2019 წლის ფილმი პარაზიტი

პარაზიტი (კორ.

იგი ამასთანავე ჰან ჯინ-ვონთან ერთად ფილმის თანასცენარისტია. „პარაზიტი“ ღარიბი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წევრებიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად თავის წარმოჩენის გზით შეძლებულ ოჯახში ახერხებენ დასაქმებას. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სონ კან ჰო, ლი სუნ კუნი, ჩო იო ჟონი, ჩოი ვუ შიკი, პარკ სო დამი, ჯან ჰაი ჯინი და ლი ჯუნ ინი.

„პარაზიტი“
2019 წლის ფილმი პარაზიტი
რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო
სცენარის ავტორი ბონგ ჯუნ-ჰო
ჰან-ჯინ ვონი
დისტრიბუტორი CJ Entertainment
გამოსვლის თარიღი 21 მაისი, 2019 (2019-05-21) (კანი)
30 მაისი, 2019 (2019-05-30) (სამხრეთი კორეა)
ხანგრძლივობა 132 წუთი
ქვეყანა სამხრეთი კორეა
ენა კორეული
ბიუჯეტი $11.4 მილიონი
შემოსავალი $264.4 მილიონი

„პარაზიტის“ პრემიერა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის ოქროს პალმის რტოს მფლობელი პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა. არაერთი კრიტიკოსი „პარაზიტს“ 2019 წლის საუკეთესო, ხოლო დეკადის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. Metacritic-ის ყველა დროის საუკეთესო ფილმების რეიტინგში „პარაზიტი“ 47-ე ადგილს იკავებს.

ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე „პარაზიტმა“ საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება. „პარაზიტი“ პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთანავე „პარაზიტი“ მსოფლიოში მესამე ფილმია, რომელმაც ოსკარი საუკეთესო სურათისთვის და ოქროს პალმის რტო ერთდროულად მიიღო.

„პარაზიტმა“ BAFTA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. „პარაზიტი“ პირველი უცხოენოვანი ფილმია, რომელმაც საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო მიიღო,

$11 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე „პარაზიტმა“ შემოსავლის სახით მსოფლიოს მასშტაბით $264 მილიონზე მეტი დააგროვა, რითაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა.

თემები და ინტერპრეტაციები

„პარაზიტის“ მთავარი თემები კლასობრივი კონფლიქტი და სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობაა. კინოკრიტიკოსები და თავად ფილმის რეჟისორიც ფილმს გვიანი კაპიტალიზმის მიმართ რეაქციად მიიჩევენ.

კინოკრიტიკოსები „პარაზიტის“ თემებად კოლონიალიზმსა და იმპერიალიზმსაც მოიაზრებენ. ჯუ-ჰუნ პარკის მიხედვით, ფილმში წარმოჩენილია „კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგი, რომელიც კორეაში კოლონიურმა ოკუპაციამ შემოიტანა“.

ფილმის დასასრულს გაჟღერებული სიმღერა სახელწოდებით „564 წელი“ კი-ვუს პერსონაჟს უკავშირდება, რომელიც სახლის შესაძენად თანხის გამომუშავებას ცდილობს. როგორც რეჟისორმა განაცხადა, სიმღერა ალეგორიულად გულისხმობს, რომ კი-ვუს სახლის შესაძენად საკმარისი თანხის გამოსამუშავებლად სწორედ 564 წელს დასჭირდება.

შემოსავალი

2019 წლის ფილმი პარაზიტი 
რეჟისორი და სამსახიობო შემადგენლობა 2019 წელს

ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით ჯამში $264.4 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის აშშ-სა და კანადაში $53.4 მილიონი, ხოლო სამხრეთ კორეაში $71.3 მილიონი. საიტის Deadline Hollywood გამოთვლებით, ფილმის წმინდა მოგება $46.2 მილიონს შეადგენს. „პარაზიტი“ ბონგისთვის პირველი ფილმია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

სამხრეთ კორაში „პარაზიტი“ კინოთეატრში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. „პარაზიტი“ სამხრეთ კორეაში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

2020 წლის 5 თებერვალს „პარაზიტი“ ბოლო 15 წლის მანძილზე პირველი ფილმი გახდა, რომელიც იაპონიაში მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

ოსკარის დაჯილდოების შემდეგ ფილმის შემოსავალი აშშ-სა და კანადაში წინა კვირასთან შედარებით 234%-ით გაიზარდა. 2020 წლის თებერვალში „პარაზიტი“ გამოსვლის შემდეგ ავსტრალიაში პირველად მოექცა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კრიტიკული გამოხმაურება

საიტზე Rotten Tomatoes „პარაზიტს“ 99%-იანი რეიტინგი აქვს. Metacritic-ზე ფილმი 100-დან 96 ქულითაა შეფასებული, რაც საყოველთაო აღიარებას გულისხმობს. ამავე საიტზე „პარაზიტი“ 2019 წლის საუკეთესო, ხოლო დეკადის მე-7 საუკეთესო ფილმად დასახელდა.

IndieWire-ის გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა კინოკრიტიკოსმა მიიღო, „პარაზიტი“ საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში პირველ ადგილზე დასახელდა.

შავ-თეთრი ვერსია

„პარაზიტის“ შავ-თეთრი ვერსიის პრემიერა 2020 წლის იანვარში ნიდერლანდებში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი აშშ-ში იმავე თვეში გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

2019 წლის ფილმი პარაზიტი თემები და ინტერპრეტაციები2019 წლის ფილმი პარაზიტი შემოსავალი2019 წლის ფილმი პარაზიტი კრიტიკული გამოხმაურება2019 წლის ფილმი პარაზიტი შავ-თეთრი ვერსია2019 წლის ფილმი პარაზიტი რესურსები ინტერნეტში2019 წლის ფილმი პარაზიტი სქოლიო2019 წლის ფილმი პარაზიტიბონგ ჯუნ-ჰოთრილერიკორეული ენაშავი კომედია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბანგლადეშიჩარლი ჩაპლინიდიმიტრი ყიფიანისტუმარ-მასპინძელიტუბერკულოზიჯადოსნური ფლეიტამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიკახეთიმარაკანასოკოებირიცხვითი სახელიხავსებითერმოპილეს ბრძოლაიოჰან სებასტიან ბახიკასპიის ზღვაეპითეტიისრაელითაშმიჯაბიგლობალური დათბობა69 (სექსუალური პოზა)უკრაინასალომე ზურაბიშვილიღვიძლიიოსებ სტალინიგეორგიევსკის ტრაქტატიანტანტაგელზენკირხენიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდავით მუჯირიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012მდინარებახტრიონის ბრძოლაქართლივაკო ყაზაიშვილიჯულიანო მედიჩიორალური სექსიძაღლიილია IIფაშიზმიროსტომი (ქართლის მეფე)ბარსელონაჩემი ცოლის დაქალებითერგდალეულებიგიორგი IV ლაშაჰაერიარაგვივალენსია (საფეხბურთო კლუბი)ივანე მაჩაბელიSARS-CoV-2მიხეილ ლომონოსოვინარკოტიკიაშშ-ის ისტორიაგასტრიტიალექსანდრე მაკედონელის ომებიმართლმადიდებლობასოციალიზმიმარხვაბახტრიონი (პოემა)ადმირალი (პეპელა)ალმასიზურიკო დავითაშვილილომიეოზონოფილებიჯიხვისამკურნალო მცენარეებირამაზ შენგელიაგეოგრაფიული გარსიერეკლე IIგაზაფხულიიოსებ კეჭაყმაძებრუნებარენესანსიკათოლიციზმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიეკონომიკანუკრი რევიშვილიამერიკის შეერთებული შტატებიბერლინის ხელშეკრულება (1878)🡆 More