იდეოლოგია

იდეოლოგია (ბერძ.

ιδεολογία < ιδεα — „იდეა“; λογος — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — იდეების, შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფში (მაგალითად სახელმწიფოში) მიღებულ ნორმად, სახელმძღვანელო იდეებად არის აღიარებული, ან შეიძლება იყოს აღიარებული.

გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და ა.შ. იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმაში — ფილოსოფიაში, პოლიტიკაში, სამართალში, ხელოვნებაში და ა. შ.

იდეოლოგიის ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში შეიქმნა. ვინაიდან საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყო და უარყო პოლიტიკის რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მოძღვრებით, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად და ორიენტირებული იქნებოდა რაციონალობაზე, მეცნიერებაზე (სიტყვის მეორე ნაწილი — ლოგია — სწორედ ამაზე მიანიშნებს).

შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადასხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წინამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი:

  1. გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე - ადამიანთა საზოგადოებაზე);
  2. ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე. ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას (პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა, ტრადიციების დაცვა და ა.შ.);
  3. პრაქტიკული მოქმედების პრინციპი, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ბერძნული ენაიდეასახელმწიფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შავი ზღვაგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)პაბლო პიკასოქრომოსომაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემახინკალისაქართველოს კანონიათონის ივერთა მონასტერიდუბაიკვიპროსიშინაური ძაღლიტურიზმილიონელ მესიზოდიაქოდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითაშმიჯაბიდემეტრე Iცხოველებიმთავარი გვერდიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაზაფხულისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიFacebookრიმა ბერაძემარი ანტუანეტიალექსანდრე ყაზბეგირომაული ხელოვნებაპითაგორაგველის-მჭამელიმორალისილიციუმისაქართველოს პარლამენტივერძი (ასტროლოგია)ბახტრიონის ბრძოლაქართლის ცხოვრებაანტანტასანტიმეტრილადო ასათიანივეშაპისნაირნიბაბუაწვერაპოლიტიკური პარტიები საქართველოშითელავიტონააღდგომადეციმეტრიპოპ-მუსიკაგულისაქართველოს წითელი ნუსხასამკუთხედითემურლენგიასტრიდ ლინდგრენიევროპის დროშასალომე ზურაბიშვილიქართველებიმგელიალკოჰოლური სასმელისოფლის მეურნეობამიხეილ ხერგიანისაქართველოს ქალაქებიავსტრალია (კონტინენტი)არალის ზღვაილარიონ ტალახაძეეგვიპტის პირამიდებისაქართველოს ეროვნული პარკების სიაგერმანიაავსტრიაჯაბა კანკავანიკა გვარამიაევროპული საბჭოორალური სექსისითბობაში-აჩუკი (ფილმი)ქართული დამწერლობასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)დაცული ტერიტორიანიამორისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა🡆 More