ჯოული

ჯოული (აღნიშვნა: ჯ, J) — ენერგიის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.

მას სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის, ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის პატივსაცემად. განმარტებით, 1 ჯოული არის ენერგია, რომლებიც იხარჯება 1 ნიუტონი ძალის მიერ რაიმე სხეულის 1 მეტრით გადაადგილებისას. სხვა ერთეულებთან მიმართებაში სამართლიანია შემდეგი თანაფარდობები:

ჯოული
სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული.
სიდიდე: ენერგია.
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ): J
ეპონიმი: ჯეიმზ პრესკოტ ჯოული
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ. 1 კგ 2 წმ-2
გაუსის ერთეულებში 107 ერგი

1 ჯოული ასევე შეესაბამება შემდეგ ენერგიას/მუშაობას:

  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 კულონი მუხტის 1 ვოლტი პოტენციალთა სხვაობაში გადასაადგილებლად. ანუ განხომილებით 1 ჯოული=1 კულონი X 1 ვოლტი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვოლტის განმარტებისთვის;
  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 ვატი სიმძლავრის შესაქმნელად 1 წამში. ანუ 1 ჯოული=1 ვატი X 1 წამი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვატის განმარტებისთვის.

კავშირი ნიუტონ-მეტრთან

მიუხედავად იმისა, რომ განზომილების თვალსაზრისით კორექტულია ჯოულის გამოსახვა, როგორც ნიუტონი·მეტრზე, ასეთი მიდგომა სასურველი არ არის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ძალის მომენტთან. ენერგია და ძალის მომენტი ფუნდამენტურად განსხვავებული ფიზიკური სიდიდეებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად ერთნაირი განზომილება აქვთ. მაგალითად, თუ 1 ნ·მ ძალის მომენტს მივუმატებთ 1 ნ·მ ენერგიას, მივიღებთ (განზომილების მიხედვით) კორექტულ შედეგს, 2 ნ·მ, თუმცა ნათელია, რომ მიღებულ სიდიდესს არანაირი ფიზიკური აზრი არ აქვს.

ტიპური მნიშვნელობები

ერთი ჯოული დაახლოებით ტოლია:

  • ენერგიისა, რომელიც საჭიროა 1 პატარა ვაშლის 1 მეტრ სიმაღლეზე ასაწევად.
  • ენერგიისა, რომელიც გამოიყიფა, როდესაც იგივე ვაშლი ეცემა 1 მეტრი სიმაღლიდან.
  • ენერგიისა, რომელსაც ადამიანი სითბოს სახით გამოყოფს ყოველი წამის მეასედში.
  • იმ ენერგიის მეასედისა, რომელსაც ადამიანი იღებს ერთი წვეთი ლუდის დალევით.
  • 23 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის კინეტიკური ენერგიისა.

გადაყვანა სხვა ერთეულებში

1 ჯოული არის:

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჯოული კავშირი ნიუტონ-მეტრთანჯოული ტიპური მნიშვნელობებიჯოული გადაყვანა სხვა ერთეულებშიჯოული იხილეთ აგრეთვეჯოული ლიტერატურაჯოული რესურსები ინტერნეტშიჯოული სქოლიოჯოულიენერგიაერთეულთა საერთაშორისო სისტემამეტრინიუტონიძალაჯეიმზ პრესკოტ ჯოული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლუკა ლოჩოშვილისაქართველოს ეროვნული მუზეუმიფელტინს არენაინოლა გურგულიაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024საქართველო XII-XIII საუკუნეებშიალმასიგორიბიჭვინთასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიქრისტიანობატემპერამენტის ტიპებითავისუფლების ქანდაკებააღა-მაჰმად-ხანიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმოსწავლებაყაყისაკუთარი და საზოგადო სახელებიმდგრადი განვითარებაგაზაფხულიბალეტიგნეუს პომპეუს მაგნუსიანტონიმიაშშ-ის პრეზიდენტების სიაილია თოფურიაკურდღელიაბანოთუბანიაფხაზეთის ომი (1992-1993)აფრიკააშშ-ის სამოქალაქო ომილიბრეტოთანდებულიოთარ გაბელიაპოსეიდონიცივი ომიOmniwebჰემოგლობინიიუსტინიანე Iკახა კალაძეილია ჭავჭავაძეალცჰაიმერის დაავადებარუსუდანინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ბაიკალიზმნაპაბლო პიკასოქართული მითოლოგიაყვავილოვანი მცენარეებიცენტნერიენგურიეგვიპტესვეტიცხოველიარგონავტებიდიდგორის ბრძოლადავით მუჯირი (უფროსი)აქლემიჰერაკლეაფრიკის ქვეყნების სიარელიგია საქართველოშისიგნალ იდუნა პარკიღვიძლიდორტმუნდიბახტრიონის ბრძოლაარჩვიკონსერვატიზმიქანი (გეოლოგია)ვენდეტალომირომიღვარცოფივაჟა-ფშაველაგველის-მჭამელირაჭააჭარაემინემიბერძნული კოლონიზაცია🡆 More