ბახტრიონის ბრძოლა

ბახტრიონის ბრძოლა — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი.

გაიმართა 1659 წელს. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ.

კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.

ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.

ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა „ბახტრიონი“ და ასევე მის შესახებაა ლიტერატურული ნაწარმოები „ბაში-აჩუკი“. ასევე გადაღებულია ფილმი „ბაში-აჩუკი“. ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები იკორთის მონასტერში არიან დაკრძალულები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

1659ბიძინა ჩოლოყაშვილიელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)ზაალ არაგვის ერისთავიირანელებიკახეთის აჯანყება 1659შალვა ქსნის ერისთავი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უკრაინალეიკოციტოზიალექსანდრე პუშკინითავისუფლება (ფილოსოფია)თხის რქა (ასტროლოგია)ბახტრიონი (პოემა)ქისტებისამკურნალო მცენარეებითამბაქოიბერიანეიტროფილებიბალდუინ IV იერუსალიმელიფეხბურთივლადიმერ ლენინიმონაკომრავალკუთხედიკახეთისოციალიზმიThe Beatlesკვადრატისამკუთხედიქართული ფილმების სიაპარიზიქვეწარმავლებიქართველები რუსეთშინივთიერებაუჯრედისაქართველოს მმართველთა სიარითმააღმოსავლეთი საქართველოიუსტინიანე Iაბსტრაქციავენერასაქართველოს სამეფოანანურის ციხემსოფლიოს ვალუტებიერითროციტებიაფრიკის ქვეყნების სიამთვარის დაბნელებადედამიწადეციმეტრიმიხეილ სააკაშვილიერთა ლიგაინგლისიმღრღნელებიწყალიტყეორგაზმიენგურის ჰიდროელექტროსადგურიანგარიშთა გეგმამეგობრობაუინსტონ ჩერჩილიმარქსიზმიფერნანდო მაგელანიოქროს კვეთაფინიკიელებიწიგნი სიბრძნე სიცრუისაემპათიაკავკასიავარშავის პაქტიცხელი ძაღლინიკო ფიროსმანიმედეა (მითოლოგია)კლიმატიპრომეთერიკოთის უღელტეხილიმარკეტინგიფაშიზმიგიორგი ლეონიძეთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიგიორგი მამარდაშვილიეთიკაალბერტ აინშტაინიძირითადი საშუალების ცვეთადედამიწის სტრუქტურა🡆 More