ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა

შრომა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი).

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შრომა.

სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.

სოფელი
შრომა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა
შრომის თემის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 41°59′19″ ჩ. გ. 41°50′14″ ა. გ. / 41.98861° ჩ. გ. 41.83722° ა. გ. / 41.98861; 41.83722
ადრეული სახელები მიქელგაბრიელი
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 392 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,9 %
სომხები 3,8 %
უკრაინელები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.

ისტორია

სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძარი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიის დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.

1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა. სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. ამ დროისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული. 1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლად, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.

საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927 წლისთვის ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935 წელს კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების კოლმეურნეობის შემდეგ. 1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა. და სოფლის კლუბი. 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის. მოქმედებდა გენიჩესკელ კოლმეურნეებთან მეგობრობის მუზეუმი.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 510
2002 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა  715
2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა  392 188 204

ცნობილი ადამიანები

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა გეოგრაფიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა ისტორიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა მოსახლეობაოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა ცნობილი ადამიანებიოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა გალერეაოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა ლიტერატურაოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომა სქოლიოოზურგეთის მუნიციპალიტეტი შრომაბიბლიოთეკაგურიის მხარევაკე (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)თემიმოცვნარიოზურგეთის მუნიციპალიტეტიორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)საქართველოსოფელიხრიალეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დემოკრატიაშვეიცარიაბრესტ-ლიტოვსკის ზავინიდერლანდებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობალეიკოციტოზიაფრიკის ქვეყნების სიაქვეყნების სიაბალდუინ IV იერუსალიმელიბელგიანიკო ფიროსმანიამირანი (მითოლოგია)თევდორე კველთელიმამაო ჩვენოჯვაროსნული ლაშქრობებირუსუდანიპიერ პაოლო პაზოლინიქართული საბჭოთა ენციკლოპედიალეონარდო და ვინჩიშავი ზღვატრეფიკინგილუვრისამცხე-ჯავახეთის მხარეთაკო ჩხეიძეკარტოფილიდინოზავრებიზვიად გამსახურდიათავის ტვინიირლანდიადენის ძალადემაგოგიასეფსისითამარ მეფელევან საგინაშვილინოდარ დუმბაძეოსმალეთის იმპერიაკურდღელიბიზანტიის იმპერიაქუთაისიგერმანიის გაერთიანება (1871)ანტიკური ხანავერცხლიჭიანჭველასებრნირესპუბლიკასაქალწულე აპკიანგარიშთა გეგმადედა ენამტირალას ეროვნული პარკიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაქართველოს დიდი სოფლებიკულტურაიბერიააბას I (ირანი)ალექსანდრე ყაზბეგირომიშალვა პაპუაშვილიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითთეიმურაზ IIერთა ლიგასვასტიკაუჯრედიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკუებიაშშ-ის სამოქალაქო ომიმასტურბაციარუსეთის იმპერიავახტანგ VIსიმკვრივერელიგია69 (სექსუალური პოზა)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკანაწლავებიერეკლე II-ის ოჯახიმონარქიამწერებიმერკანტილიზმიმეტამორფოზისაუდის არაბეთი🡆 More