მაფალდა პორტუგალიელი

მაფალდა პორტუგალიელი (პორტ.

1195 — გ. 1 მაისი, 1256) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და დედოფალ დულკა არაგონელის უმცროსი ასული. კასტილიის დედოფალი 1215-16 წლებში როგორც ენრიკე I-ის მეუღლე.

მაფალდა პორტუგალიელი
მაფალდა პორტუგალიელი
კასტილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 აგვისტო, 1215
მმართ. დასასრული: 1216
წინამორბედი: ელეონორ ინგლისელი
მემკვიდრე: ბეატრის შვაბიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1195
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 1 მაისი, 1256, (61 წლის)
გარდ. ადგილი: გონდომარი, პორტუგალია
მეუღლე: ენრიკე I, კასტილიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: სანშუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: დულკა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები

მაფალდა დაიბადა 1195 წელს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ დულკა არაგონელის უმცროსი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, პორტუგალიის დედოფალ მაფალდა სავოიელის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ მისი დების მსგავსად, ისიც უცხო სახელმწიფოს მომავალ დედოფლად მოიაზრებოდა, ამიტომაც მშობლები ბავშვობიდანვე ამზადებდნენ ამისათვის და როგორც დედოფალს ისე მიმართავდნენ. ასევე აღსანიშნავია მისი საოცრად ახლო და თბილი ურთიერთობა ძმასთან, მომავალ მეფე აფონსუ II-თან. როდესაც მაფალდა სამი წლის იყო, 1198 წელს დედამისი შავმა ჭირმა შეიწირა.

ქორწინება

მშობლების მოლოდინები გამართლდა და 1215 წელს მაფალდა პოლიტიკური მიზეზების გამო დაქორწინდა კასტილიის მეფე ენრიკე I-ზე, რითაც იგი კასტილიის დედოფალი იყო. ენრიკე მაფალდაზე ათი წლით უფროსი იყო. აღსანიშნავია, რომ ქორწინების კონსუმაცია არასდროს მომხდარა, რადგან ენრიკე ვერ იტანდა მას. შედეგად, მათ ქორწინებაში არც ბავშვი გაჩენილა, რის გამოც 1216 წელს პაპმა მათი ქორწინება ანულირებულად სცნო, მაფალდამ დაკარგა დედოფლის წოდება და პორტუგალიაში დაბრუნდა. ამ ამბიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა ენრიკე.

რელიგიური ცხოვრება

უკან დაბრუნებულმა მაფალდამ დარჩენილი ცხოვრება სულიერებას მიუძღვნა, მონაზვნად აღიკვეცა და არუკას სააბატოში დასახლდა. იგი მალევე გაწევრიანდა ცისტერციანელთა ორდენში. მისმა ძმამ მას დიდი თვიური პენსია გამოუყო, რასაც იგი მთლიანად ქველმოქმედებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ახმარდა. მისი ხელშეწყობით აშენდა ახალი ხიდები, ეკლესიები, მონასტრები და საავადმყოფოები.

დაბრუნებულმა მაფალდამ პილიგრიმად წასვლა მოისურვა და პორტუგალიის სიწმინდეების მოლოცვა გადაწყვიტა, რა დროსაც, 1256 წლის 1 მაისს, ქ. გონდომარში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს არუკას სააბატოში. 1792 წელს რომის პაპმა იგი წმინდანად შერაცხა. მაფალდას ხსენების დღეა 2 მაისი.

ლიტერატურა

  • McMurdo, Edward. The History of Portugal: From the Commencement of the Monarchy to the Reign of Alfonso III, S. Low, Marston, Searle, & Rivington, 1888
  • Merton, Thomas. In the Valley of Wormwood, Liturgical Press, 2013, ISBN 9780879077587

Tags:

მაფალდა პორტუგალიელი ადრეული წლებიმაფალდა პორტუგალიელი ქორწინებამაფალდა პორტუგალიელი რელიგიური ცხოვრებამაფალდა პორტუგალიელი ლიტერატურამაფალდა პორტუგალიელი1 მაისი11951256ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)დულკა არაგონელიენრიკე Iპორტუგალიური ენასანშუ I

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო XVIII საუკუნეშიბაგრატ III (საქართველოს მეფე)წმინდა სამების საკათედრო ტაძარიგანათლება საქართველოშისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაბათუმიივანე ჯავახიშვილისიურრეალიზმიმეტაფორარუსეთ-საქართველოს ომი (2008)გიორგი გახარიათეიმურაზ Iსაქართველო XV საუკუნეშიაკაკი წერეთელისერვიტუტი (უფლება)პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიჩინეთის დიდი კედელინატურალური რიცხვიშვედეთიტერორიზმიეგვიპტის პირამიდებისუნთქვაჩერნობილის კატასტროფარომის იმპერიაბიპოლარული აშლილობანიუტონის კანონებიუნგრეთიფანდურიელენე ახვლედიანისკოლაჭიაკოკონობათბილისის ისტორიასოფლის მეურნეობაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოკეთილშობილი ირემისაქართველოს გეოგრაფიამთავარი გვერდიფოცხვერიმარჯნის რიფირომანტიზმითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიანემიავენის კონგრესისაქართველოს მდინარეების სიაბუნებრივი გადარჩევაავტორიტარიზმისომხური სამოციქულო ეკლესიახვიჩა კვარაცხელიაქართული გვარიმარტივი რიცხვიმერწყულილიხტენშტაინიცხოველებირაჭაზენონი (იარაჯული)ბოშებიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაევროკომისიაკონტინენტისაქართველოს ისტორიათხის რქა (ასტროლოგია)თეატრიავსტრალიამაგნიუმიზვიგენებიუილიამ შექსპირიფრინველებიEuropebetჩონგურისაქართველოს თავდაცვის ძალებიბუნებრივი რესურსებიიუდაიზმივიტამინებილიმფოციტებიკატალიზატორივიქტორ ორბანი🡆 More