ფილიპე ბერძენი, პრინცი ფილიპ მაუნტბატენი (ინგლ.
10 ივნისი, 1921, კორფუ, საბერძნეთი — გ. 9 აპრილი, 2021, უინძორის სასახლე, უინძორი, ინგლისი) — საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი (ინგლ. the Duke of Edinburgh), გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინც-კონსორტი (ოფიციალურად არ არის), ელისაბედ II-ის მეუღლე.
ფილიპ მაუნტბატენი | |
---|---|
Philip Mountbatten | |
ედინბურგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ნოემბერი, 1947 |
მმართ. დასასრული: | 9 აპრილი, 2021 |
წინამორბედი: | ელისაბედ ბოუზ ლაიონი |
მემკვიდრე: | კამილა პარკერ ბოულზი |
საბერძნეთისა და დანიის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ივნისი, 1921 |
მმართ. დასასრული: | 9 აპრილი, 2021 |
მონარქი: | ჯორჯ VI ელისაბედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 ივნისი, 1921 |
დაბ. ადგილი: | კორფუ, საბერძნეთი |
გარდ. თარიღი: | 9 აპრილი, 2021 (99 წლის) |
გარდ. ადგილი: | უინძორის სასახლე, უინძორი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | უინძორის სასახლეში მდებარე წმ. გიორგის სამლოცველო |
მეუღლე: | ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი (1947-დან გარდაცვალებამდე) |
შვილები: | ჩარლზი (უელსის პრინცი) ანა (სამეფო პრინცესა) ენდრიუ (იორკის ჰერცოგი) ედუარდი (უესექსის ერლი) |
დინასტია: | გლუქსბურგები |
მამა: | ანდრეას ბერძენი |
დედა: | ალისა ბატენბერგელი |
რელიგია: | მართლმადიდებელი (1947-მდე); ანგლიკანური ეკლესია (1947-დან) |
ხელმოწერა: | |
იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. 1947 წელს იქორწინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედზე და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა. დედოფალ ელისაბედსა და ფილიპს ოთხი შვილი შეეძინათ — სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე ჩარლზი (უელსის პრინცი), ანა (სამეფო პრინცესა), ენდრიუ (იორკის ჰერცოგი) და ედუარდი (უესექსის ერლი). გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში.
ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 2021 წლის 17 აპრილს, უინძორის სასახლეში მდებარე წმიდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს. ცერემონიას, კოვიდ შეზღუდვების გამო მხოლოდ სამეფო ოჯახის 30 წევრი ესწრებოდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფილიპი (ედინბურგის ჰერცოგი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.