მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი

მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი (ესპ.

სულ გაიმართა მეტროპოლიტანოს 18 გათამაშება. ტურნირის მონაწილეთაგან სულ ათმა კლუბმა მოიპოვა მეტროპოლიტანოს ჩემპიონის ტიტული. აქედან ოთხჯერ გათამაშების ჩემპიონი გახდა „რივერ პლეიტი“. სამჯერ — „ინდეპენდიენტე“. ორ-ორჯერ — „ესტუდიანტესი“ „სან-ლორენსო“ და „ბოკა ხუნიორსი“. თითოჯერ — „ჩაკარიტა ჯუნიორსი“ „ურაკანი“, „ნიუელს ოლდ ბოისი“, „კილმესი“ და „არხენტინოს ჯუნიორსი“.

მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი
ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton) — მას არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.
მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი
ალექსანდრ უოტსონ ჰატონის მიერ შექმნილი საფეხბურთო კლუბი ალუმნი (ესპ. Alumni Athletic Club). ამ გუნდმა 1900–1911 წლებში ათჯერ მოიპოვა პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის ტიტული. 1910
მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი
მეტროპოლიტანოს პირველი ჩემპიონი — ლა-პლატას „ესტუდიანტესი“ (ესპ. Estudiantes de La Plata). 1967
მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი
მეტროპოლიტანოს მეორე ჩემპიონი — ბუენოს-აირესის „სან-ლორენსო“ (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro). 1968

ისტორია

არგენტინა იყო პირველი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა დაარსდა.

იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი.

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონის სახელითაა ცნობილი) პირველი გამარჯვებული გახდა ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's)

მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ გამართულა.

1893 წელს დაარსდა ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორი იყო შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton), რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.

არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს 1931 წლიდან. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება.

1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდებოდა.

1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართებოდა ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი და მეტროპოლიტანო. ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობდა.

ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენდა არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდებოდა ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში).

მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლებოდა როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენებოდა როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით.

მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.

მეტროპოლიტანოს გათამაშების სტატისტიკა

წელი ჩემპიონი მეორე ადგილი მესამე ადგილი
1967 ესტუდიანტესი რასინგ კლუბი ინდეპენდიენტე
1968 სან-ლორენსო ესტუდიანტესი რივერ პლეიტი
1969 ჩაკარიტა ჯუნიორსი რივერ პლეიტი ბოკა ხუნიორსი
1970 ინდეპენდიენტე რივერ პლეიტი სან-ლორენსო
1971 ინდეპენდიენტე ველეს სარსფილდი ჩაკარიტა ჯუნიორსი
1972 სან-ლორენსო რასინგ კლუბი ურაკანი
1973 ურაკანი ბოკა ხუნიორსი სან-ლორენსო
1974 ნიუელს ოლდ ბოისი როსარიო სენტრალი ბოკა ხუნიორსი
1975 რივერ პლეიტი ურაკანი ბოკა ხუნიორსი
1976 ბოკა ხუნიორსი ურაკანი ესტუდიანტესი
1977 რივერ პლეიტი ინდეპენდიენტე ველეს სარსფილდი
1978 კილმესი ბოკა ხუნიორსი ატლეტიკო უნიონი
1979 რივერ პლეიტი ველეს სარსფილდი ინდეპენდიენტე
1980 რივერ პლეიტი არხენტინოს ჯუნიორსი ტალერესი
1981 ბოკა ხუნიორსი ფერო კარილ ოესტე ურაკანი
1982 ესტუდიანტესი ინდეპენდიენტე ბოკა ხუნიორსი
1983 ინდეპენდიენტე სან-ლორენსო ფერო კარილ ოესტე
1984 არხენტინოს ჯუნიორსი ფერო კარილ ოესტე ესტუდიანტესი

რეკორდები და სტატისტიკა

საკლუბო

ყველაზე მეტჯერ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი მოგებული აქვს ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტს“ — იგი ოთხჯერ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული (1975, 1977, 1979, 1980).

ინდივიდუალური

ფეხბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი იყო დიეგო მარადონა — მან სამჯერ დაისაკუთრა მეტროპოლიტანოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1978, 1979, 1980)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი ისტორიამეტროპოლიტანოს ჩემპიონატი რეკორდები და სტატისტიკამეტროპოლიტანოს ჩემპიონატი რესურსები ინტერნეტშიმეტროპოლიტანოს ჩემპიონატი სქოლიომეტროპოლიტანოს ჩემპიონატიარგენტინაარგენტინული ფეხბურთიარხენტინოს ჯუნიორსი (საფეხბურთო კლუბი)ბოკა ხუნიორსიესპანური ენაინდეპენდიენტე (საფეხბურთო კლუბი)ნიუელს ოლდ ბოისი (საფეხბურთო კლუბი)რივერ პლეიტი (საფეხბურთო კლუბი)სან-ლორენსო დე ალმაგრო (საფეხბურთო კლუბი)ურაკანი (საფეხბურთო კლუბი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თუშეთიპოლიტიკური პარტიები საქართველოშივახტანგ I გორგასალიჩემი ცოლის დაქალებილევან საგინაშვილიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითზლატან იბრაჰიმოვიჩიერეკლე II-ის ოჯახირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)მიგრაციადავით IV აღმაშენებელიანემიანიკო ფიროსმანიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ელისაბედ Iარაბთა სახალიფოასტიგმატიზმიძაღლიგასტრიტირუსეთის იმპერიაკონსტანტინოპოლის დაცემამესამე რაიხიტელეფონების ნომრები საქართველოშილაზარეს შაბათიწიგნი სიბრძნე სიცრუისასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშინიუტონის კანონებიიუსტინიანე Iსარკაზმისაქართველოს სამეფოზაფხულიკომუნიზმიწვიმაბარსელონაპოლიგამიაერთეულთა საერთაშორისო სისტემავენის კონგრესიმერაბ კოსტავამჟავური წვიმასტეფანე მღებრიშვილიკრწანისის ბრძოლასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაშალვა პაპუაშვილიკუთხეარაბთა დაპყრობითი ომებიმუნისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამენსტრუაციამთავარი გვერდინაპოლეონ ბონაპარტისოლომონ Iქიმიური ელემენტიბაქტერიებიკურო (ასტროლოგია)ბრუნებახევსურეთიერნესტო ჩე გევარაწყალიძიუდობახტრიონის ბრძოლალიონელ მესისაქართველო XV საუკუნეშიჩინეთიზედსართავი სახელირიონიჰოლოკოსტიჰაერიიაკობ გოგებაშვილიკაპიტალიზმიბერძნული მითოლოგიაოპერაგრიგოლ ხანძთელიფუტიზამთარისაქართველოს პრემიერ-მინისტრიალეგორიააფრიკაოლიმპიური თამაშები🡆 More