პატრიარქ გერმოგენის ძეგლი

პატრიარქ გერმოგენის ძეგლი (რუს.

ძეგლის გახსნა მოხდა 2013 წლის 25 მაისს ალექსანდრეს ბაღში, ცენტრალური არსენალის კოშკის პირდაპირ. ძეგლის დადგმის ინიციატორი იყო რუსეთის პატრიარქი კირილე.

პატრიარქ გერმოგენის ძეგლი
რუს. Памятник патриарху Гермогену
კოორდინატები 55°45′15″N 37°36′50″E / 55.75405° ჩ. გ. 37.613947° ა. გ. / 55.75405; 37.613947
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი იგორ ვოსკრესენსკი
მოქანდაკე სალავატ შჩერბაკოვი
თარიღდება 2013

ისტორია

ძეგლის დადგმის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, მას შემვეგ, რაც წითელ მოედანზე დადგეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი. ჩანაფიქრის მიხედვით, გერმოგენის ძეგლი, რომლის როლიც რუსეთის ისტორიის არეულობის ხანაში, თავისი მასშტაბებით ახლოს იყო კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის წვლილთან, უნდა დაედგათ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს განთავსებულია ლენინის მავზოლეუმი.

ძეგლის დადგმის საკითხმა მეროედ თავი იჩინა 1910-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმას 1910 წელს დათანხმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი. 1913 წელს გერმოგენი წმინდანად შერაცხეს. იდეის რეალიზაციას ხელი შეუშალა ჯერ პირველმა მსოფლიო ომმა, ხოლო შემდეგ ოქტომბრის რევოლუციამ.

2008 წლის 27 ივნისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის ორგანიზატორი იყო საზოგადოებივი მოძრაობა „სახალხო კრება“, ლიტერატურულ-ფილოსოფიური ჯგუფი „ბასტიონი“, რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბოროდინო-2012“ და კონსერვატიული ჟურნალისტიკის ლიგა. მრგვალ მაგიდაზე მოხდა გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციირება. მაშინვე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა მონუმენტის დასადგმელად ფინანსური მხარდაჭერისთვის.

2012 წლის 3 მარტს ძეგლის მომავალ ადგილზე პატრიარქმა კირილემ დააყენა მემორიალური ქვა. ამის შემდეგ გამოაცხადეს კონკურსი ძეგლის საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად. კონკურსზე სულ წარმოადგინეს 79 ვარიანტი. პროექტის კონკურსში გაიმარჯვა შემოქმედებითმა კოლექტივმა რუსეთის სახალხო მხატვრის სალავატ შჩერბაკოვისა და რუსეთის დამსახურებული არქიტექტორის იგორ ვოსკრესენსკის ხელმძღვანელობით.

დაფინანსების წყარო გახდა ქველმოქმედებისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის შემოწირულობა. შეიქმნა რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც გამოვიდა პატრიარქ გერმოგენის ძეგლის დადგმის ინიციატივით. ფონდის შექმნაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებივმა მოძრაობამ „სახალხო კრება“ და ქალთა მართლმადიდებლ-პატრიოტთა საზოგადოებამ. ფონდის შემადგენლობაში შევიდა 250 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან.

ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2013 წლის 25 მაისს. გახსნაში მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ, სტაროობრიადელების ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა კორნელიმ (ტიტოვი). ასევე მოსკოვის სასულიერო საზოგადოებამ. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი და რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი. გახსნის დროს აღავლინეს საზეიმო გალობა.

კომპოზიცია

მარმარილოს კვარცხლბეკზე განთავსებულია ოთხმეტრიანი, ბრინჯაოს პატრიარქის ფიგურა. პოსტამენტის წინა მხარეს წარწერაა:

პატრიარქ გერმოგენის ძეგლი 
„СВЯЩЕННОМУЧЕНИК ЕРМОГЕН ПАТРИАРХ МОСКОВСКИЙ И ВСЕЯ РУСИ“

კვარცხლბეკის გვერდებზე განთავსებულია ბრინჯაოს ბარელიეფები, ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია მიხეილ რომანოვის არჩევა სრულიად რუსეთის მეფედ, მეორეზე გერმოგენის მიერ პოლონელების გაძევება.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

პატრიარქ გერმოგენის ძეგლი ისტორიაპატრიარქ გერმოგენის ძეგლი კომპოზიციაპატრიარქ გერმოგენის ძეგლი იხილეთ აგრეთვეპატრიარქ გერმოგენის ძეგლი სქოლიოპატრიარქ გერმოგენის ძეგლი2013ალექსანდრეს ბაღი (მოსკოვი)გერმოგენი (მოსკოვის პატრიარქი)კირილე I (მოსკოვის პატრიარქი)მოსკოვირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სერბეთიბესიკ ხარანაულიკაიმაღიშუშანიკის წამებაქურთებითელავიმაჰმადიხინკალიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკარუსეთ-საქართველოს ომი (1921)გიორგი ჭანტურიაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაყარსის ხელშეკრულებაყურანიცხრა ძმა ხერხეულიძემხიარული რომანიზაქათიქვეყნების სიაგიგლა ბერბიჭაშვილინათლია (ფილმი)ქაშვეთის ეკლესიანიკოლოზ ბარათაშვილიანდრია მოციქულიირანიგოლგოთაპარიზიკალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენატიციან ტაბიძეერნესტო ჩე გევარაასტიგმატიზმისიყვარული ყველას უნდაპეტრე-პავლობის მარხვამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)კონცეფციამთავარი გვერდიშავი ზღვასხვისი შვილებიბიპოლარული აშლილობაეპისტოლეჰამლეტ გონაშვილიორგაზმიფრინველებისასწორი (ასტროლოგია)მთლიანი შიდა პროდუქტიგაერთიანებული სამეფოხმელთაშუა ზღვაბენჯამინ ფრანკლინიშარკა ბლუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჰეროდე I დიდიჩინეთის დიდი კედელიტუბერკულოზისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფოთილიხტენშტაინიმეტაფორახონიმოციქულებიაბრაამ ლინკოლნირომიმნათედათა თუთაშხია (ფილმი)ნაპოლეონ ბონაპარტისაქართველო IV საუკუნეშიბარსელონაგიორგი V ბრწყინვალევიკისაწყობიაგორაფობიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მიხეილ სააკაშვილირენესანსილუციფერიმზე შემოდგომისაწმინდა სამების საკათედრო ტაძარი🡆 More