კომენდანტის საათი, საკომენდანტო საათი — ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ყოფნის აკრძალვა დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელიც, როგორც წესი, ცხადდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
აკრძალვის აღსრულება, როგორც წესი, ევალება საპოლიციო ან საჯარისო პატრულებს. უმეტეს შემთხვევაში, კომენდანტის საათი ცხადდება საღამოს და ღამის საათებში.
საქართველოში კომენდანტის საათი რეგულირდება ორი სამართლებრივი დოკუმენტით — საქართველოს კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ და საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მოქმედებისას, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ კომენდანტის საათი.
მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვების, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე — გაუსინჯონ ნივთები.
იდენტური შეზღუდვები მოქმედებს საომარი მდგომარეობის შემოღების დროს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კომენდანტის საათი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.