საჭადრაკო ოლიმპიადა 1933

12 - 23 ივლისი 1933 ფოლკსტონი, ინგლისი

თავიდან ფიდემ ოლიმპიადის ჩატარება ესპანეთის ფედერაცია მიანდო, მაგრამ მალე ესპანეთმა აწონ-დაწონა რა თავისი შესაძლებლობები და ოლიმპიადის ორგანიზაციაზე უარი განაცხადა. მაშჳნ 1932 წლის ფიდეს კონგრესზე ამერიკელებმა ისურვეს ტურნირის მასპინძლობა. ფიდე მათ უარი არ უთხრა და დაადგინა: მორიგი ოლიმპიადა ჩიკაგოში გამართულიყო 1933 წელს. დრო გადიოდა, ახლოვდებოდა ტურნირის დაწყების ვადა და ამერიკიდან არაფერი ისმოდა. მაშინ ფიდემ ოფიციალური შეკითხვა გაუგზავნა აშშს საჭადრაკო ფედერაციას და ოფიციალური პასუხიც მიიღო: ამერიკელები ოლიმპიადის ჩატარებაზე უარს ამბობდნენ. ფიდეს მხსნელად ინგლისელები მოევლინნენ. მათ იკისრეს ოლიმპადის პატარა საკურორტო ქალაქ ფოლკსტონში ჩატარება და ჩაატარეს კიდეც, თუმცა ეს ისეთ მოკლე დროში მოხდა რომ, ბევრი ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას არც კი ეგონა თუ ოლიმპიადა საერთოდ ჩატარდებოდა. ფოლკსტონში 15 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. გუნდი არ გამოგზავნა გერმანიამ, სადაც უკვე ფაშისტები იყვნენ ქვეყნის სათავეში მოსულნი. ის კი არა გერმანია საერთოდ გამოვიდა ფიდედან. ტურნირში მონაწილე გუნდების თითქმის ნახევარი ფავორიტებად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა. უპირველეს ყოვლისა ეს იყვნენ ამერიკელები, პოლონელები და უნგრელები. ძლიერი გუნდები ჰყავდათ ჩეხებს, შვედებს და ავსტრიელებს.

ენერგიულად აიღეს სტარტი ამერიკელებმა. ისინი მატჩს მატჩზე იგებდნენ და ნელ-ნელა შორდებოდნენ მდევრებს. მდევრები კი შვედები და ჩეხები იყვნენ. ბოლო ტურში ამერიკელები, რომლებსაც 37,5 ქულა ჰქონდათ ჩეხებს ხვდებოდნენ. ჩეხებს ამ დროისათვის 35 ქულა და მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. თუ აღმოსავლეთევროპელები შეძლებდნენ და 3,5 ქულას აართმევდნენ ამერიკელებს ჰამილტონ-რასელის თასი კვლავ ევროპაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც ჩეხებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ლიდერს. ხუთი საათის შემდეგ სამ დაფაზე თამაში დამთავრებული იყო და ჩეხები 2,5-0,5 იგებდნენ. ფლორმა და ოპოჩენსკიმ დაამარცხეს კეჟდენი და სიმონსონი. ხოლო რეიფირჟი ყაიმზე შეუთნხმდა ფაინს. დარჩენილი იყო მარშლ - ტრეიბლის პარტია. მოჭადრაკეები ბევრს ნერვიულობდნენ და შეცდომებსაც უშვებდნენ. ბოლო შეცდომა ჩეხმა დაუშვა და ამერიკელმა ვეტერანმა პარტიაში გამარჯვებასთნ ერთად გუნდის ჩემპიონობაც იზეიმა. მესამე ადგილზე მხოლოდ დამატებითი (მეტი მოგებული მატჩი) მაჩვენებლების წყალობით შვედები გავიდნენ.

კვლავ დიდი ინტერესი გამოწვია ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონის ალექსანდრე ალიოხინის გამოსვლა. მსოფლიოს გარშემო ხანგრძლივი და მმომქანცველი ტურნედან დაბრუნებულმა ალიოხინმა მძიმედ დაიწყო და მეორე ტურში ტარტაკოვერთან დამარცხდა კიდეც. გარდამტეხი აღმოჩნდა პარტია სულთნ-ხანთან, რომელიც ჩემპიონმა 11 საათიანი ბრძოლის შემდეგ მოიგო. ამის შემდეგ ალიოხინი ჩვეული ძალით ათმაშდა და საბოლოოდ მოიგო კიდეც პირველი დაფა.

ტექნიკური შედეგები

მონაწილეობდა 15 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

ისააკ კეჟდენი 10 (7=6-1), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7 (+4=6-0), როიბნ ფაინი 9 (+6=6-1), არტურ უილიამ დეიკი 10 (+9=2-2), ალბერტ სიმონსონი 3 (+2=2-2)

სალო ფლორი 9 (+6=6-2), კარელ ტრეიბლი 6,5 (+4=5-3), იოზეფ რეიფირჟი 7,5 (+4=7-1), კარელ ოპოჩენსკი 11,5 (+10=3-0), კარელ სკალიჩკა 3 (+3=0-2)

გედეონ შტალბერგი 7,5 (+3=9-2), გოსტა შტოლცი 8 (+5=6-3), ერიკ ლუნდინი 10 (+7=6-1), კარლ ბერიზდტსონ-კულბერგი 8,5 (+6=5-3).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
ალექსანდრე ალიოხინი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  საფრანგეთი 9,5 12 79,2
ისააკ კეჟდენი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  აშშ 10 14 71,4
საველი ტარტაკოვერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  პოლონეთი 9 14 64,3
სალო ფლორი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ჩეხოსლოვაკია 9 14 64,3
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრენკ ჯეიმზ მარშალი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  აშშ 7 10 70,0
ლუის ბეტბედერ - მატიბეტი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  საფრანგეთი 8 12 66,7
პაულინ ფრიდმანი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  პოლონეთი 7,5 12 62,5
მესამე დაფა ქვეყანა %
ერიკ ლუნდინი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  შვედეთი 10 14 71,4
როიბნ ფაინი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  აშშ 9 13 69,2
მოუსეს ფაიგინსი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ლატვია 9 14 64,3
მეოთხე დაფა ქვეყანა %
კარელ ოპოჩენსკი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ჩეხოსლოვაკია 11,5 13 88,0
არტურ უილიამ დეიკი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  აშშ 10 13 76,9
ჰანს მიულერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ავსტრია 9 13 69,2
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ანდრე ლილიენტალი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  უნგრეთი 10 13 76,9
ლეონარდს აბრამავიჩუსი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ლიეტუვა 6 9 66,7
კონელ ალექსანდერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1933  ინგლისი 7 11 63,6

ლიტერატურა

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საჭადრაკო ოლიმპიადა 1933 ტექნიკური შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1933 ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1933 საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვითსაჭადრაკო ოლიმპიადა 1933 რესურსები ინტერნეტშისაჭადრაკო ოლიმპიადა 193312193323 ივლისიინგლისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უკრაინამარსითბილისის მეტროპოლიტენისაქართველოს გეოგრაფიაელისაბედ IIორალური სექსიქეთო და კოტე (ოპერა)ანტანტაპაბლო პიკასოენგურიკრიშტიანუ რონალდუჭადრაკიდემეტრე Iმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიჰაერის დაბინძურებასაქართველოს ქალაქებიჯადოსნური ფლეიტაგიორგი III (საქართველოს მეფე)ბუდუ ზივზივაძეთირკმელიკურო (ასტროლოგია)საქართველოს სსრ წითელი წიგნისაქართველოს სახელმწიფო გერბიმსოფლიოს შვიდი საოცრებათბილისის ბოტანიკური ბაღინივთიერებათევზებიხევისბერი გოჩამთლიანი შიდა პროდუქტიწყარო (გეოგრაფია)ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაჰეკლათითაობაფსორიაზიკულტურააშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიყვავილიმიტოზიაფრიკაბალტიმორისამეგრელობორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონილარიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიაპენდიციტიმტირალას ეროვნული პარკიირაკლი აზაროვისაქართველო VI საუკუნეშიდავითგარეჯასახელმწიფოკუჭიკოლხეთის სამეფოსტინგითეთნულდიგოჯი ბერიაღდგომაბრუნებაკოლოსეუმიმეორე მსოფლიო ომირომის დაარსებასამკურნალო მცენარეებიიუჯინ ვიგნერიმეტაფორამერაბ დვალიშვილიალკოჰოლიზმიბულბულილესოთოეპილეფსიაქართული გვარიმარტივი რიცხვივეფხვიმსოფლიო მიზიდულობის კანონიუდაბნოლაშა ბექაურიარალის ზღვა🡆 More