მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (რუს.
31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 19 ოქტომბერი], 1825 — გ. 24 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1888) — რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავალერიის გენერალი (1875 წლის 17 აპრილიდან), გენერალ-ადიუტანტი, გრაფი (1878 წლის 16 აპრილიდან), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1880 წლის 11 თებერვლიდან).
დაიბადა თბილისში 1824 წლის 19 ოქტომბერს (სხვა ცნობით 1825 წლის 20 დეკემბერს) სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის-მელიქიშვილების ოჯახში. მამა ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა ეკატერინე ახვერდაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში.
XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1604 წელს შაჰ აბას I-მა (1587–1629) ქართლის მეფე გიორგი X-მ (1600–1606) და კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574–1605) ერევანთან ომში ოსმალები დაამარცხეს, ომში მონაწილეობის გამო შაჰმა ქართველი მეფეები "უხვად" დააჯილდოვა. გიორგი მეფეს ირანში სოფლები მისცა და 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა. სამაგიეროდ ლორე და დებედას ხეობა გამოსთხოვა. დებედას ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოსახლა. ლორეში კი სახანო შეიქმნა. სახანოს ადგილობრივი სომხური წარმომავლობის გამუსლიმებული მელიქი ედგა სათავეში. ამის გამო ხშირად ლორის სახანო სამელიქოდ მოიხსენიება, ხოლო საგვარეულოს წარმომადგენლებს ლორის მელიქები ან ლორის მელიქისშვილები, ამავე პერიოდში არსებობდა სომხითის სამელიქოც. სომხითის მელიქიშვილები და ლორის მელიქიშვილები ერთი წარმოშობის არიან. ლორის მელიქები ქართულ ფეოდალურ იერარქიაში სამეფო აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ.
მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო. 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო. იგი წარმატებულად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის - კავაკასიის, ყირიმის და რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში. სამხედრო კარიერასთან ერთად წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა; იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი.
1888 წლის 12 (24) დეკემბერს 64 წლის ასაკში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მიხეილ ლორის-მელიქიშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.