ივანე მაჩაბელი

ივანე გიორგის ძე მაჩაბელი (დ.

8 თებერვალი [ ძვ. სტ. 27 იანვარი], 1854, თამარაშენი, ახლანდელი ქურთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ივლისი [ ძვ. სტ. 26 ივნისი], 1898, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.

ივანე მაჩაბელი
ივანე მაჩაბელი
დაბადების თარიღი 27 იანვარი (8 თებერვალი), 1854
დაბადების ადგილი თამარაშენი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 ივნისი (8 ივლისი), 1898 (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელმოწერა ივანე მაჩაბელი

ბიოგრაფია

ივანე მაჩაბელი დაიბადა გაღარიბებული მემამულის გიორგი მაჩაბლის ოჯახში. ბავშვობა მან უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. ივანე აღზარდა პაპიდამ, ელენე დიასამიძემ. ივანე მაჩაბელმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა. საშუალო ცოდნას იგი თბილისში, გიმნაზიაში იღებდა. ჭაბუკი გატაცებით ეწაფებოდა ქართულ და რუსულ ლიტერატურას, ბეჯითად სწავლობდა უცხო ენებს. გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1871 წელს, გაემგზავრა პეტერბურგში, თავის ძმასთან – ვასილთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

ივანე მაჩაბელი ამ დროს ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მალე, ძმის ზეგავლენით, იგი დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა. პეტერბურგის უნივერსიტეტში ორ ფაკულტეტზე სწავლას ი. მაჩაბლისათვის ხელი არ შეუშლია გაეღრმავებინა თავისი ერუდიცია ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში. იგი გაუტაცნია პროგრესულ საზოგადოებრივ იდეებს.

ივანე მაჩაბლის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდენეს 60-70-იანი წლების რუსეთის რევოლუციონერ-დემოკრატებმა. ამ დროს რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებდნენ მოწინავე ქართველი ახალგაზრდებიც. აღსანიშნავია, რომ ქართველ რევოლუციონერ ხალხოსნებს სამშობლოში დაბრუნებისას პრაქტიკულად დაუკავშირდა ივანე მაჩაბელი.

1873 წლის ზაფხულში, ბანკის საქმეების გამო, პეტერბურგში ჩავიდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ვასილ მაჩაბელთან. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირის ნაწარმოებები. 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი.

1874 წელს ივ. მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო.

1878 წელს ივ. მაჩაბელი საფრანგეთიდან პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში მოხსენებებს კითხულობდა ლიტერატურულ თემებზე, ერთი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში, გაზეთი დაიხურა მთავრობის მიერ, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა.

1897 წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა ჩირქოვანი პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

185418988 თებერვალი8 ივლისითამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)თბილისიქართველებიქურთის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დიდი ოთხშაბათიკილომეტრიბარსელონაგალაკტიონ ტაბიძეგამზრდელი (პოემა)ვერძი (ასტროლოგია)საქართველოს პრემიერ-მინისტრიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებარომის დაარსებასაქართველოს ტერიტორიული მოწყობადიდება (ჰიმნი)ედუარდ შევარდნაძექვეყნების სიაარმაზი (ღვთაება)დემეტრე II თავდადებულისულეიმან Iკახეთის აჯანყება (1659)ზურაბ იარაჯულიიოჰან სებასტიან ბახიმწყერიჭიამაიასებრნითახვიოიდიპოს მეფესახარებამინერალების სიასაქართველოს ფრინველთა სიასამკუთხედიდემოკრატიამიკროსკოპიინფორმაციამშრომელთა საერთაშორისო დღეამფიბიებიანბანიმონა ლიზასაქართველოს ქალაქებიავტორიტარიზმილიბერალიზმიგავრილოვის ღამეილია IIგიორგი IV ლაშანიუტონის კანონებიცხოველებიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)არაბთა გაერთიანებული საამიროებიქართული ხალხური ცეკვებიანგარიშთა გეგმაქაშვეთის ეკლესიათავისუფლების ქანდაკებაწინადადებადუნაისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ბართლომეს ღამეწმინდა გიორგირკინასაჭმლის მომნელებელი სისტემაჩერნობილის კატასტროფაქუნთრუშასუვერენიტეტიალმასიუქმე დღეები საქართველოშიგერმანიის უქმე დღეებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიმართლმადიდებლობავახტანგ გომელაურიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაამიერკავკასიური ზაზუნაევერესტიასურეთინილოსიაშშ-ის სამოქალაქო ომიღამურასამცხე-ჯავახეთის მხარეიოჰან გუტენბერგილაშა ბექაურიპუნიკური ომებიერითროციტები🡆 More