური თეორია ქემალიზმის სახელით გახდა ცნობილი. თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევების გამო, ათათურქი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება.

მუსტაფა ქემალ ათათურქი
ქემალ ათათურქი
მუსტაფა ქემალ ათათურქი
ათათურქი 1932 წელს
ქემალ ათათურქი თურქეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ოქტომბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938
პრემიერ-მინისტრი  ისმეთ ინენიუ
ფეთჰი ოქიარი
ჯელალ ბაიარი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეისმეთ ინენიუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მაისი, 1920 – 24 იანვარი, 1921
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფევზი ჩაქმაქი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 1920 – 29 ოქტომბერი, 1923
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფეთჰი ოქიარი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 სექტემბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეისმეთ ინენიუ

დაბადებულიდაახლ. 1881
სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი10 ნოემბერი, 1938 (57 წლის)
დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობაოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებაოსმალელი, თურქი
დაკრძალულიაანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ანკარა (21 ნოემბერი, 193810 ნოემბერი, 1953)
ანითქაბირი, ანკარა (10 ნოემბერი, 1953-დან)
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მამაალი რიზა ეფენდი
დედაზიუბეიდე ჰანუმი
მეუღლელატიფე უშაქი
ნათესავებიმაკბულე ათადანი (და)
ჯილდოებიიხილეთ სია
ხელმოწერაქემალ ათათურქი

ათათურქი ცნობილი გახდა პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიპოლის ბრძოლაში (1915) ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების უზრუნველყოფის შემდეგ. ოსმალეთის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა თურქეთის ეროვნულ მოძრაობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეების მიერ თურქეთის დაყოფას ომში გამარჯვებულ მოკავშირეთა შორის. თურქეთის დღევანდელ დედაქალაქში, ანკარაში დროებითი მთავრობის შექმნით, მან დაამარცხა მოკავშირეების მიერ გაგზავნილი ძალები და ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, რომელსაც მოგვიანებით „თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის“ უწოდეს. შემდგომში მან გააუქმა უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერია და მის ნაცვლად გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ.

ახლად ჩამოყალიბებული თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში, ათათურქმა წამოიწყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეფორმების მკაცრი პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი იყო თანამედროვე, პროგრესული და სეკულარული ეროვნული სახელმწიფოს აშენება. მან, დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო გახადა და ათასობით ახალი სკოლა გახსნა ქვეყნის მასშტაბით. ასევე შემოიღო ლათინურ ენაზე დაფუძნებული თურქული ანბანი, რომელიც შეცვალა ძველი ოსმალურის თურქული ანბანი. თურქმა ქალებმა თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მიიღეს ათათურქის პრეზიდენტობის დროს. კერძოდ, №1580 კანონის საფუძველზე 1930 წლის 3 აპრილს ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება ადგილობრივ არჩევნებზე და რამდენიმე წლის შემდეგ, 1934 წელს, სრული საყოველთაო ხმის უფლება მიიღეს.

ათათურქის მთავრობა ატარებდა თურქიზაციის პოლიტიკას, რითაც ცდილობდა შეექმნა ერთგვაროვანი, ერთიანი და უპირველეს ყოვლისა სეკულარული ერი თურქული დროშის ქვეშ. ათათურქის დროს, თურქეთში მცხოვრებ უმცირესობებს სთხოვდნენ საჯაროდ თურქულად ელაპარაკათ, მაგრამ ამავე დროს მათ მიეცათ უფლება შეენარჩუნებინათ საკუთარი მშობლიური ენა. გვარის შესახებ კანონის მიხედვით არათურქულ ტოპონიმებს და უმცირესობებს დაევალათ თურქული გვარის მიღება. 1934 წელს, თურქეთის პარლამენტმა მას გვარად „ათათურქი“ მიანიჭა, რაც ნიშნავს „თურქების მამას“, რაც მისი როლის აღიარება გახდა, რომელიც მან თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობაში შეიტანა. ის 1938 წლის 10 ნოემბერს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრეზიდენტის პოსტზე ის პრემიერ-მინისტრმა, ისმეთ ინენიუმ შეცვალა და სახელმწიფო პანაშვიდი გადაუხადა მას.

1981 წელს, ათათურქის დაბადების 100 წლისთავზე, მის ხსოვნას გაერომ და იუნესკომ პატივი მიაგო და მიმდინარე წელი მსოფლიოში „ათათურქის წლად“ გამოაცხადა, ასევე მიიღო რეზოლუცია ათათურქის 100 წლის იუბილეზე, სადაც ის აღწერილია, როგორც „მებრძოლ ლიდერად კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ და „ხალხებს შორის ურთიერთგაგების გრძნობისა და მსოფლიოს ერებს შორის მტკიცე მშვიდობის შესანიშნავი წარმომჩენის, სადაც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა ხალხებს შორის ჰარმონიისა და თანამშრომლობის განსავითარებლად“. ათათურქს ასევე მიენიჭა ჯილდო მსოლფიოში მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა და მეგობრობისთვის, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა ირანი, იუგოსლავია, ერაყი და საბერძნეთი, ასევე ბალკანეთის პაქტის შექმნისთვის, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ფაშისტური იტალიისა და ცარისტული ბულგარეთის ექსპანსიონიზმისთვის.

სახელი

ათათურქი დაიბადა, როგორც „მუსტაფა“. მეორე სახელი „ქემალი“ (რომელიც არაბულად ნიშნავს „სრულყოფილებას“ ან „სიმწიფეს“) მას მათემატიკის მასწავლებელის, კაპიტან მუსტაფა ეფენდის მიერ მიენიჭა. აფეთ ინანის მიხედვით, მისმა მასწავლებელმა ეს სახელი მას (ათათურქს) „მისი შესაძლებლობებისა და სიმწიფის აღფრთოვანებით დაარქვა“. სხვა წყაროების მიხედვით, მის მასწავლებელს სურდა ათათურქის სხვა მოსწავლეებისგან განასხვავება, რომელთაც ასევე ერქვათ „მუსტაფა“. მწერალი ენდრიუ მანგო ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან თავად აირჩია ეს სახელი, ნაციონალისტი პოეტის, ნამიქ ქემალი პატივსაცემად. ჟურნალისტ ალკანის მიხედვით, ათათურქმა, როგორც ჩანს, ჯარში მოღვაწეობის წლებში მიიღო სახელი „ქემალი“.

მას შემდეგ, რაც 1934 წელს პირადობის მოწმობა მიიღო გვარი „ათათურქი“, მისი სახელის ველში ჩაიწერა „ქემალ ათათურქი“, მაშინ, როდესაც სახელი „მუსტაფა“ საერთოდ გაქრა. 1935 წლის თებერვალში, ათათურქმა დაიწყო თავისი „ორიგინალური“ სახელის — „ქემალის“ გამოყენება. ჟურნალ „Tarama Dergisi“ (1934) მიხედვით ქემალი ნიშნავს „ფორტიფიკაციას“, „ციხესიმაგრეს“, „ჯარს“, „ფარს“. 1935 წლის 4 თებერვალს, მთავრობის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს სააგენტომ“ შემდეგი განმარტება გააკეთა:

ქემალ ათათურქი 
„ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის განმარტებისათვის, სახელი „ქემალი“, რომელსაც ათათურქი ატარებს, არ არის არაბული სიტყვა და არც არაბული სიტყვის kemal [„სიმწიფე“, „სრულყოფილება“] მნიშვნელობა გააჩნია. ათათურქის [ნამდვილი] სახელი არის Kamâl, რომელიც თურქულად ნიშნავს ჯარს და ფორტიფიკაციას. რამდენადაც სახელში მოცემული a არბილებს k-ს გამოთქმისას, სახელი აქცენტში უახლოვდება არაბული „ქემალის“ გამოთქმას. ეს არის მსგავსების სრული მასშტაბი. — ანადოლუს საინფორმაციო სააგენტო“

თუმცა, ათათურქი 1937 წლის მაისის შემდგომ დაუბრუნდა „ქემალის“ ძველ მართლწერას. რბილი გადასვლის გამო, მან თავს არიდებდა სახელის გამოყენებას, როგორც შეეძლო, ან საერთოდ არ გამოიყენა იგი, ან ხელს აწერდა დოკუმენტებს, როგორც „K. Atatürk“. ამის ოფიციალური ახსნა არასოდეს გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო, რომ ათათურქის სახელის საკითხი თურქული ენის რეფორმას უკავშირდებოდა.

ადრეული წლები

ქემალ ათათურქი 
სახლი (დღეს მუზეუმი), სადაც ათათურქი დაიბადა და რომელიც მდებარეობს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში

ათათურქი დაიბადა „აჰმეთ სუბაშის“ უბანში ან ისლაჰანეს ქუჩაზე (დღეს აპოსტოლუ პავლუს ქუჩა) მდებარე სახლში (დღეს მუზეუმი), „ქოჯა ქასიმფაშას“ უბანში, სალონიკში (დღეს საბერძნეთი), ოსმალეთის იმპერიაში. მისი მშობლები იყვნენ ალი რიზა ეფენდი, სამხედრო ოფიცერი წარმოშობით კოჯაჯიკიდან (ჩრდილოეთი მაკედონია), მოხელე და ხე-ტყით მოვაჭრე, და ზიუბეიდე ჰანიმი. მუსტაფას მხოლოდ და ჰყავდა, მაკბულე ათადანი, რომელიც 1956 წელს გარდაიცვალა.

ათათურქის წარმომავლობის შესახებ მითები და თეორიები საოცრად მრავალფეროვანი და კონტრასტულია. ენდრიუ მანგოს მტკიცებულობით, ის მუსლიმი, თურქულენოვანი და არასტაბილურად საშუალო კლასის ოჯახიდან იყო. მამამისი, ალი რიზა ეფენდი, ზოგიერთი ავტორის აზრით, წარმოშობით ალბანელი იყო, თუმცა, ფალიჰ რიფკი ათაის, ვამიკ ვოლქანის, ნორმან იცხკოვიცის, მიუჟგიან ჯუნბურის, ნუმან ქართალის და ჰასან იზეტინ დინამოს აზრით, ალი რიზა ეფენდის წინაპრები თურქები იყვნენ, რომლებიც საბერძნეთში ანატოლიიდან, აიდინის პროვინციაში მდებარე სიოქეს რაიონიდან ჩამოვიდნენ. ითვლება, რომ დედამისი, ზუბეიდე, თურქული წარმოშობისაა და შევქეთ სურეია აიდემირის მიხედვით, ის წარმოშობით იორუკი იყო. სხვა წყაროების მიხედვით, დედამისი ებრაელი (Scholem, 2007) ან ბულგარელი (Tončeva, 2009) იყო. ოსმალეთის დროს სალონიკში მცხოვრები დიდი ებრაული თემის გამო, მისი ბევრი პრო-ისლამისტი მოწინააღმდეგე, რომლებიც მისი რეფორმების მოწინააღმდეგენი იყვნენ, აცხადებდნენ, რომ ათათურქის წინაპრები „დიონმე“ (გარდაქმნილები) იყვნენ — ებრაელები, რომლებმაც საჯაროდ ისლამი მიიღეს, თუმცა, ფარულად მაინც იუდაიზმის ერთგულები დარჩნენ.

ადრეულ წლებში, დედამ აიძულა ათათურქს რელიგიურ სკოლაში სწავლა, რაც მან მოკლე ვადაში და უხალისოდ შეასრულა. მოგვიანებით, მამამისის მითითებით სწავლობდა „შემსი ეფენდის სკოლაში“ (კერძო სკოლა, საერო სასწავლო გეგმით). შვიდი წლის ასაკში, ათათურქს მამა გარდაეცვალა. დედამისს სურდა, რომ მას ესწავლა მოვაჭრის პროფესია, მაგრამ მათ დაუკითხავად, 1893 წელს, ათათურქმა ჩააბარა სალონიკის სამხედრო სკოლაში. 1896 წელს იგი ჩაირიცხა მონასტირის სამხედრო სკოლაში (თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონია). 1899 წლის 14 მარტს ჩაირიცხა ოსმალეთის სამხედრო აკადემიაში, რომელიც მდებარეობდა ოსმალეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, შიშლის რაიონში, პანგალთის უბანში, და რომელიც დაასრულა 1902 წელს. მოგვიანებით, 1905 წლის 11 იანვარს, დაამთავრა ოსმალეთის სამხედრო კოლეჯი კონსტანტინოპოლში.

სამხედრო კარიერა

ადრეული წლები

სწავლის დასრულებიდან მალევე, ის პოლიციამ ანტიმონარქისტული საქმიანობისთვის დააკავა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი მისი ყოფილი სკოლის დირექტორის, რიზა ფაშას მხარდაჭერით გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ათათურქი დაინიშნა დამასკოში განლაგებული მეხუთე არმიის შტაბის კაპიტნათ, ალი ფუატთან (ჯებესოი) და ლიუტფი მიუფიტთან (იოზდეში) ერთად. შემდგომში ის შეუერთდა რეფორმისტ ოფიცერთა მცირე საიდუმლო რევოლუციურ საზოგადოებას სახელად „სამშობლო და თავისუფლება“ (Vatan ve Hürriyet), რომელსაც ხელმძღვანელობდა ვაჭარი მუსტაფა ელვანი (ჯანთექინი).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქემალ ათათურქი სახელიქემალ ათათურქი ადრეული წლებიქემალ ათათურქი სამხედრო კარიერაქემალ ათათურქი იხილეთ აგრეთვექემალ ათათურქი რესურსები ინტერნეტშიქემალ ათათურქი სქოლიოქემალ ათათურქი10 ნოემბერი18811921192319341938XX საუკუნეათათურქის რეფორმებიდოლმაბაჰჩეთურქებითურქეთითურქეთის პრეზიდენტითურქული ენაინდუსტრიული რევოლუციაოსმალეთის იმპერიასალონიკისეკულარიზმისტამბოლიქემალიზმიღაზი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კავკასიასაქართველო XVI საუკუნეშიალპებიბარსელონაოლიმპიური თამაშებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილათინური ენანაკიანი წელიწადისინგაპურიუფლისციხესომხური სამოციქულო ეკლესიასაქართველო XIII საუკუნეშიხევისბერი გოჩათხის რქა (ასტროლოგია)ნიკა კვეკვესკირისაქართველო V საუკუნეშიპუნიკური ომებიალეგორიაამირანი (მითოლოგია)დაუნის სინდრომივახტანგ VIრუსეთ-საქართველოს ომი (2008)ბარდა სკლიაროსიკოლხეთის სამეფოატომიმეტაბოლიზმიგაერთიანებული სამეფოკრასუსიიმერეთისაქართველო IV საუკუნეშილეიკოციტებიდიოკლეტიანენივთიერებათა ნარევიThe Beatlesშამქორის ბრძოლა (1195)გლობალური დათბობა69 (სექსუალური პოზა)მონღოლთა იმპერიაცივი ომიჰაერის დაბინძურებაოიდიპოს მეფეაუტიზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004კავკასიონირუსეთიარჩილ არველაძებახტრიონის ბრძოლაგელზენკირხენილარიფოტოსინთეზიდინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიერეკლე IIკონსტიტუციადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)დედამიწის სტრუქტურასაქართველოს პრეზიდენტისაქართველოს ქალაქებიკილომეტრიედუარდ შევარდნაძევარლამ ლიპარტელიანიარქაიზმიჩუტყვავილანიკეიუდაიზმიმუსიკაჰეტეროსექსუალობაეგვიპტემთვარის დაბნელებაახალციხეკულტურალურჯი ვეშაპიტოტალიტარიზმიდავით ყიფიანიმდინარედადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითამბაქო🡆 More