ფილების ტექტონიკა

ფილების ტექტონიკა (ლათ.

ბერძნ. τεκτονικός — სამშენებლო) — საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო თეორია, რომლის თანახმად, დედამიწის ლითოსფერო შედგება რიგი მსხვილი ტექტონიკური ფილისგან, რომელთა ნელა მოძრაობა დაიწყო დაახლოებით 3.4 მილიარდი წლის წინ. მოდელი დაფუძნებულია კონტინენტური დრიფტის კონცეფციაზე, რომლის იდეა განვითარდა XX საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში. ფილების ტექტონიკა გეომეცნიერთა მიერ საყოველთაოდ გახდა აღიარებული ზღვის ფსკერის სპრედინგის დამტკიცების შემდეგ, 1960-იანი წლების შუა ხანების ბოლოს.

ფილების ტექტონიკა
დედამიწის ტექტონიკური ფილების რუკა
ფილების ტექტონიკა
დედამიწის შიდა ფენის დიაგრამა

დედამიწის ლითოსფერო, როგორც დედამიწის ყველაზე გარე, მყარი გარსი (ქერქი და ზედა მანტია), დაყოფილია შვიდ ან რვა ძირითად (განსაზღვრულობის მიხედვით) და მრავალრიცხოვან მცირე ფილად ან „ფირფიტად“. იქ, სადაც ფილები ერთმანეთს ხვდება, მათი ფარდობითი მოძრაობა განსაზღვრავს ფილების საზღვრის ტიპს: კონვერგენტულს, დივერგენტულს ან ტრანსფორმულს. მიწისძვრა, ვულკანური აქტივობა, მთათწარმოშობა და ღრმა ზღვის ღარის წარმოქმნა მიმდინარეობს ამ ფილების საზღვრის გასწვრივ. ფილების ფარდობითი მოძრაობა ტიპურად მერყეობს ნულიდან 10 სმ-მდე წელიწადში.

ტექტონიკური ფილები შეიცავს ოკენურ ლითოსფეროსა და მსხვილ კონტინენტურ ლითოსფეროს, რომლებიც დაფარულია საკუთარი ქერქით. კონვერგენტული საზღვრების გასწვრივ ორი ფილა ერთმანეთისკენ გადაადგილდება; დაკარგული მასალის ფართობი ზღვის ფსკერის სპრედინგით დაბალანსებულია ახალი (ოკეანური) ქერქის ჩამოყალიბებით დივერგენტული კიდეების გასწვრივ. ამგვარად, ლითოსფეროს გეოიდის ზედაპირის საერთო ფართობი მუდმივი რჩება. ფილების ტექტონიკის ასეთი პროგნოზი აგრეთვე მოიხსენიება, როგორც სარტყლის კონვეიერის პრინციპი. ადრინდელი, უარყოფილი იდეებიდან აღსანიშნავია თანდათანობითი შეკუმშვის (კონტრაქციის) ან დედამიწის თანდათანობითი გაფართოების ჰიპოთეზები.

ტექტონიკურ ფილებს მოძრაობის უნარი აქვთ, ვინაიდან დედამიწის ლითოსფეროს გააჩნია უფრო დიდი მექანიკური სიმტკიცე, ვიდრე ქვეფენილ ასთენოსფეროს. მანტიის გვერდითი სიმჭიდროვის ცვლილება კონვექციის შედეგია; ამის მიზეზია დედამიწის მყარი მანტიის ნელი, მცოცავი მოძრაობა. ითვლება, რომ ფილების გადაადგილებას იწვევს ზღვის ფსკერის მოძრაობა სპრედინგული ქედების გასწვრივ და ქერქის სიმჭიდროვის ცვლილება. სუბდუქციის ზონებზე შედარებით ცივი, მჭიდრო ოკეანური ქერქი „ჩაწოლილია“ ან მანტიაშია დაძირული ქვემოთკენ მანტიური უჯრედის კონვერგენტულ ფრთაზე. თითოეული ამ ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობა და ერთმანეთთან კავშირი გაურკვეველია და ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი განხილვის საგანია.

სქოლიო

Tags:

XX საუკუნედედამიწის ლითოსფეროლათინური ენაძველი ბერძნული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს სამოქალაქო ომიგონიოს ციხეკანადაფოთიმერაბ მამარდაშვილიმინერალებიფიტარეთის მონასტერიცხოველებიგულიგიორგობაბუდაპეშტიანბანიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიფეხბურთიირლანდიაალმასიათეროსკლეროზინახშირწყლებიბიძინა ჩოლოყაშვილიThe Beatlesშავი ზღვაწიგნი სიბრძნე სიცრუისაყირიმის ომიჰაერიინტერნეტიეგვიპტესაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიბახტრიონის ბრძოლაბუნებრივი რესურსებიამეთვისტოაბო თბილელის წამებაატომიმუშთაიდის ბაღითურქეთის ისტორიასაქართველოს სახელმწიფო გერბიირაკლი კობახიძეავსტრიათორნიკე ერისთავიტიტანიკითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიისრაელიქართული ფილმების სიაშალვა პაპუაშვილიენცეფალოპათიალეიკოციტებიილია ჭავჭავაძეირემიეოზონოფილებიმანგლისიასურეთი1832 წლის შეთქმულებაოქროს კვეთალეიკოციტოზითემურლენგიძალაალუდა ქეთელაურიძველი ეგვიპტეშვეიცარიაკუნილინგუსისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეინგლისური ენავიტამინებიელინიზმიფუტკრები9 აპრილის ტრაგედიათეთრი დათვიიაკობ გოგებაშვილილიტრისიყვარულივაჟა-ფშაველადასავლეთ რომის იმპერიის დაცემა26 აპრილიევროპის პარლამენტიბორჯომითამბაქოშუა საუკუნეები🡆 More