ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო იმერეთის მხარეში, ისტორიული არგვეთის საერისთავოში.

იგი ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რუკა

გეოგრაფია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ქუთაის-გაენათის ეპარქია, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის ეპარქია, სამხრეთ-დასავლეთიდან კი - ურბნისისა და რუისის ეპარქია.

ისტორია

ისტორიულ წყაროთა ცნობით ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ეს მხარე თავიდანვე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი ოთხამდე შემცირდა. 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა.

ჭიათურის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა. მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე ითავსებდა, 1998 წლის 8 ოქტომბრიდან მას მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მართავდა, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დანიელ დათუაშვილს. მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია გეოგრაფიაჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ისტორიაჭიათურისა და საჩხერის ეპარქია იხილეთ აგრეთვეჭიათურისა და საჩხერის ეპარქია რესურსები ინტერნეტშიჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაიმერეთის მხარესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაჩხერის მუნიციპალიტეტიჭიათურის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩარლი ჩაპლინითავისუფლება (ფილოსოფია)ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთინათინ ჭულუხაძექუთაისიძველი ეგვიპტექართული სამზარეულონოე ჟორდანიაფუტურიზმიმინერალებიიულიუს კეისარისაქართველოს გეოგრაფია26 აპრილისამასი არაგველიერთა ლიგაოპერაგაპიროვნებაენცეფალოპათიაორალური სექსიბრუნებადათვისილიციუმიალკანიგოდერძი ჩოხელიდიდი ხუთშაბათიგიორგი III (საქართველოს მეფე)ამიერკავკასიური ზაზუნაიმპრესიონიზმიჰაერის დაბინძურებაერეკლე IIკამეჩებიცოტნე დადიანიშენგენის ზონაქართული დამწერლობამაგნიუმიაბანოთუბანილეიკოციტოზიინსულტიგრიგოლ ხანძთელითეიმურაზ Iიგიპლანეტასაქართველო IX-X საუკუნეებშიგაზაფხულიილონ მასკიმუშთაიდის ბაღიფერნანდო მაგელანიმდგრადი განვითარებადისიდენტიაბრეშუმის ჭიაბაში-აჩუკიფარნავაზ Iგოგონა მარგალიტის საყურითსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიაზოზაფხულიმარტივი რიცხვიპაბლო პიკასოლუქსემბურგისამცხე-ჯავახეთის მხარებაში-აჩუკი (ფილმი)მსოფლიოს მოსახლეობარომის რესპუბლიკამსოფლიო მიზიდულობის კანონიჩრდილოეთი ამერიკაგიორგი სააკაძეივანე ჯავახიშვილივიკიპედიაქვეწარმავლებიკანონიერი ქურდიბერძნული მითოლოგიასელჩუკთა სახელმწიფოკაპიტალიზმიმალტასეტყვაკურდღელისომხური სამოციქულო ეკლესიაემპათია🡆 More