ფილიპინების კლიმატი

ფილიპინების კლიმატი ― მოიცავს ხუთ სხვადასხვა კლიმატს: ეკვატორულ, ტროპიკულ მუსონურ, ტროპიკული სავანის, სუბტროპიკულ ოკეანურ და ოკეანურ კლიმატს.

ფილიპინებში ორი სეზონი გამოიყოფა: წვიმების სეზონი და მშრალი სეზონი, რაც ნალექიანობის მაჩვენებელზეა დაფუძნებული. ტემპერატურის მიხედვით, ყველაზე თბილი თვეები მარტიდან ოქტომბრამდეა, ხოლო ზამთრის მუსონებს ცივი ჰაერის მასები ნოემბერიდან თებერვლამდე პერიოდში მოაქვთ. ყველაზე თბილი თვე მაისია, ხოლო ყველაზე ცივი თვე ― იანვარი. ფილიპინებში ამინდის მონიტორინგს ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიური მომსახურებების ადმინისტრაცია ახორციელებს.

ფილიპინების კლიმატი
ფილიპინების კლიმატური რუკა კიოპენ-გეიგერის კლასიფიკაციით

ნალექიანობა

ფილიპინების კლიმატი 
ფილიპინების კლიმატის რუკა კორონასის მოდიფიცირებული კლასიფიკაციით, რომელიც 1951-2010 წლებში ნალექების განაწილების მიხედვით შეიქმნა

ზაფხულის მუსონები და სამხრეთ-დასავლეთის მუსონები (ფილ: Habagat) დასავლეთ ნაწილში დომინირებენ და ნალექების უხვი რაოდენობით გამოირჩევიან (წყლის ორთქლის მაღალი კონდენსაციის გამო). მუსონების ინტენსივობა და ხანგრძლივობა წლიდან წლამდე განსხვავებულია. საპირისპიროდ, ზამთრის მუსონები და ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონები (ფილ: Amihan) ფილიპინების აღმოსავლეთ ნაწილში დომინირებს და ხშირად გვალვებს იწვევს.

ზაფხულის მუსონებს არქიპელაგის დიდ ნაწილში უხვი რაოდენობით ნალექები მოაქვს მაისიდან ოქტომბრამდე. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 5 000 მმ-დან (ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მთიანეთში) 1000 მმ-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე (არქიპელაგის ზოგიერთ ხეობაში) მერყეობს. მუსონური წვიმებს ჩვეულებრივ ძლიერი ქარები და ტალღები არ ახასიათებს.

ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლის 30%-ზე მეტი არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული ციკლონების შედეგად მოდის. ეს მაჩვენებელი სამხრეთ კუნძულებზე ნალექების მთელი მაჩვენებლის 10%-ზე ნაკლებია. ყველაზე თბილი ტორპიკული ციკლონი, რომელმაც არქიპელაგის ამინდზე გავლენა იქონია, 1911 წლის ივლისის ციკლონი იყო. მისი გავლენით, ბაგიოში ოთხი დღის მანძილზე ნალექიანობის მაჩვენებელი იყო: 879.8 მმ, 733.6 მმ, 424.9 მმ და 200.4 მმ, რასაც 1911 წლის ოქტომბრიდან მომდევნო წლის მაისამდე გვალვა მოჰყვა.

ტაიფუნები

ფილიპინების კლიმატი 
მარტიდან სექტემბრამდე ფილიპინებში ნალექი ხშირად ქარიშხლების დროს მოდის

ფილიპინები ტაიფუნის ჯაჭვის გასწვრივ მდებარეობს. ქარიშხლები ძირითადად ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ხდება და კლიმატის ცვლილება ტაიფუნებს კიდევ უფრო ამწვავებს. ფილიპინების კუნძულებზე ტროპიკულ ციკლონებს ბაგიოს (Bagyo) ეძახიან. ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიური მომსახურებების ადმინისტრაციის მიერ 1984-2004 წლებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ფილიპინების საპასუხისმგებლო ტერიტორიაზე ყოველწლიურად საშუალოდ 28 ქარიშხალი ან/და ტაიფუნი ხდება, რომელთაგანაც 9 არქიპელაგს კვეთს. 1993 წელს ფილიპინებს 19-მა ტაიფუნმა გადაუარა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო ერთი წლისთვის. 1955, 1958, 1992 და 1997 წლებში ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ 4-4 ტაიფუნი დაფიქსირდა.

ფილიპინების ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიური მომსახურებების ადმინისტრაცია ტაიფუნებს ქარის სიჩქარის მიხედვით ხუთ კატეგორიად ჰყოფს. როგორც კი ტაიფუნი ფილიპინების პასუხისმგებლობის სივრცეში შევა, სიძლიერის მიუხედავად, მას ადგილობრივ სახელს ანიჭებენ, მედიის, მთავრობისა და საზოგადოების მიერ ტაიფუნების იდენტიფიკაციის გამარტივებისთვის.

ფილიპინებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი 2013 წლის ნოემბერში დაატყდა თავს, რომელსაც 6 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი დაიკარგა და 20 000-მდე ადამიანი დაშავდა. ტაიფუნ ჰაინანს ადგილობრივები იოლანდას ეძახიან. ქარის სიჩქარემ 315 კმ/სთ მიაღწია.

კლიმატის ტიპები

ფილიპინების კლიმატის კლასიფიკაციის ოთხი ტიპი გამოოიყოფა, რაც ქვეყანაში ნალექების განაწილებაზეა დამოკიდებული. I ტიპის კლიმატში ორი სეზონია გამოხატული: მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წლის დანარჩენ დროს. Ii ტიპის კლიმატში მშრალი სეზონი არ არის გამოხატული, თუმცა ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდი ნალექებით ხასიათდება. Iii ტიპის კლიმატის დროს სეზონები არ არის მკვეთრად გამოხატული. მშრალი სეზონი სუსტად გამოხატული სახით ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, წვიმების სეზონი კი, წელიწადის დარჩენილ დროს. Iv ტიპის კლიმატის დროს ნალექები მთელი წლის მანძილზე მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.

ტემპერატურა

ფილიპინების კლიმატი 
კლიმატის ცვლილების გამო მომავალში როგორც წყალდიდობების, ისე გვალვის სიხშირის ზრდაა მოსალოდნელი

ფილიპინების ამინდის ყველა სადგურის მონაცემებით (გარდა ბაგიოს სადგურისა), საშუალო წლიური ტემპერატურა 26.6 °C-ია (79.9 °F). შედარებით გრილი დღეები იანვარშია, როდესაც საშუალო ტემპერატურა 25.5 °C-ია (77.9 °F), ხოლო ყველაზე თბილი დღეები მაისშია ― 28.3 °C (82.9 °F). ტემპერატურაზე დიდ გავლენას ახდენს ზღვის დონიდან მდებარეობა. ბაგიოში, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საშუალო ტემპერატურა 18.3 °C-ია (64.9 °F). 1915 წელს უილიამ ჰ. ბრაუნმა ფილიპინების სამეცნიერო ჟურნალისთვის ერთი წლის განმავლობაში ექსპერიმენტი ბანაჰაუს მთაზე, ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე ჩაატარა. საშუალო ტემპერატურა 18.6 °C (65.5 °F) დაფიქსირდა, რაც დაბლობის საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 10°C-ით ნაკლები იყო.

ტენიანობა

ფილიპინებში ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია. ჰაერში ორთქლისა და ტენის მაღალი კონცენტრაცია ტემპერატურას კიდევ უფრო ცხელს ხდის. ტენიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ზღვები, რომლებიც ქვეყანას გარს აკრავენ, ქარები, რომლებიც წლის სეზონების მიხედვით განსხვავდება და უხვი ნალექი, რაც ტროპიკული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ტენიანობის მაღალი მაჩვენებელი მთელი წლის მანძილზე თითქმის ყველა კუნძულზე ფიქსირდება, რაც არქიპელაგის ირგვლივ ზღვების მდებარეობითაა განპირობებული, ხოლო ქარები და ნალექიანობა წელიწადის სხვადასხვა დროს არქიპელაგის სხვადასხვა რეგიონზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს.

სეზონები

ფილიპინებში ორი მთავარი სეზონია გამოკვეთილი:

  1. წვიმების სეზონი ― ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე.
  2. მშრალი სეზონი ― ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მაისამდე. მშრალი სეზონი თავის მხრივ იყოფა გრილ მშრალ სეზონად, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევრიდან თებერვლამდე გრძელდება და ცხელ მშრალ სეზონად, მარტიდან მაისამდე.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ფილიპინების კლიმატი ნალექიანობაფილიპინების კლიმატი ტაიფუნებიფილიპინების კლიმატი კლიმატის ტიპებიფილიპინების კლიმატი ტემპერატურაფილიპინების კლიმატი ტენიანობაფილიპინების კლიმატი სეზონებიფილიპინების კლიმატი ლიტერატურაფილიპინების კლიმატი სქოლიოფილიპინების კლიმატიეკვატორული კლიმატური სარტყელითებერვალიიანვარიკლიმატიმაისინოემბერიოკეანური კლიმატიფილიპინები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნანა ფაჩუაშვილიტინიტუსისოციოლოგიაჰედონიზმინიუტონის კანონებიღეროვანი უჯრედიატლანტის ოკეანეკალათბურთინიკოლოზ ბარათაშვილიბზობამგლების ხორუმისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაბაყაყითიხაკოლხეთის ეროვნული პარკიბასიანის ბრძოლაგიორგი IV ლაშაშინაური ძაღლიიუნგფრაუიოხის უღელტეხილიშარკა ბლუსალომე ზურაბიშვილიბერძენ-სპარსელთა ომებიჯულიანო მედიჩიწყალდიდობასფინქსილურჯი ვეშაპიესემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითგამაფრთხილებელი შეფერილობამასონობაინგლისური ენასპამიახალქალაქირუსეთიბრაზილიალიონელ მესიკლიმატიომიობობებიტოკუსაცუჩინეთირუსთავიქრისტეფორე კოლუმბიდავით კლდიაშვილიკახეთის აჯანყება (1659)აუტიზმისიყვარულირომბიაჭარაფაშიზმიუკრაინარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ემპათიაჭადრაკისტამბოლიკანე კორსოსაჭმლის მომნელებელი სისტემარუსული დამწერლობაოკეანეელინიზმიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ჩრდილოეთი ამერიკაბუღა თურქის შემოსევაბენიტო მუსოლინიკონგორომიდეციმეტრითვითმმართველობაკავკასიური ნაგაზიმარსიიოსებ სტალინილეონარდო და ვინჩისაქართველოს სამეფოთბილისური ეზო9 აპრილის ტრაგედიარამადანინიუე🡆 More